ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 151:127 დაამარცხა.

კალიფორნიელთა შემადგენლობიდან ვარსკვლავებმა მორიგი მაგარი მატჩი ჩაატარეს.

ჯეიმს ჰარდენმა გუნდს 35 ქულა, 3 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა. ჰარდენმა ბოლო მეოთხედში მოედანზე 6 წუთი დაჰყო, რა დროშიც 21 ქულა (6/7 სამქულიანი) ჩააგდო.

კავაი ლეონარდმა 28 ქულა დააგროვა, პოლ ჯორჯმა კი - 27.

ორმაგი დუბლი შეასრულა ივიცა ზუბაცმა, ხორვატმა აქტივში 18 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა. სათადარიგო სკამიდან ნორმან პაუელი და რასელ უესტბრუქი ისევ შედეგიანად ჩაერთნენ, ორივე კალათბურთელმა ჯამში 29 ქულა ჩააგდო (19 - პაუელმა, რასელმა - 10).

"პეისერსის" მხრიდან ბენედიქტ მატურინმა 34 ქულა, 6 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ტაირის ჰალიბარტონს, მიუხედავად 8 ქულისა და 11 ასისტისა, კარგი მატჩი არ გამოუვიდა.

ამრიგად, "კლიპერსი" წარმატებულ სვლას განაგრძობს, დალასში ზედიზედ 8 მოგებიანი სერიით ჩავა და ადგილობრივ გუნდს, ლუკა დონჩიჩის ლიდერობით, 21 დეკემბერს დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის ორივე გუნდს 16 მოგება და 10 მარცხი აქვს, რითაც მე-5 და მე-6 ადგილს ინაწილებენ.

რაც შეეხება "პეისერსს", მიჯრით 4 მარცხის შემდეგ 13 გამარჯვებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთში მე-8 პოზიცამდე დაქვეითდა, მომდევნო შეხვედრას კი იმავე 21 დეკემბერს "შარლოტ ჰორნეტსთან" ჩაატარებს.

ზაზა
ჰარდენმა ინდიანას ბავშვებს იცი რა უთხრა? მოვიდა გუდიანიოოოო, თან ახალი წელი ახლოვდებაო და ამერიკაში გრინჩი ძალიან პოპულარულია. სასწაულად ათამაშდნენ და იმედია დადებენ ბეჭედსაც
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა