ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სუპერლიგის მე-11 ტური "მარგვეთის" გორში გამარჯვებით დასრულდა

სუპერლიგის მე-11 ტური "მარგვეთის" გორში გამარჯვებით დასრულდა

მე-11 ტურის ბოლო შეხვედრა დასრულდა, თუმცა პირველი წრე 28 დეკემბერს დასრულდება. დარჩენილია ერთადერთი – პირველი ტურის მატჩი, რომელიც გორის "ივერიონსა" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შორის ოქტომბერში უნდა გამართულიყო, თუმცა თსუ-ს ევროთასზე ასპარეზობის გამო გადაიდო.

მე-11 ტურის ბოლო მატჩში სწორედ "ივერიონი" მონაწილეობდა, რომელმაც გორში სუპერლიგის აუტსაიდერ ზესტაფონის "მარგვეთს" უმასპინძლა და 69:80 (სტატისტიკა) დამარცხდა. ორივე გუნდს ძალიან სჭირდებოდა გამარჯვება, თუმცა განსაკუთრებით მოტივირებული ზესტაფონელები იყვნენ, რომლებსაც მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე ცოტა – 2 გამარჯვება ჰქონდათ მოპოვებული.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა "მარგვეთმა" ამ გამარჯვებით ხასიათი გამოიკეთა და ოპტიმისტურად განაწყო. მეორე წრიდან დაგეგმილია, რომ მარგვეთი საშინაო მატჩებს ზესტაფონში უმასპინძლებს და ჩერქეზიშვილის გაწვრთნილ გუნდს, ცხადია, მხურვალე ქომაგობაც არ მოაკლდება, რაც დამატებითი სტიმული და მოტივაცია იქნება.

რაც შეეხება გორში დღეს გამართულ მატჩს, იგი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ დარბაზში მისული ქომაგებიც ოპტიმისტურად განეწყვნენ. 25:15 დაწინაურებული "ივერიონი" ხელსაყრელ სიტუაციაში იმყოფებოდა, მაგრამ სწორად შერჩეული ტაქტიკით, ცალკე საკალათბურთო ფორტუნის წყალობით, "მარგვეთმა" მეორე ათწუთეულში თამაშზე სრული კონტროლი დაამყარა. ზესტაფონელებს მთავარ მექულედ მაიკლ მეისი ჰყავდათ, რომელიც შორი სროლებითაა განთქმული, თუმცა ამჯერად მხოლოდ 2 სამქულიანი ჩააგდო. მისი ქულების უმეტესობა საჯარიმო ხაზზე მოდის, საიდანაც მაიკლმა 10-დან ყველა სროლა ჩააგდო.

"მარგვეთმა" მეორე პერიოდი 25:6 მოიგო და 10-ქულიანი ჩამორჩენა 9-ქულიან ლიდერობად აქცია. ამის შემდეგ გორელებმა არაერთ გზას მიმართეს, რათა ვითარება გამოესწორებინათ, მაგრამ გამართულად მოთამაშე ზესტაფონელებს ეფექტური ვერაფერი დაუპირისპირეს. თამაში ისე დასრულდა, "მარგვეთის" ლიდერობას საფრთხე არაერთხელ დაემუქრა, თუმცა ჩერქეზიშვილის შეგირდებმა მასპინძელთა ყველა მიძალება მოიგერიეს და სუპერლიგაში რიგით მე-3 გამარჯვება მოიპოვეს.

მოგების მთავარი შემოქმედი მაიკლ მეისი გახლდათ, რომელმაც თავი 28 ქულას მოუყარა. 15 ქულა და 12 მოხსნა ტაიშონ კროუფორდმა დააგროვა, 16 ქულითა და 9 მოხსნით გამოირჩა მარტი ჯექსონი. გორის გუნდში 30 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო კვენტინ ჰარდრიქი. 15 ქულა და 12 მოხსნა გეგო ბაქრაძის ანგარიშზეა.

სუპერლიგის წლევანდელი ბოლო მატჩი 28 დეკემბერს გაიმართება, რომელშიც თსუ გორის "ივერიონს" უმასპინძლებს.

GBF

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა

WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა

"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს