"ნაპოლი" იტალიის თასის მერვედფინალში საკუთარ მოედანზე "ფროზინონესთან" სენსაციურად, 0:4 დამარცხდა. ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება ხოლმე - მასპინძლებმა ორჯერ ძელს გაარტყეს ბურთი, გოლი არ ჩაუთვალეს, შემადგენლობის როტაციამაც იმოქმედა, სტუმრებმა კი შანსები სრულად გამოიყენეს. ოთხბურთიანი სხვაობით მარცხი თასზე ბოლოს ნეაპოლურმა გუნდმა 65 წლის წინ "ლაციოსთან" განიცადა. "ფროზინონეს" გულშემატკივრები გამარჯვებამ, რა თქმა უნდა, ძალიან გაახარა. ისინი გუნდს ზარ-ზეიმით დახვდნენ, ხოლო "ნაპოლიში" განსხვავებული განწყობაა.

მარცხით შეშფოთებული კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დღეს კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე მივიდა და სპორტულ დირექტორ მაურო მელუზოს და მწვრთნელ ვალტერ მაცარის შეხვდა. ჟურნალისტი ჯოვანი სკოტო იტყობინება, რომ საუბარი გუნდის წარუმატებელ ასპარეზობას შეეხო და დე ლაურენტისმა მაცარისგან ჩემპიონატზე თუნდაც მეოთხე ადგილზე გასვლის გარანტია მოითხოვა.

თავის მხრივ, მაცარიმ მას იანვარში შემადგენლობის გაძლიერება სთხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო და შეიძლება გუნდი სამმცველიანი ტაქტიკით ათამაშოს. დილით ანგისამ და ზელინსკიმ საერთო ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს, ოლივეირა სატრენაჟორო დარბაზში მუშაობდა, ხოლო ელმასი თერაპიის კურსს გადის.

"ნაპოლის" 23 დეკემბერს, სერია A-ს მე-17 ტურში, "რომასთან" მძიმე გასვლა ელის და დაძაბულობა სულ უფრო და უფრო მატულობს.

L.J .
Gio Mazzaria ubralod dzveli potoa
სოსო
თუ კი იცი და დარწმუნებული ხარ,მაშინ სათოფეზე არ უნდა გაეკარო ფეხბურთს,არც ტელევიზორში უყურო და არც აქ შემოდიოდე.არასოდეს ვთამაშობ ტოტალიზატორში და ამიტომ,ფეხბურთის ყურებით,სიამოვნებას ვიღებ.ფეხბურთში,თვითონ ფეხბურთი მიყვარს და იმიტომ.თუნდაც გაყიდული იყოს თამაში,იქ ყოველთვის ვიღაცა,რაღაცას,თვალისათვის სასიამოვნო სანახავს გააკეთებს და სწორედ იქიდან ვიღებ სიამოვნებას.სანამ მესი ჰყავდათ,ბარსელონას გულშემატკივარი ვიყავი,მაგრამ ამის გამო,რეალის ბრწყინვალე ფეხბურთელები არ მომწონებოდა?!ეს ხომ სისულელეა.გვერდზე გადადეთ,მერკანტილური ინტერესები და ნამდვილი ფეხბურთის გემოს,უკეთესად გაიგებთ.
zura222
ფულის ხარჯვა რომ არ უნდა და გამარჯვებულად ყოფნა თუ უნდოდა უნდა გაეყიდა ნაპოლი ამერიკელები მილიარს რომ აძლევდნენ ! უბრალოდ პატივმოყვარე დებილია და ეგონა კვარა და ოსიმენი კიდევ გაათრევდნენ ნაპოლის ჩემპიონად კიმის გარეშე და დებილი და იაფფასიანი მწვრთნელებით
gio58
მიშაევიჩ, ფოტოზე მაცარი არ არის და დაუბრუნდი ისევ პრესა.გე-ს.
Data
რატომ გიკვირთ ტოტალიზატორს რომ ვახსენებთ, თამაშები რომ იყიდება რომელმა არ იცით მითუმეტეს იტალიაში, რომელმა არ იცით საქართველოში თამაშების უმეტესობა რომ იყიდება ან რამდენი კაცი და ფეხბურთელია დაჭერილი ამის გამო, რომელმა არ იცით, საინტერესო ის არის როდემდე უნდა იყაროთ თვალებში ნაცარი...როდემდე, თუ დღეს გაიგეთ მაფიოზების ხელში რომაა ფეხბურთი მითუმეტეს საქართველოში...ხოდა სანამ ნაცარს იყრით თვალებში (ადრე ისენი გვაყრიდნენ ახლა ჩვენ თვითონ ვიყრით) ნუღარ გაქვთ პრეტენზია ნაკრების და ქართული ფეხბურთის წარმატებაზე...
გივი
ჟორიკ, ხვიჩას ართმეული ბურთი სად უნდა გენახა, თვალები კეფაზე გაქვს. )))) და მიკირტუმ დე გასპარიჩს იმდენი ტვინი უნდა ჰქონოდა, რომ დაცვის მთავარი წევრი ერთ სეზონში არ გაეყიდა. ბიზნესი ხომ მოგებას ითხოვს, ამდენი კი უნდა ესმოდეს თუნდაც ვაჭარ კინორეჟისორს. ) მაგრამ ყარაულის თოფივით ერთი გაგივარდა: კვარაცხელია-ოსიმენის დუოს დაცვაში სარბენად არ უნდა ჰქონდეს საქმე.
Walter White
სურათზე მაცარი ისე შეჰყურებს კლუბის პრეზიდენტს,როგრც ჩვენი საამაყო "ჩარტეროვიჩი" ბატონ ბიძინას. ნეტა ყური ხომ არ აუწია?
გოგა
მოკლედ ხვიჩამ, რაც შეიძლება მალე უნდა მოხიოს აქედან:) ან სენცასიასაც რს ეძახიან სერია ას წარმომადგენელმა გუნდმა გაგდო თასიდან, თავიდანვე უნდა ეთამაშათ კვარა და ოსიმენს, სად აქვს ნაპოლს მაგის ფუფუნება, რო შემადგენლობა გადახალისოს, სერია ას შუაში მყოფ გუნდთან
Ghotic Mood
რა იდეინ "სიბრძნეებს" არ წააწყდები სოციალურ ქსელში. ---> ჩემი აზრით დე ლაურენტისი სწორად იქცევა როცა ფულს არ ხარჯავს. ნაპოლისთვის, როგორც პროექტისთვის. რაც არ უნდა შუაზე გაიხეს ნაპოლი, იტალიაში ფანობით, პოპულარობით, შედეგებით, ქვეყნის გარეთ ინტერესით და ა.შ. იმ სამ გუნდს და პლიუს რომა-ლაციოს ვერ აჯობებს. ანუ, ლავრენტამ დღეს რო ჩადოს 80-100 მილიონი და ვერ გაამართლოს შეიძლება გაკოტრდნენ და პარმაზე და ლაციოზე უარესი დაემართოთ ისე კი გაკოტრდა ნაპოლი 2000-ბის დასაწყისში. მე შენ გეტყვი და იტალიაში ტრანსილაციებითაა დიდი მოგება და ინვესტორები აწყდებიან, სწორია ის კაცი რო არ ხარჯავს. საჩემპიონო ტემპს ვერ დაიჭერს და 10 წლის მერე ნაპოლი სერია Cში რო არ იყოს და საფლავს არ აგინებდნენ ლაურენტისის საგვარეულოს, იმიტომაც ჟმოტავს. თუ გაუვარდა კიდე ერთი თუ არადა მეტის პრეტენზია არცააქ ამ ეტაპზე ერთი ათი წელი ეყოფა კიდე შარშანდელი ტრიუმფის ინერცია გასაპრავებლად. აჰა კიდე ერთი დილეტანტური აზრით ჩემგან გაისროლა ფიორემ წლების წინ ფულები და რა არ გაამართლა და კინაღამ გაბანკროტდა კლუბი. არადა არც ფლორენციაა ნაპოლიზე ღარიბი და უფანო ქალაქი მარა იტალიაა რა ფული არააქვთ საკმარისი მფლობელებს (იუვე-ინტერის გარდა ესენიც სერია აში ბობოლობენ) ინგლისის ტოპებს რეალი ბარსა პსჟ ბაიერნს ეჭიდაონ ფინანსებით და მიტომ აგებენ ფინალს ფინალზე ევროტურნირებზე იქამდეც რა წვალებ ჯახირებით და "ავტობუსებით" აღწევენ კი გეცოდინებათ კარგათ.
ზუზუ
არა მგონია მაგისთვის ყოფილიყო შეხვედრა.აბა მე რამდენი მერგება და შენ რამდენი დაგრჩებაო.ესაა ზუსტი ანალიზი
ჟორა გაბრიჭიძე
როგორ ვერ ხვდება მაზარი, იმას, რომ ხვიჩა და ოსიმენი უკან არ უნდა იხევდონ და ცენტრალურ ხაზთან უნდა ტრიალებდონ. მითხარით, რომელი გუნდი გაბედავს, რომ მათ სამი მცველი არ დაუტოვონ საყარაულოდ? ეს სამი მცველი ხომ მოაკლდება მოწინააღმდეგის შემტევთა რიცხვს? ახლა რა გამოდის მოწინააღმდეგე 10 კაცით უტევს და ყველა მოგერიებულ ბურთს ისინი ეუფლებიან. გამოვტყდეთ და ვთქვათ, რომ ხვიჩა, როგორც მცველი ნოლია. მაგის ართმეული ბურთი მე არ მინახავს და ტყუილად იღლება წინ და უკან სირბილში, მერე კი წინაც ვეღარაფერს აკეთებს. ანუ ნაპოლის წარუმატებლობა მწვრთნელემის სინდისზე უფროა, ვიდრე ფეხბურთელების. მერე ლავრენტიზე რომ ამბობთ წუწურაქიაო, ეს კაცი მძიმე ინდუსტრიის მაგნატი კი არაა და ბანკების ქსელი კი არ აქვს, კინორეჟისორია და იქ იშოვა ფული და არც ტონობით უშოვია. ანუ ის არაა აბრამოვიჩი და არაბი შეიხი.
იპოლიტე
ეუჰჰ
kako
სად ნაპოლი სად ფეხბურთი სად რუსეთი.ვიღაცის კომპიუტერმა აურია.
ადამიანი
აფსუს ავლიპ?!

მენჯებიდან არ ამოვარდე
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
წინ ხვიჩა! ფორცა ნაპოლი! დიდება საქართველოს! მიყვარხართ, ქართველებო! ძირს რუსეთის უდამპლესი იმპერია!
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
[VIDEO] კვერნაძე იტალიაში არადა არ გადის მოედნიდან უგოლოდ - "ფროზინონემ" ფაბრეგასის "კომო" დაამარცხა
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
Alla Kvara - დამანგრეველი კვერნაძე ნეაპოლში მიდის
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"კვერნაძე ჩემს ხანდაზმულ დედასაც მოსწონს" - განაცხადა "ფროზინონეს" მწვრთნელმა
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა