აგვისტოს პირველ შაბათს, ბათუმში, ბულვარის სტადიონზე ქვიშის რაგბის ტრადიციული ტურნირი აღებს სტარტს
აგვისტოს პირველ შაბათს, ბათუმში, ბულვარის სტადიონზე ქვიშის რაგბის ტრადიციული ტურნირი აღებს სტარტს.

წლევანდელი სიახლე ის არის, რომ პროფესიული და სამოყვარულო გუნდები ცალცალკე შეჯიბრებებს გამართავენ. 6-7 აგვისტოს პროფესიონალთა ასპარეზობაა დაგეგმილი, რომელშიც უმაღლესი და პირველი ლიგის ოთხ-ოთხი გუნდია ჩართული. ესენია: "ლოკომოტივი", "ყოჩები", "აკადემია", "აია"; პირველი ლიგიდან: "ბათუმი", "დევები" "ჯიქები", "ფოთი", TBC Dexus;

ამას გარდა, აგვისტოს პირველ შეჯიბრში იმერეთისა (ქუთაისი) და სამეგრელოს ქალები; ასევე-აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის (ქუთაისი) ბავშვთა გუნდები ჩაერთვებიან. ფესტივალის მსვლელობისას, ლელობურთიც გაიმართება, რომელიც სამეგრელოში ცნობილმა ვეტერანმა დავით კილასონიამ ააღორძინა.

20 - 21 აგვისტოს შაბათ-კვირას, ბათუმის პლაჟის იმავე სტადიონზე უკვე მოყვარულები გამართავენ შეჯიბრს. აღსანშნავია, რომ წლეულს, მოყვარულ მობურთალთა რაოდენობა გაიზარდა, რაც ამ საზაფხულო სარაგბო დისციპლინის პოპულარობის ზრდაზე მეტყველებს ჩვენში. ამ ტურნირშიც რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ოთხი ჟურნაისტების და ოთხიც - ვეტერანთა (გე-პე-ი, საქართველოს რაგბის კავშირი, ქუთაისი და სეუ)

უნდა ითქვას, ბათუმის 1200 კაციანი სტადიონი პირველია, რომელიც სპეციალურად ქვიშის რაგბისთვის მოეწყო. ის ცენტრ-პოინტის საცხოვრებელი სახლის წინ მდებარეობს და ამავე კომპანისს ფინანსური ხელშეწყობით აშენდა.

ქვიშის რაგბი საზაფხულო და საფესტივალო ხასიათის დისციპლინაა, რომელიც ბოლო დროს მეტად პოპულარული ხდება რიგ ქვეყნებში: ტრადიციული, ყოველწლიური ტურნირები იმართება იტალიაში, ლინიანოში და აშშ-ში - კორპუს კრისტიში, ასევე - ფლორიდაში.

ქვიშის რაგბის მოედნის ზომა სიგრძეში 30-50 მეტრის, სიგანეში კი - 20-35 მეტრის ფარგლებში მერყეობს. კარებები არ იდგმება. ლელოს ხაზი მოედნის სიგანეზე გაჭიმული სპეციალური ლენტით აღინიშნება. თითო გუნდში მოთამაშეთა რაოდენობა 5-7 კაცს შეადგენს. რეზერვს 3-7 მოთამაშე ქმნის. ქულათა დაანგარიშება თავად კავშირის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. უმეტეს შემთხვევაში, ერთი ლელო ერთ ქულად ფასობს. ტაიმები 5-7 წუთს გრძელდება, 1-3 წუთიანი შესვენებებით. ბურთაობა მხიარული განწყობითა და შოუს ელემენტებით გამოირჩევა: მოთამაშეებს ლელოები მალაყებითა და სამმაგი სალტოებით გააქვთ. საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი, "მხარდამჭერთა ჯგუფის" ლამაზმანები კი მაყურებლების თვალს ახალისებენ.

2007 წლიდან სპორტის ეს სახეობა უკვე საერთაშორისო ფედერაციის პატრონაჟის ქვეშ იმყოფება. საქართველოში ქვიშის რაგბის კავშირი 2006 წელს დაფუძნდა.

წლეულს აჭარაში რიგირთ მეოთხე ტურნირის გაიმართება.

rugby.ge

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს