საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატში პირველი წრე დასასრულს უახლოვდება. დარჩენილია 2 მატჩი, რომლის გამართვის შემდეგ საშობაო-საახალწლო შესვენება გამოცხადდება და ჩემპიონატი მეორე წრიდან, იანვარში გაგრძელდება. დღეს 22-წლამდელთა ჩემპიონატის 5 მატჩი "თბილისი არენაზე" გაიმართა, სადაც ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა. ცხრილში მოწინავე გუნდებმა თავისზე დაბლა მყოფი მეტოქეები დაამარცხეს და არსებული ადგილები გაიმყარეს.

ვსა-მ (სანიკიძის აკადემია) დაძაბულ ბრძოლაში – 77:84 დათმო შეხვედრა სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდ თსსუ-სთან. გამარჯვების შემთხვევაში აკადემიელები ცხრილში უთანაბრდებოდნენ მედიკოსებს და ამისთვის ბოლომდეც იბრძოლეს, თუმცა საწადელს ვერ მიაღწიეს, რაც ლუკა ხარაბაძის, ვახტანგ გედენიძის და ლევან აფციაურის დამსახურებაა. ამ სამეულმა თსსუ-ს 84 ქულიდან 65 მოიხვეჭა. ყველაზე შედეგიანი ხარაბაძე აღმოჩნდა, რომელმაც 22 ქულას 12 მოხსნა და 3 დაფარება მოაყოლა.

თსსუ-ს 5 მოგება და 2 მარცხი აქვს, პირველი წრე დაასრულა და ახალ წელს ცხრილში მე-3 პოზიციაზე შეხვდება. მოგეხსენებათ, 22-წლამდელთა ჩემპიონატის მონაწილე 15 გუნდი 2 ჯგუფშია განაწილებული და მიუხედავად იმისა, რომ ორივე ლიდერს თითო მატჩი აქვს ჩასატარებელი, პირველი წრის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. A ჯგუფში დაკარგული ქულებით "ქუთაისი" ლიდერობს, რომელმაც მთავარი კონკურენტი "ოვერტაიმი" გასულ ტურში დაამარცხა და ბოლო მატჩში "სოხუმი-საქართველოსთან" რომც წააგოს, ურთიერთშეხვედრების ხარჯზე პირველ ადგილს მაინც დაიკავებს.

რაც შეეხება B ჯგუფს, იქ ლიდერი "სპორტუნია", რომელმაც პირველი წრე დაუმარცხებლად განვლო და 6 მოგებით ახალ წელს ლიდერად ხვდება. მეორე ადგილზე "რუსთავია", რომელმაც დღეს სტუ-ს დამარცხებით პირველი წრე 4 მოგებითა და 2 მარცხით დაასრულა. მისი გადასწრების შანსი აქვს "თელავს", რომელიც ჯგუფის ბოლო მატჩს 29 დეკემბერს შინ, სოხუმის "კოლხასთან" გამართავს და მოგების შემთხვევაში წრეს "რუსთავის" დარი ბალანსით, თუმცა ურთიერთშეხვედრების გათვალისწინებით, ქვემოქართლელებზე წინ დაასრულებს.

პირველი წრე 29 დეკემბერს თელავსა და ქუთაისში გასამართი მატჩებით დასრულდება. როგორც გითხარით, თელავს "კოლხა" ესტუმრება, იმერეთში სათამაშოდ კი "სოხუმი-საქართველო" ჩავა.

დღევანდელი (ასევე მთელი ჩემპიონატის) შედეგებსა და სრულ სტატისტიკას ნახავთ ჩვენი ვებგვერდის შესაბამის განყოფილებაში.

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე