გელზენკირხენული კლუბის თავდამსხმელი კლაას-იან ჰუნტელაარი ახალი სეზონის დაწყებას მოუთმენლად ელოდება
გერმანიის თასის პირველი რაუნდის მატჩის შემდეგ, რომელშიც "შალკემ" "ტენინგენი" 11:1 გაანადგურა, გელზენკირხენული კლუბის თავდამსხმელი კლაას-იან ჰუნტელაარი უბედნიერესი ადამიანი იყო.

ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან 27 წლის ჰოლანდიელმა ფორვარდმა ხსენებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

"სიმართლე გითხრათ, აღარც კი მახსოვს, პოკერი ბოლოს როდის შევასრულე. ცხადია, ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ვაღიარებ, რომ უფრო მეტის გატანა მინდოდა. გერმანიის თასზე ერთ შეხვედრაში გატანილი გოლებით რეკორდი კარსტენ იანკერს ეკუთვნის, რომელმაც 2004 წელს "კაიზერსლაუტერნის" ფორმით ერთ შეხვედრაში ექვსი გოლი შეაგდო. მისი რეკორდის დამხობა მინდოდა," - აცხადებს ჰუნტელაარი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

მართალია, იანკერის რეკორდი ვერ დაამხო, მაგრამ ჰოლანდიელს ახლა უკვე ახალი მიზანი აქვს: "10 გოლზე მეტის გატანა მინდა და ვფიქრობ, ეს რეალურია," - ამბობს ჰუნტელაარი, რომელმაც გასულ სეზონში ბუნდესლიგაში მხოლოდ 8 გოლი შეაგდო. 10-ზე მეტი გოლის გატანა ჰოლანდიელისთვის მართლაც რეალურია. მთავარია, არ დაშავდეს, სხვამხრივ კი, ყველაფერი კარგადაა - "შალკეს" მთავარი მწვრთნელი რალფ რანგნიკი ჰუნტელაარს ენდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს