ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ხვიჩამ გაიტანა და "ნაპოლიმ" "კალიარის" რთული მატჩი მოუგო [VIDEO]

ხვიჩამ გაიტანა და "ნაპოლიმ" "კალიარის" რთული მატჩი მოუგო [VIDEO]

სერია A-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „კალიარი“ 2:1 დაამარცხა.

მატჩი ტექნიკური პრობლემების გამო ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა მაცარიმ ტრავმირებული ზილენსკის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში კაიუსტე დააყენა. ნეაპოლელებმა თავიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ და სახიფათო კოტრიერიშებით პასუხობდნენ. კვარაცხელიას ნანდესი მეურვეობდა და უხეშობასაც არ ერიდებოდა, ორჯერ საჯარიმოს სიახლოვეს თამაშის წესების დარღვევით შეაჩერა და ბოლო საჯარიმოდან პოლიტანოს ჩაწოდებული ბურთი რაჰმანიმ თავით ძელს გაარტყა. ცოტა ხანში კაიუსტემ ხელსაყრელი პოზიციდან ვერ უწია მიზანს, დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. შანსი სარდინიელებსაც მიეცათ, მაგრამ პირისპირ გასულ ნანდესს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. კომპენსირებულ დროში ხვიჩა ნანდესს გაექცა, გოლდანიგამ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო.

შესვენების შემდეგ „ნაპოლის“ მომენტების შექმნა უჭირდა და რაჰმანისა და კაიუსტეს ნაცვლად მოედანზე მარიო რუი და რასპადორი შევიდნენ. „კვარამ“ პასი მარიო რუის გაუკეთა, პორტუგალიელის ჩაწოდებულ ბურთს კი ოსიმენმა თავურით სკუფეტის კარში მიუჩინა ადგილი. თუმცა, პავოლეტიმ მალევე გაათანაბრა ანგარიში. მერე ოსიმენმა რამდენიმე მცველს აჯობა, მისი პასით ქართველმა მეტოქის კარი დალაშქრა, 89-ე წუთზე შეცვალეს და "ნაპოლიმ" მძიმე მატჩში გამარჯვება მოიპოვა.

„ნაპოლი“ 27 ქულით მეოთხე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 20 დეკემბერს სახლში თასზე „ფროზინონესთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - კალიარი 2:1

გოლები: 1:0 ოსიმენი (69), 1:1 პავოლეტი (72), 2:1 კვარაცხელია (75)

• დურუ

წესით ნაპოლის ბარსასთან უნდა წაეგო, მაგრამ შემთხვევით გაუმართლა და ეს გამართლება ტაქტიკურ გამარჯვებად ჩაუთვალეს კალცონეს. ამჟამად საქმე პირიქით იყო, კალიარი აგებდა და წინ უნდა წასულიყო, სწორედ ასეთ დროს იყო საჭირო კვარა ოსიმენი და სწრაფი რასპადორი, კალცონემ მათ ნაცვლად შემოიყვანა ფეხბურთელები, რომელთაც პრესინგი ეხერხებად, მაგრამ ბურთის წინ წაღება არა და მოხდა ის, რაც როდისმე უნდა მომხდარიყო. როგორც ეტყობა კალცონეს ანტიფეხბურთის თამაში თამაში ეხერხება, ხოლო ფეხბურთის ნაკლებად.

• ჭიჭე!

მიზანზე რომ იმუშაოს, შენ მოგარტყამს და ეგ გინდა?

• zaza

სპალეტიმ დროზე გაასწრო მაქაურობას, ეს ლაურენტესმა რაც გააკეთა გარსია მოიყვანა, მერე იმაზე უარესი, ეს ახალი მწვრთნელი კი ორივეზე უარესია. ბარსასთან გაუვარდათ, აქ კი გამოჩნდა რა მწვრთნელიც არის. ცენტრიდან საერთოდ ვერ ამწვავებენ ვერანაირად, ის გოლიც დაცვის შეცდომას მოყვა. შეტევა ფაქტიურად არ არის, დაცვა უსუსტესია, შუა ზონაც სუსტია. სწრაფი ბურთი არ მოძრაობს და გუნდი ზანტივითი თამაშობს.

• დავით 67

სოსო-ს. ეს დაპირისპირებები ეხლა არ დაწყებულა. სულ ასეა რაც თავი მახსოვს. მედია და ნაცები აქ არაფერ შუაშია,არსებული ბევრად კი არ სჯობია მათ. მე უბრალოდ ხალხზე მწყდება გული, თან ისეთებზე, რომლებსაც არცერთი მთავრობისგან არა აქვთ "ვიგოდა"და მაინც ჩასაფრებულია, ეძებს რაიმე ცუდი მოხდეს ან ვინმეს ფეხი დაუცდეს, რომ მერე ამაზე ილაპარაკოს, ვიღაცას თუ საპირისპირო აზრი ექნება, მერე ხომ იწყება და იწყება, რაც აღარ მთავრდება...

• სოსო

რა მაფიაას.ყოველთვის საინტერესოდ წერ,მაგრამ ამ პოსტით,საკუთარ თავსაც გადააჭარბე!ნეტავი მოგისმინონ და მხოლოდ ამ საიტზე კი არა,მთელ ქვეყანაშიც.ქვეყანა ამოისუნთქავდა,ამდენი დაძაბულობისაგან.სწორედ კეთილგანწყობა გვაკლია,დღევანდელ საქართველოში.

• სოსო

საიდან დაიწყო,ასეთი დამოკიდებულება,ხვიჩას და ლაშა ტალახაძის მიმართ,ის გაიხსენე დავით და კიდევ ის,ვისგან დაიწყო.მათთვის სრულიად მიუღებელია მართლმადიდებლური ეკლესია და ისეთი საქართველო,რომელსაც ისინი არ მართავენ.ამიტომაა რომ ყოველი წარმატებული ქართველი,განსაკუთრებულად კი,ღვთის მორწმუნე,მათთვის პირადი მტრის ტოლფასია.მათი მედიის მაყურებელი,სამწუხაროდ,საკმაოდ ბევრია და ზოგი გააზრებულად,უმეტესი კი გაუაზრებლად,მათ მიდგომებს იმეორებს.

• დავით

ხათუნა გენაცვალე ყველა გოლი შედის ისტორიაში)

• mevludi-ს

არც ეგაა საჭირო, მერე ყველა მოჭიდავეს მერობა და გუბერნატორიბა მოუნდება

• tornike

დმანისში აღმოჩენილი ზეზვა და მზიას თავის ქალები, დადასტურებულად ნიშნავს რომ პირველი ევროპელები ჩვენ ვიყავით, ხვიჩაც ესეთი დიადია, ვილოცოთ მისთვის, რომ დიდხანს იკიაფოს მისმა ვარსკვლავმა, გენმა.

• mevludi

გორმა და გორელებმა ჭიდაობას მიხედეთ. არა აფეხბურთი თქვენი საქმე

• mevludi

ავად ხომ არ ხარ შენ, პირველი ტაიმის ბოლოს მძიმე ტრამვას სასწაულებრივად გადაურჩა. ის ურუგუალი მცველი თქვენისთანა ცინიზმის პიკი იყო და მაგით მსჯელობთ თქვენ. ისე კარგად გადირკა რამოდენიმეჯერ. მოკეტეთ

• tornike

დასაჯერებლად ძალიან რთული პასი მიიღო და იმპოლსურად იმოქმედა, ეს არის კლასი,დიდება ქართულ გენს. ადამიანი ხატავს, ქარგავს და გადამეტებული კრიტიკა აქ უკვე მარაზმია.

• გორი

კაცმა ცარიელ კარში შტანგას გაარტყა, რამოდენიმე სანტიმეტრი და ააცილებდა. მიზანზე აქვს სამუშაო

• 123

კარგია რო გავიდა ეგ ბურთი, განადგურდებოდა ფსიქოლოგიურად რო ვერ გაეტანა

• 100%

მაგარი გოლი იყო შენი მაგარი თამაშის კულმინაცია, გენაცვალე ხვიჩა. უბრალოდ ჩვენ ყველამ ხომ შენზე მაგარი ფეხბურთი ვითამაშეთ და ,,დაჟე,, ზოგს ბურთი საზამთრო გვეგონა, ბარსელონები და მადრიდები რა მოსატანია, მარსი, ვენერა და ვინც მთვარეზე თამაშობდა, სუსტი იყო და ამიტომ გასწავლით ჭკუას. ფეხებში კი ჩვენ ნაჯახს გვირტყამდნენ და მაინც მაგრები ვიყავით, იმიტომ არ მოგვწონს შენი თამაში.)))

• ხათუნა

გეთანხმებით, ვინც მასე წერს, ბოდავს. ხვიჩამ მაგარი " შტანგა- გოლი" გაიტანა, მაგრამ ოსის აკენწვლის კლასმა გადაფარა თამაში. საერთოდ, გუშინდელი ოსიმენის ასისტი და ხვიჩას გოლი იყო შედევრი და აუცილებლად შევა ფეხბურთის ისტორიაში

• გოჩა

არა სწორია:კარგად ვერ დაარტყა,კინაღამ ააცილა.-სწორია:პირველ გოლში დიდი წვლილი შეიტანა და მეორე თვითონ გაიტანა.

• roma bejanidze

პირველ რიგში ვულოცავ ხვიჩას და მის გულშემატკივრებს. ბრავო ხვიჩა დღეს კარგად ითამაშე ბოლომდე იბრძოდი დაკარგულ ბურთზე და საერთოდაც კარგი თამაში გამოგივიდა. ახლა რაც შეეხება კრიტიკოსებს სულ გორავსო. გაფიცებთ სხვა თამაშს უყურეთ? ტიპს მარტო ნაჯახს არ ურტყამენ რა ქნას რომ ტკივა დეიკიდოს? პროსტა რჩევა მიეცით თუ მაგრები ხართ. რა ქნას მაშინ როცა გარბის მაიკაზე ქაჩავენ აჩუქოს ფორმა და შორტის ამარამ ირბინოს? ტიპი ქართული ფეხბურთის მეფეა , ევროპას აზანზარებს ნებისმიერი გუნდი ორმაგ დაცვას უყენებს და დავალება აქვთ რომ ურტყან ფეხებში რაც შეიძლება მეტი და თქვენ ვითომ კრიტიკოსები სირბილს უწუნებთ? აუ ხვიჩა მეგობარო მართლა მაინტერესებს ამდენს გირტყამენ ფეხებში და როგორ დარბიხარ კიდე?

• მამუკა

მე ისეთებს უფრო ,,თბილ-თბილი" მოკითხვებით ვუერთდები, მაგრამ აქ ცენზურაა და....... :)

• Რაგბის ფანი

ნაპოლის ხვიჩას გარდა ბურთის დამჭერი კაცი არ ჰყავს. ხვიჩას გაყვანის შემდეგ გაბმულად 10 წამი ვერ გაიჩერეს ბურთი.

• დავით 67

გამოთქმაა ასეთი, გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ეს ეხება ხვიჩას დღეს, ბევრი წერს კარგად ვერ დაარტყაო, კინაღამ ააცილაო და ა.შ. ერთი ვერ გავიგე რატომაა ეს ხალხი ასე ჩასაფრებული? ერთი მხარეც და მეორეც. თუ გაიტანა ან კარგად ითამაშა ერთი მხარე დაიწყებს აი ნახეთ თქვენ ლუზერებო, ხომ მაგარია, ახლა მეორე მხარე ატყდება თუ ვერ გაიტანა ან ვერ ითამაშა ისე როგორც საჭიროა, აი ხომ ვამბობდი ხვიჩა არაფერი ფეხბურთელია, ჯუღელი, ხელფასი, ცოლი, ახალგაზრდულ ნაკრებში უარის თქმა და ა.შ.ნეტავი ვის რას უმტკიცებთ??? ასეთი ჭირი ვინმე სხვა ნაციას სჭირს ვითომ? უყურეთ ფეხბურთს, უქომაგეთ ხვიჩას და მიიღეთ სიამოვნება ფეხბურთისგან თუ გაინტერესებთ ეს სპორტის სახეობა. თუ არ წაუვიდა თამაში ესეც ვთქვათ, მაგრამ არა ქილიკით და ნიშნის მოგებით . თუ მაგრად ითამაშა ყველას გაგვიხარდეს. არ შეიძლება ასე??

• თემური

ასე მგონია (ეგრე მინდა და ვითომ მაგიტომ?) იღბალი ამიერიდან ხვიჩას მხარეს იქნება! წარმატებები ხვიჩას!

• Charley

ვულოცავ ყველას და პირველ რიგში ხვიჩას. პირველ გოლშიც კვარამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა . დღეს შედარება არ არის კარგი იყოო ძველი კვარა დაბრუნდა. ეს გოლი მაგრად მოხოდავს ფსიქოლოგიურადაც. ერთს დავამატებ ერთერთ წინა პოსტშიც ავღნიშნე საფინალო დარტყმას კვარა უფრო მეტად პრაგმატულად უნდა მიუდგეს და უფრო მშვიდად და აუღელვებლად გაუშვას კარში და არა ესე და ძალაზე გათვლილი ამასაც გამოასწორებს ეჭვი არ მეპარება ამაში. უბრალოდ ადრე რაც ზურგი აქცია იღბალმა დღეს საფეხბურთო განგებამ დაუბრუნა ვალი ჩვენ ბიჭს და დარწმუნებული ვარ მომდევნო შეხვედრებში ხვიჩა ისევ გაიბრწყინებს. თან გუნდს დაუბრუნდა მარცხენა მცველი მარიო რუის სახით და ეს კიდევ დამატებითი ბენეფიტია უსარგებლო და დაბნეული ნათანის ფონზე. მსაჯებს კიდე მეტი სიმკაცრე მართებს ყასაბი მცველების მიმართ ვინც კი "ნაჯახი" მცველია სერია აში ყველა კვარას მიმართ "გადიან პრაქტიკას" ეს კი დაუშვებელია და პირდაპირ წითელი უნდა აუფრიალოს ესეთებს.

• ხვიჩა

ხვიჩას ვაჟკაცობა არ აკლია და ბევრი გოლის გატანა ვუსურვოთ.

ვკითხულობ კომენტარებს და ეჰ :( ზუსტად თქვენნაირებს დაეჭყანა ხვიჩა და მეც სიამოვნებით ვუერთდები

კალიარის და კრემონეზეს გაუტანა და გამოხტა სექტანტები

• Zviads

კარგ პასებს აკეთებს კვარა ძალიან, დალაგდება გუნდი და ყველა ძველებურად ათამაშდება. კიმის არყოფმა 4-5 ქულა მაინცაა, ეს კი ლიდერებში ყოფნას ნიშნავს, ყველაფერს კვარას ნუ დავაბრალებთ, მთელმა გუნდმა მოუკლო...

• რა მაფიაა?

რა შუაშია იჩქარა... რა გჭირთ ხალხო... გოლი როგორ აღნისნა საერთოდ არც შეგინიშნავთ. "დაეჯღანა" კრიტიკოსებს... რეალურად განიცდის ბიჭი კრიტიკას და ხშირად არალოგიკურს და ხანდახან დამამცირებელს. ემოციურია შეიძლება და ისედაც ამხელა წნეხის და სტრესის პირობებში კიდე ამდენ სისულელეს რო ისმენს საკუთარ თავზე... სპალეტიმ ძალიან დიდი გავლენა იქონია მასზე, ისევე როგორც თავის დროზე სლუცკიმ დასაწყისში... აცადეთ და თუ კრიტიკა გინდათ, ზრდილობის ფარგლებში რეალური რჩევა მივცეთ... წადი ბიძია ქობულეთის შუქურაშიო კიარა, დარტყმებზე ბევრი ივარჯიშეთქო, რონალდო რატომაც იყო შენი კუმირი ის გაიხსენეთქო და ამ კრიტიკას საერთოდ ნუ უსმენთქო...

• სიმართლე

აი ბაზაზე რომ ცხოვრობდა და თავის თავზე მუშაობდა, მაშინ იყო მაგარი. ეხლა სიტუაცია შეეცვალა და ,,,,,,,,,,,,,

• საბურთალო

აი ამიტომ ღირს ოსიმენი ყველაზე ძვირი. აბსოლუტურად ყველა თამაშში იმენნა ბრძოლობს. ბევრი თამაშის ბედი გადაუწყვეტია კარგ გუნდებთან, ხვიჩას კიდევ ვაჟკაცობას ვუსურვებ.........

• გიორგი 11

ყველამ მაღალი შეფასება მისცა მხოლოდ ზოგიერთ ვაიპროფესორს არ მოეწონა. წარმატებები ხვიჩა, დიდი სიამოვნებით გიყურებ!

• გიგა

ჭინჭყლი და ჟილკა ბავშვები რომ კოტრიალობენ ტყუილად ისე იქცევა. რაღაცა სტრესული აქვს და ეს ყველაფერზე აისახება. ისე კარგია რომ არ ასცდა კარს, ვულოცავ და სულ წინ ევლოს

• ანაგელი

იცით ნაპოლი რო ვერ იგებდა და ხვიჩა გოლს ვერ იტანდა ერთმა ალალმა ქართველმა გულშემატკივარმა დაწერა მე აქ პრობლემები არ მეყოფა ეხლა ნაპოლის პრობლემები რო არ ვზიდოო, ალალად თქვა, ტკიოდა. შენ გენაცვალე ალალო კაცო, მართალი ხარ, მაგრამ ვიცი მაინც უყურებ , და იცი რატო, ხვიჩა იტანს და თითქოს ყველა ოცნება გვისრულდება. წინ ხვიჩა ჩვენ შენთანა ვართ❤️

• გიო

აბსოლუტურად სხვა ფეხბურთელია. ძლივს დარბის. კარგია რომ შეაგდო და არ ასცდა. აშკარად პირადი პრობლემა აქვს ისეა გაღიზიანებული, ალბათ იჩქარა

• ირაკლი

ოსიმხენმა სასწაული ასისტი შეასრულა

• dato

ვეღარ ქაჩავს აშკარად. კარგია რომ გოლი გავიდა და არ ააცილა, წარმატებები ყოველთვის და საკუთარ თავზე მუშაობა

• L.J .

Xvicha datymis shemdeg zels ro gakra ra saxit uyurebda :))))viktoras sagol ra daamushava mcvelebi magram mgobi isev kunti gaechima...

• ზურა

კაია რომ ცარიელ კარში არ ააცილა. ძალიან მძიმედ დარბის და ბევრს კარგავს, რაღაც ხდება და არ ვიცით, ტყუილად გორაობასაც რომ შეეშვას კარგი იქნება, უკვე დასცინიან მცველები

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა

იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა

დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის

ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს

უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა

[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა

[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა

საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს

დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?

სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა

ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა

სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა

კვარაცხელიას მსგავსი ტრანსფერი ზამთარში? - რას გეგმავენ პსჟ-ში შეტევის ხაზში

100 საუკეთესოში მე-14 ადგილზე - ხვიჩა The Guardian-ის რჩეულებს შორის მოხვდა

კვერნაძის "ფროზინონე" თასზე "კალიარისთან" დამარცხდა

"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა

"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა

ნაახალწლევს პსჟ-ს და "კვარას" მარათონი იწყება - იხილეთ კალენდარი

[VIDEO] ნერესმა "ნაპოლის" იტალიის სუპერთასი მოაგებინა

დე ლაურენტისი: კონტეში ეჭვი გეპარებოდათ?

"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია

კონტეს პირადი მოთხოვნით - "ნაპოლის" "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სურს

გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "უდინეზე" "კალიარის" დაუზავდა

გიორგი კვერნაძე სერია A-ს უახლოვდება - ქართველის დამატებას ორი გუნდი ცდილობს

[VIDEO] როცა ქალაქის მერი "იუვენტუსის" ფანია - რა გაუკეთა მან ნეაპოლელებს "კალიარისთან" საჩემპიონო მატჩის დროს

დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს

ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია

პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული

რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს