მსოფლიო სპორტული საზოგადოების ყურადღების ცენტრში საქართველო და

ისტორიული კურორტი კიდევ ერთხელ მოექცა. ბაკურიანში ორი დღის განმავლობაში

ფრისტაილის მსოფლიო თასის ეტაპები - მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინაში,

მიმდინარეობდა.

მსოფლიო თასის ეტაპმა ბაკურიანში აიღო სტარტი და 22-23 დეკემბერს 16 ქვეყნის (აშშ,

კანადა, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, შვედეთი, ჩინეთი, ყაზახეთი

იაპონია, კორეა, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ფინეთი, ნიდერლანდები) 90 სპორტსმენს

მისცა შესაძლებლობა, გაეუმჯობესებინა საკვალიფიკაციო ქულები.

საშეჯიბრო ტრასა კოხტას მთაზე მოეწყო, რაც საერთაშორისო სათხილამურო

ფედერაციის მხრიდან მოგულის დისციპლინისთვის მსოფლიოში ყველაზე გრძელ

ტრასად არის მიჩნეული. აქ, წინაღობებით მოწყობილ ფერდობზე, მოგულისა და დუალ

მოგულის სანახაობრივი შეჯიბრება გაიმართა.

სპორტსმენები საჰაერო მანევრების ხარისხითა და სისწრაფით შეფასდნენ. დუალ მოგულში ავსტრალიის (ქალები) და კანადის (კაცები) მოთხილამურეები გავიდნენ პირველ ადგილზე, ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ავსტრალიის (ქალები) და იაპონიის (კაცები) სპორტსმენები დაწინაურდნენ.

წლევანდელ შეჯიბრებას საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან

ესწრებოდნენ: შეჯიბრების დირექტორი ანდრეა რინალდი და ტექნიკური დელეგატი

ალექს სპანი.

2023-24 წლის ზამთრის სასრიალო სეზონზე ბაკურიანი და გუდაური საერთაშორისო

სათხილამურო ფედერაციის (FIS) 3 მასშტაბურ სპორტულ ასპარეზობას უმასპინძლებს.

ორივე კურორტი ყოველწლიურ კალენდარშია შეყვანილი.

3-4 თებერვალი - მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში, სნოუბორდ კროსი;

10-11 თებერვალი - მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში, სქი ქროსი

ღონისძიებები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი

განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა“ (MTA) და სათხილამურო

ფედერაციის ორგანიზებით იმართება. შეჯიბრების მხარდამჭერი კომპანია "სილქნეტი" იყო.

2023 მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების შემდეგ საქართველოსადმი

ინტერესი გაიზარდა. ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი, ისტორიული სპორტული

ღონისძიების წარმდგენი "სილქნეტი" იყო, რომელიც ათეულ წელზე მეტია საქართველოს

სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორია.

კომპანიის მხრიდან თანმიმდევრულმა მხარდაჭერამ საქართველოს სათხილამურო ფედერაციას გაუხსნა გზა საერთაშორისო ასპარეზზე, რის შედეგადაც ქვეყანამ მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. დღეს უკვე საქართველო FIS-ის კალენდარში შვეიცარიის,

საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის და სხვა წამყვანი სათხილამურო

ქვეყნების გვერდით იკავებს ადგილს.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს