სერია A-ს მე-17 ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „რომასთან“ 0:2 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, დებიუტში ორივე გუნდი ფრთხილობდა, პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ბოვეს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. შემდეგ ბელოტი რაჰმანის გაექცა, პასი ბოვეს გაუკეთა და მას ორიოდ მეტრიდან მეკარე მერეტმა არ გაატანინა. რომაელები მეტოქეს თავისუფალ ზონებს არ უტოვებდნენ და კვარაცხელიას და ოსიმენს ხიფათის შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. ხვიჩა დაცვასაც ეხმარებოდა და მასთან ბურთზე ბრძოლაში უხეშობისთვის კრისტენსენმა ყვითელი ბარათი მიიღო. მერე ხვიჩას წაქცევისთვის მსაჯმა მცველი არ გააფრთხილა, საჯარიმოში პარედესმა ოსიმენს ხელი სახეში მოარტყა, ცოტა ხანში კრისტანტემ ყვითელი ბარათი ქართველთან უხეშობისათვის მიიღო და „კვარასა“ და მოურინიოს შორის დიალოგიც გაიმართა, პირველი ტაიმი კი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი სტუმრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს, ზილენსკის და კვარაცხელიას დარტყმულ ბურთებს მეკარე რუი პატრისიუ დაეუფლა. სრულიად უწყინარ სიტუაციაში ტრავმა ლობოტკამ მიიღო, რომელიც კაიუსტემ შეცვალა. მერე პოლიტანომ ჟალევსკის უხეშობაზე გადაჭარბებული უხეშობით უპასუხა, გააძევეს და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილი „ნაპოლის“ კარი შეცვლაზე შესულმა პელეგრინიმ დალაშქრა. ცოტა ხანში პირისპირ გასულ ლუკაკუს გატანა მერეტმა არ დაანება, არბიტრმა ოსიმენსაც წითელი ბარათი უჩვენა, ხვიჩა შეცვალეს, ბოლოს ლუკაკუმაც გაიტანა და დედაქალაქელებმა გაიმარჯვეს.

რომი. „ოლიმპიკო“

რომა - ნაპოლი 2:0

გოლები: 1:0 პელეგრინი (76), 2:0 ლუკაკუ (90+6)

გაძევება: პოლიტანო (65), ოსიმენი (86)

თემური
კარგია ის რაც ამ სეზონში ხვიჩას ირგვლივ ხდება (არაპოზიტიური დროზევე უნდა გაანალიზოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს)! ნუ გეშინიათ ვინც ხვიჩაზე ნერვიულობთ, წინა სეზონში უდიდესი წარმატების შემდეგ ბევრი რამ მოხდა (პიროვნულად, პროფესიონალურად...) ხვიჩას ირგვლივ, რაც მისთვის მომავალში მნიშვნელოვანი იქნება! ბევრ ცნობილ ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან (თუნდაც იმ "პიჟონ" მოურინიოსთან) შეხვედრა/ურთიერთობა ნელ-ნელა სიძლიერეს შემატებს ხვიჩას. ერთს გისურვებდი ხვიჩა: იარე შენი გზით!
გიორგი
ვინმემ უთხარით შოთას, რომ ვისაც ბავშვობაში ფეხბურთი არ უთამაშია, აქ არ უნდა პოსტავდეს.
ემიგრანტი
დრიბლინგის დროს კვარას ჯოკერი სისწრაფე იყო, ეხლა 2 მცველით მეურვეობენ ყოველთვის ამიტომ ორჯერ სწრაფი უნდა გახდეს სხვანაირად უკან პასები მოუწევს სულ. ორჯერ სწრაფად გახდომას ორჯერ მეტი მუშაობა უნდა, მან კი როგორც ჩანს მოუკლო, სირბილითაც არასწორად დარბის და ეგეც უკარგავს სისწრაფეს. გუნდი რომ არეულია და ა.შ გასაგებია მაგრამ ერთ დრიბლინგს უნდა აკეთებდეს თამაშში ასეთი დონის ფეხბურთელი. საშინლად ბევრი სამუშაო აქვს წინ პლუს ფსიქოლოგი, პირადი ტრენერი სჭირდება, დრო უნდა დაუთმოს ამ ყველაფერს სხვანაირად დარჩება ასე და რამდენიც გნებავთ აქეთ ან აკრიტიკეთ.
ემიგრანტი
ანუ თქვენ ამბობთ რომ ფეხბურთელის კრიტიკა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და სირცხვილია? კრიტიკა ნიშნავს რაღაცის გამოსწორებისკენ ბიძგს, მუდმივი ქება და ფანატიზმი მუდივად ერექციის მდგომარეობაში ყოფნაა მედი არაფერი.
ზურა
ხვიჩას, ნამდვილი გულშემატკივრები გავერთიანდეთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს უნიჭიერეს კარგ ფეხბურთელს! ურა პატრიოტები, ბოღმისტები და ჩასაფრებულები არ გამომეხმაუროთ!
შოკირებული გულშემატკივარი
ეს რა ხდება ოსის ხელფასის გაზრდით სულ დაანგრევენ გუნდს და მერე ოსის ძვირად გაყიდიან და კვარას იმედი ეტყობა ნაკლებად აქვთ და იმიტო არ უმატებენ ხელფასს თორე კვარას ოსის ნახევარი რომ გადაუხადონ დარწმუნებული ვარ ძველებურად იფრენს და თვითფრინავების დამატებითი რეისები ისევ დაინიშნება საქართველოდან იტალიისკენ და შესაძლოა მატარებლების დამატებაც გახდეს საჭირო და ვინც კვარას აკრიტიკებთ გაიხსენეთ რამდენი სიხარული მოუნიჭებია და მალე ისევ ძველებურად რომ ათამაშდება შეგრცხვებათ
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
კიდევ ერთხელ დავწერ,ქართველს აკლია ეროვნული თვითშეგნება! გაქრით აქიდან, ვისაც გშურთ და გძაგთ!ან რანაირად შეგიძლიააათ ბიჭოოო?!!! რა ჭირი გვჭირდება ამ ერს ასეთი?!! კვარას გულში ჩავეხუტე და დიდი წარმატებები! მთელი საქართველო შენთან ვართ,ნებისმიერ სიტუაციაში!
ზურიკო
ძალიან მწყდება გული ხვიჩაზე…იმედია გამოსწორდება ყველაფერი და სიმშვიდეს იპოვის…როგორც წესი ოჯახის შექმნის შემდეგ მშვიდდებიან და აქ პირიქით მოხდა ((
სამართალი
მოურინიო მაგარი უზრდელი და თავხედია, ხვიჩა კი სამარცხვინოდ მოიქცა, თავმოყვარე ბავშვიც კი არ მოითმენდა. მძიმე საყურებელი იყო.

ცოფიანი სექტანტების ნაკლებობაა აშკარად, სად არიან? იმას ვერ დავიჯერებ, რომ თვითონაც არ მოეწონათ კვარას თამაში და მაგიტომ დუმან..
სოსო
მსაჯმა ორ-სამჯერ,რომაელები დაზოგა წითელ ბარათზე,მერე კი მიხვდა,რომ ამით უარეს შედეგს იღებდა და ამაზე უკვე ნეაპოლელები წამოეგნენ.უკვე ცხადია,რომ ნაპოლის ნგრევის პროცესი ღრმავდება.გუნდში ქიმია დაიკარგა და კვარა ოსიმენის ურთიერთგაგებაც დაიკარგა.რამდენჯერმე მოხდა,როცა ოსი სხვა მხარეს გაიქცა,ხვიჩამ კი,სხავაგან მისცა პასი.შეცვლებით,მოურინიომ გაფრთხილებული ფეხბურთელები გაიყვანა და სხვა,არანაკლებ ძლიერები გამოიყვანა,რომლებსაც ყვითელი ბარათის მიღებისაც არ ეშინოდათ.ნეაპოლელებს,ასეთი რეზერვი არ ჰყავთ და ამან მოუტანა შედეგი,რომაელებს.ამ თამაშმა,კიდევ ერთხელ დამარწმუნა,რომ ფეხბურთის წინაშე დანაშაულია თამაშში 5 ცვლილების და ხუთ,ან ექვს გაფრთხილებაზე მატჩის გამოტოვება.მოურინიოს ტაქტიკა,სწორედ ამაზე იყო აგებული.ჯერ ერთი გჩეხავს,დაგდევს,იღლება,მერე მას მეორე სცვლის,ახლა ის გჩეხავს და გებრძვის.ასე მთელი მატჩი.გაფრთხილება მიღებულ ფეხბურთელს,კიდევ ხუთ თამაშში შეუძლია ასე ამტვრიოს მეტოქე და გამოდის,რომ ფეხბურთში,ფეხბურთის ადგილი აღარ რჩება.ხვიჩა მსახიობობს?კიდევ ერთი მომენტი იყო,როცა ერთმა სახეში მიარტყა,წაქცეულს კი,მეორემ გადაუარა და ფეხიც დაადგა.მსუბუქად,არ გაუმეტებია,მაგრამ დაადგა და მსაჯმა ეს ყველაფერი გაატარა.ხვიჩას ყოველი წარმატებული კონტაქტი ბურთთან,მეტოქის უხეშობით მთავრდებოდა და ორი გაფრთხილება,სულაც არ ჩანდა,მსაჯის მიერ ,ფეხბურთელის დაცვად.იგივე ხდებოდა,სხვა ტექნიკური ფეხბურთელების მიმართაც და მსაჯს დროულად რომ ამოეღო წითელი ბარათი,ალბათ უფრო დაწყნარდებოდა ვნებები.ძალიან ძნელია,როცა ხედავ გირტყამენ და მსაჯი არ გიცავს.პოლიტანოც და ოსიმენიც თავდამსხმელები არიან და ნიშანდობლივია,რომ სწორედ მათ მიიღეს წითელი ბარათები.ამდენ უხეშობას ვერ გაუძლეს და აფეთქდნენ.საერთოდაც,თამაშში 13 ყვითელ და 2 წითელ ბარათს რომ გამოიყენებ,ესე იგი,თამაში ვერ დაიჭირე.მსაჯმა ეს თამაში,პირწმინდად ჩააგდო. 5 შეცვლის უფლებამ,თამაშის ტემპი გაზარდა,მაგრამ უხეშობას მეტი გასაქანი მისცა და არც ტექნიკური ფეხბურთელების გამრავლებას უწყობს ხელს,ისევე როგორც გაფრთხილებების გაზრდილი ლიმიტი,ხელ ფეხს უხსნის,უხეშ ფეხბურთელებს.მოურინიომ,წუხანდელი თამაში,სწორედ ამაზე ააგო.ფეხბურთი,კორიდას ემსგავსება და ალბათ ამიტომაცაა,არნახული ტრავმების ეპიდემიის მოწმეები რომ ვხდებით.ზოგს შესაძლოა მოსწონს,ასეთი ფეხბურთი,აქაც მრავალი ამჟღავნებს,ტექნიკური ფეხბურთელების სიძულვილს,მაგრამ ეს საჩემო არ არის. გუშინ გამოცხადდა,რომ ოსიმენს,10 მილიონი გაუხადეს ხელფასი.ეგეც კიდევ ერთი დარტყმაა,ნაპოლის დანგრევისაკენ მიმართული,თუმცა ამას დე ლაურენტისი ვერ ხვდებოდეს,არა მგონია.რაღაც სხვა განზრახვა უნდა ჰქონდეს,თუმცა რა,ეს უკვე აღარ მესმის.ვფიქრობ, გუნდის შიდა ატმოსფერო,უკვე საბოლოოდ გაფუჭებულია და კლუბი ვარდნას გააგრძელებს.მაძარი(მაცარი),ამის შემჩერებელი არ ჩანს.
გია_544
გუშინ ხვიჩა "რუბინში" დაბრუნდა...
დავითი
გამოჩდნენ "ორდღიანი გენიოსები" (ორი დღის წინ რო დაიწყეს ფეხბურთის ყურება,მანამდე ჯამში ერთი ტაიმი რო ქონდათ ნანახი....აბა ტაში ბიჭებო!!არ ქონდა კარგი თამაში ფაქტია,მაგრამ ხო შეიძლება კაცს გვერდზე დაუდგე ასეთ დროს,ან როგორც საჭიროა ისე გააკრიტიკო?!!!რა უბედურება ეს შურიანი და ღვარძლიანი კომენტარები?!!რა გჭირთ ხალხო,ან თუ ნერვები არ გყოფნით დაუბრუნდით ჭადრაკს და ტანვარჯიშს!!კაროჩე რაა!!!კვარა მიაწექი!
შოთა
ვინმემ უთხარით ამ ბიჭს რომ უკან პასებს თავი დაანებოს და ბურთს რო მიიღებს წინ გაიქცეს ხოლმე, წინ. რატო დაიწყო ანტიფეხბურთის თამაში?
ფეოლა
ჯერ ერთი, მოურინიო, შენ რომ კვარას ღირსებაზე დაელაპარაკები მიწა როგორ არ გაგისკდეს უნდა ფეხქვეშ შე "აძირალა, არ გაგვახსენებინო რას ჩადიოდი რეალში... მეორე, ხვიჩას რა ვუთხარი, შენი ცნობადობოდან გამომდინარე შე 'ვერო, თავი თუ დაგიხარა და არაფერი შემოგაბება შე ბასტა, ბასტა... და მესამე, ხვიჩა, არც მე მომწონს რაღაცეები, მაგრამ მგონია, რომ იპოვნი მალე ისევ შენს თავს და მართლა ღირსეულად დაიმკვიდრებ თავს საფეხბურთო სამყაროში ! ჟუღელს კი გავარ**ი !!! მოძებნე ნორმალური აგენტი !
გია
ძალიან რთულია როდესაც ფეხებში გირტყამენ,ვეღარ თამაშობ.ფსიქოლოგიურად იშლები.ასეა კვარაც,ძირს რომ გირაობს ურტყამენ და მსაჯები არ რეაგირებენ.ტექნიკური ფეხბურთელისტვის ძალიან რთულია ასე თამაში . მე მგონია რომ კვარამ ფიზიკურად გაძლიერებაზე უნდა იფიქროს და ივარჯიშოს,სხვა მხრივ რაც გუნდია მეტს ვერ მოსთხოვ,პასები უნდა მიიღოს მისი მოვალეობა სხვა რამეა და არა ბურთის მოპოვება თუმცა ამასაც ახერხებს ხანდახან,მაგრამ დაცვაში თამაშით უკვე ვეღარ უძლებს ფიზიკურად უჭირს,დარწმუნებული ვარ ათი კარგი პასიდან ხუთ საგოლე მომენტს მაინც შექმნის,ამ თამაშში ერთი ხეირიანი პასუხი ვერ მისცეს.თვითონ ცდილობს გაიხსნას და დარბის ტყუილად,პასების არ ან ვერ აძლევენ,ამ სირბილით მერე იღლება და ასეა,აღარ გამოსდის თამაში.დააკვირდით ბევრს მოძრაობს უბურთოდ,იხსნება მაგრამ პასს ვერ იღებს.მაგას უნდა დი ლორენცოსნაირი ჭკვიანი მოთამაშე უკან და ვეღარ გააჩერებენ,ასე მგონია მე.მომავალი აქვს ჭკვიანია,კარგი მწვრთნელიც უნდა
dato
თავად მოგწონს შენი თამაში და საქციელი, ისე არ მოწონს სხვასაც
ირაკლი
ათ ბალიან სისტემაში, უმაღლესი შეფასება ჩემგან რეფერის… ყველაფერს გაუძლო და ძალიან მაგრად გაუძღვა ურთულეს მატჩს
ნიკა
შენ თავს მიხედე, არ გრცხვენია ამ სისულელების წერა?
აკო
…-ს! ეს კაცი ყოველთვის ადეკვატურ კომენტარებს დებს, მეც შევამჩნიე. რაც შეეხება შენს და ჩემს ნერვიულობას, ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ გაგვაღიზიანონ. მგონი მათ დღევანდელი თამაში არც უნახიათ. კომენტარი კი დილით ჰქონდათ გამზადებული, ღამე დასადებად.
gaga
ვიღაცა შინაურმა მაინც ურჩიოს, სამარცხვინოა ყველა თამაშზე ხოხვით სიარული, ყველას ეუხეშებიან ფეხბურთში , მაგრამ ჯერ ღირსება და მოქცევაა და მერე თამაში. ზოგადად გეტყობა აღარ ვარჯიშობ და ის ბავშვური ჟინიც დაკარგე სისწრაფესთან ერთად რაც გქონდა. ვეიძლება ვეღარ ითამაშო მაგრამ კაცი ღირსებით ფასობს თუ საჭიროა ტკივილიც უხმოდ უნდა აიტანო, რომ გადაახვიო ყველა შენი ხოხვა და უყურო ნახავ რა ამაზრზენია
გიო
ძალიან სუსტი მწვრთნელია მაცარი პოლიტანო რა გააძევეს ეგრევე შეცვლები უნდა გაეკეთებინა
ariko
ცუდად ჩანს ეს სიაბანდობები თამაშის ცალკე დედა ვატირე, მაგრამ ჭინჭყლობა და ძირს გორაობა, უკვე დასაცინი გახდა სხვების მხრიდან. ის დურაკი რომ გიკიოდა მაგ დროს უფრო კი არ უნდა გაინაზო...........................................................

თქვენს კომენტარს ამდენი მოწონება რომ აქვს მართლა სამარცხვინოა!
გიგი
ეტყობა სახლიდან საერთოდ აღარ გადის და აღარც ვარჯიშობს
ზურა
ვარჯიშებზეც აღარ დადის ეტყობა ეს კაცი. ძირს კოტრიალი კი უკვე ძალიან სამარცხვინოა. დაოჯახებული კი ხარ შე კაი კაცო და თუ აღარ ვარჯიშობ და თამაშობ, იმ ქლიავს ვერ გაეცი პასუხი ?????????????????????????????
კოტე
gia-ს! შენ უნდა გრცხვენოდეს ამ კომენტარის გამო. ბავშვობაში ეზოში მაინც არ გითამაშია ფეხბურთი?
ფეხბურთი
როგორც ყოველთვის …
KOSTAKURTA
კაი რა ხვიჩა.ამოვიდა ყელში შენი მოედანზე სიმულაციები და უადგილო კოტრიალი.იმის მაგივრად რომ იბრძოლო და თანაგუნდელები აიყოლიო, იაფფასიან ტრიუკებს ასრულებ.სწორადაც გიყვირა მოურინიომ-ბასტა!ბასტა! მორჩიო რა!არაფერი ღირებული გუნდისთვის ვერ შექმენი.ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში არ შედიხარ,ერთი შენი მეტოქისთვის ართმეული ბურთიც კი არ იყო შენს ანგარიშზე.პირველი გოლიც შენს დაკარგულ ბურთზე მიიღო ნაპოლიმ, როდესაც მეტოქე სრულიად უპასუხისმგებლოდ,ბრძოლის გარეშე ჩამოაცილე საკუთარ შაჯარიმომდე! შეხედე ოსიმენს, როგორ კბილებით იბრძვის ყოველი ბურთისათვის და იგებს ორთაბრძოლებს. ასე თუ გააგრძელებ ადიოს ამიგო.ფასი და ავტორიტეტი კიდევ უფრო დაგივარდება და ყაზანის რუბინი მოგენატრება.

აჰა ბატონო ადეკვატური კომენტარი!!! მომშალეს ნერვებზე ამ უაზრო კომენატარებით,ნეტა მეც რატომ ვნერვიულობ,აზრზე არ არიან ფეხბურთის და კომენტარებს არ ტოვებენ!!!
სამარცხვინოაააააააააააააა
ჟილკა ბავშვები რომ ვერ იგებენ და მიწაზე ტყუილად კოტრიალობენ ისეა კვარაჯან შენი საქმე. ის მოურინიო კიდევ რომ გიყვირის და მუნჯი გოგიასავით ხარ, ბოლობოლო ცოლი გყავს უკვე და მაგრად ტეხავს. კაცურად იცხოვრე და ითამაშე ეგრე აჯობებს
ვახტანგი
კვარას არანაირად არ ვამტყუნებ...ახლა იმ ბებერმა ლაურენტისმა ოსიმენს ერთი წლით გაუხანგრძლივა კონტრაქტი და რაც მთავარია ხელფასი ორჯერ და მეტად გაუზარდა...არ შეეძლო იმ ბებერს იგივე გაეკეთებინა კვარასთან მიმართებაში???? აი ზუსტად ამიტომ არ ვამტყუნებ კვარას...არანაირი სტიმული არ მისცა ფეხბურთელს რომელმაც სკუდეტო მოაგებინა ,ახლა კი კვარა თამაშობს ისე ,როგორსაც ის ბებერი იმსახურებს
დავით 67
ეს თამაში წააგო პოლიტანომ და მოიგო მაურინიომ. ჟოზემ რაც წინა სეზონში ვითომ იხუმრა ხვიჩაზე, წელს აასრულებინა თავის შეგირდებს პირველ ტაიმში. ცხადია ასეთი უხეშობის შემდეგ ხვიჩამ ვეღარ ითამაშა. ვისაც უთამაშია ფეხბურთი ის გაიგებს თუ რატომ. მოურინიო ძალიან პრაგმატული, შედეგზე ორიენტირებული მწვრთნელია. სანახაობა 0ია მისთვის. პოლიტანოს გაძევების შემდეგ 4 ფეხბურთელი გამოცვალა, ვისაც ყვითლები ჰქონდა. პროფესიონალია მაინც, ვერაფერს იტყვი. მაცარი საერთოდ გაიგებრობაა. ამ პოლიტანოს რა ეტაკა ასეთი სრულიად უწყინარ სიტუაციაში აიკიდა წითელი, მე შენ გეტყვი რომას საჯარიმოსთან იყო და თითქოს გოლი გაქონდა. მგონი ნაპოლი წელს ხუთეულშიც ვერ მოხვდება. ოსიმენმაც დაიმსახურა 2ყვითელი. თან პარადოქსი ისაა კიდევ რომ ამ მსაჯს მთელი თავის კარიერაში არავინ გაუძევებია და ეხლა 2 წითელი ერთ თამაშში)
ესეა ეს
ამდენი გორიალი ძალიან სამარცხვინოა, უზომოდ ........
სად, სად წევიდა?
დღეს კვარა დაცვას ხშირად ეხმარებოდა, იქნებ მოსინჯონ ცენტრალურ მცველად, ვინ იცის, იქნებ კავატაში კალაძის საბეხბურთო გენია იმალება
დათოს
კაი ერთი,სად “წევიდეთ”???
gia
ან არ გრცხვენია ქალივით ტირილი და კოტრიალი. მაგრად მრცხვენია მე პირადად, ქართველები ლაჩრები და მსახიობები ვგონივართ ალბათ
რა იცის ვანჰაზებრუკმა
პირველად არ მომეწონა ხვიჩას თამაში. უფრო სწორედ მისი დამალვა ბურთისგან. აი ეს ზუსტად ის მატჩი იყო, როცა უნდა გარისკო და შენ თავზე აიღო შეტევა. სულ უკან პასები, თუნდაც მაცარის მითითება იყოს მეტი მცველი აიყვანოს თავის თავზე კვარამ, უბრალოდ არ ეკადრება ასეთ მატჩში ლიდერს ასე მგონია. მესმის რო ურტყამდნენ ფეხებში, მაგრამ ერთი მაინც გარისკე რა დრიბლინგი. არავინ არ თხოვს გოლს ან რამეს, მარა ცდა ხომ უნდა ჩანდეს, რომ შენ თავზე იღებ თამაშს... ძალიან დამაკლდა ეს ამბავი. რეალურად ოსიმენმა ბევრად უკეთ ითამაშა კვარაზე, ცდილობდა მაინც, ისევე როგორც პოლიტანო. დღეს უბრალოდ გამაკვირვა ხვიჩამ. სამწუხაროა და იმედი მაქვს გამოფხიზლდება, თორე დასვამენ სკამზე და ეგ არ იქნება კარგი. პრესა გულშემატკივრობს და ყველა და თუ სკამზე გადავა, უცებ ჩამოშორდებიან, ვერც მიხვდება ისე. მაგათ გადამწყვეტი მოთამაშე სჭირდებათ, ისევე როგორც ჩვენ ნაკრებს და კვარა არის ფენომენი, როცა მთელი შთაგონებით თამაშობს. გამოფხიზლდი მეგობარო, გამოფხიზლდი
სად წევიდა?
კმარა კვარა ვარდნა! მაცარი გადადექი!
dato
კიდევ კარგი არ გალახა. ენა და ხელი არა გაქვს შე კაი კაცო, ფეხბურთში ჩაყვინე და გეჩხუბა მაინც არი. ესე იცის ზედმეტმა კოტრიალმა, სირცხვილია უკვე
OsimanN1
კვარამ ასე განაგრძოს და აუცილებლად მიაღწევს წარმატებას, მოედანზე თუ ვერა, თეატრში მაინც - აშკარად ეხერხება მსაჯიდან დაწყებული პუბლიკით დამთავრებული, ყველას პროვოცირება.. ან, შეიძლება ასეთი როლი აქვს უკვე..

რუდი გარსია -0 მაძარი - მინუს 1 რაც პრეზიდენტია ის მწვრთნელი
OsimheN1
იმედია კონფერენს ლიგაზე გავლენ და იქ აჩვენებენ თავიანთ დონეს, უკვე ოსის გარეშე..
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
სავარაუდო შემადგენლობა თურქეთთან - სანიოლის საფიქრალი
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
საქართველო VS თურქეთი - მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
[VIDEO] ნევეშის სუპერგოლები და კვარაცხელია შეცვლაზე - პსჟ-მ "ტულუზას" მოუგო
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
რისიც გვეშინოდა და როგორ უნდა "დაუძვრე" წაგებას - თურქეთის შემდეგ