ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA

"ნაპოლიმ" რომ შარშან სკუდეტო მოიგო, ეს ოსიმენის დამსახურებაა" - ნიგერიელის აგენტი

"ნაპოლიმ" რომ შარშან სკუდეტო მოიგო, ეს ოსიმენის დამსახურებაა" - ნიგერიელის აგენტი

<p>ვიქტორ ოსიმენის აგენტმა რობერტო კალენდამ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა.</p><p>კალენდას თქმით, შარშან "პარტენოპეის" ჩემპიონობა სწორედ ოსიმენმა მოუტანა.</p><p>"მიუხედავად იმისა, რომ წელს ხშირად ტრავმირებულია, გოლები მაინც გააქვს. ზოგიერთ გულშემატკივარს ავიწყდება, რომ შარშან გუნდს ჩემპიონობა ვიქტორმა მოუტანა. "ნაპოლის" 33 წლის განმავლობაში სკუდეტო არ ჰქონდა მოგებული, თუმცა თანაგუნდელებთან ერთად ვიქტორი მათ წინ გაუძღვა", - განაცხადა კალენდამ.</p><p>შეგახსენებთ, შარშან "ნაპოლიმ" სკუდეტო ისტორიაში მესამედ მოიპოვა.</p><p><p><p><p><br></p>

  • სოსო

    გიორგის.ძალიან კარგად ჩამოაყალიბე,გიორგი.მიკვირს,ასე ცოტა მოწონებები რომ გაიმეტეს.თუმცა მთელი წელი,ასე სასწაული სხვაობით წინგაჭრილი გუნდის მწვრთნელზე რომ ნულიაო,იმის მტკიცებას დაიწყებ,მათგან აღარც ეს უნდა გაგვიკვირდეს. შარშან სპალეტიმ საჩემპიონო გუნდი შეკრა,ყველას თავისი მისია დააკისრა და მათი მოტივაციაც შესძლო.შედეგად,ძალიან შეზღუდული რესურსებით და სხვა გარეშე პირობების დახმარებით,გუნდმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.მოლოდინი გვქონდა,რომ გუნდი ნგანვითარებას გააგრძელებდა,მაგრამ გუნდის მფლობელის გეგმებში,ზედმეტი ხარჯები არ შედიოდა და გუნდის გაძლიერებაზე არ უზრუნია.ეგ კი არა,ჩათვალა,რომ რაც გუნდში ხალხი ჰყავს,ეგეც საკმარისი იქნებოდა.გაუშვა სპალეტი,ჯუნტოლი,კიმი.სამი საკვანძო ფიგურა!არც მოტივაციაზე უზრუნია და ნაპოლიც გახუნდა.თუ არ ვითარდები,ესე იგი,უკან რჩები!ეს აქსიომატური ჭეშმარიტება დაავიწყდა,დე ლაურენტისს და არასოდეს ავიწყდებათ გრანდების მეპატრონეებს.დე ლაურენტისიც ნეაპოლელია და მისთვისაც,ისევე როგორც სხვა ნეაპოლელებისათვის,ეს ერთხელ გაჩემპიონება,კიდევ დიდხანს იქნება ზეიმის და სიამაყის მიზეზი.გრანდებად,ერთ და ორ წელიწადში არ ხდებიან.ამას წლების განმავლობაში უზარმაზარი ხარჯები და შრომა სჭირდება,მთელი ორგანიზაციის,სტრუქტურის შექმნა და აწყობილად მუშაობა,მისი დანგრევა კი,სულ ორიოდე სტრატეგიული შეცდომის შედეგად შეიძლება.ნაპოლი არ არის გრანდი,დე ლაურენტისის ხელში,ვერც ვერასოდეს გახდება და ამიტომ,მისგან დიდ წარმატებებს,უახლოეს მომავალში,აღარ უნდა ველოდოთ.ეს არც ხვიჩას ბრალია და არც ოსიმენის და არც სხვა რომელიმესი,მათ შორის,დე ლავრენტისისაც.ნაპოლის გრანდად გადაქცევას,შეუდარებლად მეტი ფინანსები და დრო სჭირდება

  • ხათუნა

    სკუდეტოში გადამწყვეტი როლი ითამაშა ხვიჩამ, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და ყველამ თავის როლი შეასრულა. შარშან სულ სხვა აღმაფრენით თამაშობდა ნაპოლი, თუმცა ბოლო 2 თვე ეს განწყობა დაიკარგა,რაც ამ სეზონშიდაც გადმოვიდა. კიდევ დაემატა ის, რომ ჩემპიონ გუნდს ხელფასები იგი ვერ დარჩათ, კიმის გარეშე დაცვა სუსტია, დე ლაურენტისი მწვრთნელს და ფეხბურთელებს არასწორად ყიდულობს ფულის დაზოგვის მიზნით. როგორი ქაოსია გუნდში, ფეხბურთელებსაც წასვლა უნდათ და თამაშის სურვილიც თითქოს აღარ აქვთ. მარტო ტექნიკური მომზადება კი არ ჭირდება, ფეხბურთელს, განწყობა და მოტივაცია, რაც გუნდში აღარ ჩანს.

  • გიორგი

    არ იქნებოდა ხვიჩა, არ იქნებოდა სკუდეტო არ იქნებოდა ოსიმენი, არ იქნებოდა სკუდეტო არ იქნებოდა კიმი, არ იქნებოდა სკუდეტო არ იქნებოდა სპალეტი, არ იქნებოდა სკუდეტო არ იქნებოდა ჯუნტოლი, არ იქნებოდა ხვიჩა, არ იქნებოდა კიმი.... ანუ იყო გუნდი მწვრთნელიად-სელექციონერიანად და მოვიდა სკუდეტო. წავიდა სპალეტი, ჯუნტოლი, კიმი. დარჩა კვარა, ოსი და კიდევ ვიღაც ვიღაცეები შარშან რომ კაშკაშებდნენ, და მე-4 ადგილი სანატრელია. ანუ არ ყოფილა ცალკე აღებული არც კვარა და არც ოსიმენი, და არც მხოლოდ ამათი დუეტი საკმარისი სკუდეტოსთვის

  • გელა

    სკუდეტო სპალეტიმ მოიგო ფეხბურთელების დახმარებით.კვარა,ოსი,ლობოტკა,კიმი,დი ლორენცო და სხვები ერთ საქმეს აკეთებდნენ.ერთი ფეხბურთელი ვერ მოიგებს ტიტულს.ეს ჩოგბურთი არაა

  • სოსო

    თუ ასეა რატომ არ მისცეს ხმა თავისმა თანაგუნდელებმა საუკეთესო ფეხბურთელს, რომ ავლენდნენ?? მაგიტომ მისცა თავის თავს ხმა?! საკუთარ თანაგუნდელებსაც არ უყვართ ოსიმენი!!

  • გიორგი

    როგორი ღიმილის მომგვრელიც არის ნიგერიელი აგენტის ეს განცხადება, იმდენადვე სასაცილოა კვარას დამსახურებით სკუდეტოს მოგება. ნაპოლიც ჩემპიონობაში ბევრმა ფაქტორმა ითამაშა როლი. ეხლა რომ კითხულობთ წელს ან წინა წლებში ვინ უშლიდაო ოსიმენს თამაშსო? მაგ ლოგიკით კვარაცხელიასაც არ უშლიან წელს თამაშს, მერე? რომ შევადაროთ შარშანდელი და წლევანდელი ნაპოლი, დანაკლისი: სპალეტი, კიმი. მოირღვა დაცვა კიმის გარეშე? გადაიქცა საშუალო დონის გუნდად ნაპოლი, რომელსაც ფროზინონესნაირი ხევენ შუაშე? რადგან გოლები არ გაჰქონდა კიმს, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ვიდრე კვარა და ოსიმენი? სპალეტისთან ახლოსაც ვერ მივიდნენ გარსია და ეს მეორე. არც თუ მეორეხარისხოვანია მოთამაშეების მოტივაცია: გამგელებული უცნობი კვარაცხელია, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა რაღაც რაღაცეები. და დაამტკიცა კიდეც. ეხლა მის მიმართ მოთხოვნებიც გაიზარდა და მოწინააღმდეგეების მხრიდან ყურადღებამაც. ოსიმენი, რომელმაც შარშან გაისროლა და საშუალო დონის მოთამაშიდან უცბად ლამის ევროპის საუკეთესო თავდასხმელი გახდა, რომელზეც როგორც ევროგრანდები ნადირობდნენ და ცალკე არაბი ფეხბურთზე ონა.... ოსიმენისტები :)) მოკლედ არც მხოლოდ კვარას გამო გახდა ნაპოლი ჩემპიონი, და არც ოსიმენის გამო, ორივეს დიდი დამსახურებაა და კიდევ სხვა ფეხბურთელებისაც, მათ შორის იგივე კიმისაც. მწვრთნელზე აღარ გავიმეორებ

  • გიო

    მიეცათ სალაპარაკო! ფაქტია რომ კვარამ თავისი ვერ დაამტკიცა...წამებში ავიწყება ხალხს ყველაფერი თუ არ განვითარდი და წინ არ წახვედი

  • საბა

    კვარას ბოღმიანი ჰეითერები დაეთანხმებიან მის აგენტს, ისინი ხომ ოსიმენს უფრო მეტად გულშემატკივრობენ!!!

  • ბათუმელა

    ამ დროს კვარას აგენტი იჯდეს ბიკენტიას საქაბაბეში და იძახოს კვარა როგორი ბედნიერია მისი ხელფასით!

  • რატი

    მერე წელს როდის დაიწყებს თამაშს ? უშლის ვინმე ?.

  • გიორგი

    კვარას რო არ მიეცა პასი ჩემ ფეხებს გაიტანდა ოსიმენი და თუ ოსი არა სხვა გაიტანდა ხვიჩას პასით კიდევ ხვიჩას ფლანგი რო აწიოკებული ყავდა და 3-4 ფეხბურთელი რო ყავდა სულ და ოსი რო თავისუფლდებოდა და არა მხოლოდ ოსი მაგიტომაც ხო არ გადიოდა მაგდენი გოლი მოწინააღმდეგის კარში? ასე რომ ოსი და მაფია ხვიჩას მისვლამდე იყო მანდ მაგრამ ვერაო სკუდეტოო ხვიჩას გარეშეო ეხლა ფორმაში არაა ხვიჩა და არ ხედავთ დედა არა ყავს ნაპოლის ნუ კიმის დამსახურებაც იყო მანდ ძაან ბევრი

  • ქართველი

    ოსიმენს და დანარჩენებს (ინსინიეს და სპალეტის ჩათვლით) რომ სკუდეტოს მოგება შესძლებოდათ წინა წელს მოიგებდნენ. რავა ყველა უმადურია . რა უბრალოა კვარა, ხელფასაც არ უხდიან ...

  • ადამიანი

    სიმართლეა ოსიმენს რომ არ გაეტანა საიდან ექნებოდა კვირას ასისტი.ასე რომ რეალობას თვალი გაუსწოროთ.

  • კ ო მ ბ ლ ე

    სკუდეტო მოიგო ტრენერმა! კვარა პატარა ჭანჭიკი იყო დიდ საქმეში, ისევე როგორც ოსი მენი და ჯუღელ მუღელ ბაცი ბეე!

  • მილანისტა

    კვარას დიდი წვლილია ნაპოლის შარშანდელ ტრიუმფში, თუმცა, მის გარეშეც მოიგებდნენ სკუდეტოს იმდენად ბანძი იყო დანარჩეეი გუნდები, იდგებოდა კვარას ადგილზე ელმასი ან რასპადორი და თუ 15 ქულით გაუსწრეს მეორეს, გაუსწრებდნენ 5-6 ქულით, ოსიმენის გარეშეც მოიგებდნენ რა თქმა უნდა

  • berg

    გოლების 80 პროცენტი კვარას დამსახურებით გაიტანა ოსიმენმა და საერთოდ ნაპოლიმ სკუდეტო მოიგო იმიტო რო ყავდა კვარა, რომლის თამაშიც ჩემპიონატის პირველ ნახევარში ვერ დაამუღამეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემპიონობისთვის.. კვარა ახალ ეტაპზე გადადის და ჩავარდნას გავს, ისეთი აღარ არი და ეს ლოგიკურია.. ვინმე თუ სპორტსმენი ხართ ან ყოფილხართ ადვილად მიხვდებით.. ყველას ააქვს ეს პერიოდი..

  • Რიგითობა

    ყველაზე დიდი წვლილი კვარასია, შემდგომ ოსიმენის, შემდგომ ლობოტკასი და ა.შ.

  • Givi

    წელს ვრწმუნდები სპალეტის სიძლიერეში, ამ გუნდს სკუდეტო როგორ მოაგებინა?! მაგარი სასტავია თავის პრეზიდენტიანად... კაცი თავის თავს რომ მიცემს ხმას ჯერ ეგ ვთქვათ ოსიმენზე და მერე მისი აგენტი კიდევ რეებს ჩრიტინებს, მანამდე რატომ ვერ მოიგეს სკუდეტო რამდენი წელია მანდ არის??? მე რომ კვარასი ვიყო დავტოვებდი ნაპოლის და სხვაგან გადავიდოდი, იმიტომ თამაშობს რაგაც უჯიგროდ ამ სეზონში, ნაკრებში ბევრად უკეთესი იყო ბოლო მატჩებში.

  • დავით 67

    საერთოდ სიტყვა აგენტი ცუდ ასოციაციას იწვევს ჩემში და ახლა კიდევ ეს სიტყვები.ერთი ორი სიტყვა მართლა ვინც საუკეთესო იყო მთელ სერია A-ში იმაზეც გეთქვა რამე. ეგ შენც ხომ კარგად იცი .

  • v

    100%

  • ალექს

    არ იქნებოდა ხვიჩა, არ იქნებოდა სკუდეტო. წერტილი.

  • ქ. გ.

    იანვრის პირველ რიცხვებში გაყიდის აურელიო ოსიმენს.

  • ფეოლა

    წელს არ უნდა ჩემპიონობა ოსიმენს? გამოდის ოსიმენს თუ მოუნდება ჩემპიონობა მხოლოდ მაშინ ხდება გუნდი ჩემპიონი.

  • გენო

    ოსიმჰენი აკომპლექსებს კვარას.თითქოს მეგობრობენ, მაგრამ ეს რუსეთ- საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატს ჰგავს. უფროსი ძმა, რომელიც უმცრისს დირექტივებს აძლევს

  • კოტე

    "ეს კი ასე უბერავს"

  • ძალიან კარგიი

    ხოდა წელსაც ვუცდით და ვუყურებთ აბა ,როგორ თამაშობს და იგებს ოსიმენი. ხოდა კვირასგან რატომ ელოდება ხალხი ვერ გავიგე. აგერ გვეუბნებიან ოსიმენი იყო ყველაფერიო.ხელფასიც მარტო მაგას მოუმატეს.ხოდა მოიგოს ისევ სკუდეტო მარტომ.(როგორც შარშან მოუგია მარტოს).აბა მიდი გელოდებიი. კვარა

  • nika

    აგენტის კომენტარი ვის აინტერესებს, სხვა რა უნდა ეთქვა, ფულს იღებს კაცი

  • gio

    pirveli srulfasovani sezoni chaatara praqtikulad tramvis gareshe da shen tu ar icodi magis saxeli eg arafers nishnavs

  • მაო

    რა უნდა,გაუგებარია,პატივი დააკლეს თუ ფული?!

  • ლაშა

    ოსიმენი 2020 წლიდანაა კლუბში და კისი სახელი ხვიჩას გადასვლამდე არავინ იცოდა, აპა არა?! ეს უნდა იცოდნენ ნიგერებმა!

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"

რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?

[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა

ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს

"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?

"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს

"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ

მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ

უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა

[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს

[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო