კრიზისიდან კრიზისამდე მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" 2023 წელს ცხრილის შუაში მყოფ "მონცას" მასპინძლობით დაასრულებს - დღეს, 29 დეკემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე. პირველი წრის ბოლოსწინა ტურის წინ უახლოეს მეტოქესთან შორს არც ნეაპოლელები არიან - ოთხეულში შესვლა ამ ეტაპზე მიუწვდომლად რჩება, ვალტერ მაცარის მოსვლა გუნდს არაფერში დაეტყო...

დისკვალიფიკაციები, ტრავმების მზარდი რიცხვი - მასპინძლებისთვის სიტუაცია სახარბიელო არაა. ამას "ნაპოლიდან" ფეხბურთელების წასვლა ემატება, მალე კი აფრიკის თასზე ანგისა და ოსიმენი გაემგზავრებიან. პოზიტიური "უდინეზეს" სერბი ნახევარმცველის, 21 წლის ლაზარ სამარძიჩის (ფასი 18.8 მლნ ევრო) შესაძლო ტრანსფერია... "მონცასთან" ხვიჩა კვარცახელიას, როგორც ლიდერის, როლი დიდი იქნება. განვლილ თვეებში, ოსიმენის (დღეს მისი დაბადების დღეა) არყოფნისას, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი შედეგიანად ათამაშდა. წინა სეზონის მიწურულს უკვე ჩემპიონმა ნეაპოლელებმა "მონცასთან" სტუმრად (0:2) წააგეს, "კვარამ" კი მეორე ტაიმში ითამაშა; რაც შეეეხება მეორე ტურის (4:0) მატჩს, გახსოვთ, რომ ხვიჩამ იქ დუბლი შეასრულა და ბრწყინვალედ მოქმედებდა.

ბერლუსკონისა და გალიანის გუნდი ("მონცა") უკვე მეორე სეზონია, სიმპათიურად გამოიყურება. მათთან წარუმატებლობის გაგრძელების შემთხვევაში, გამორიცხული არაა, დე ლაურენტისმა მაცარიც გარსიას გზას გაუყენოს!.. არსებული კონტინგენტიდან გამომდინარე, თითქოს ვალტერი 3-მცველიან ტაქტიკაზე უნდა გადავიდეს, თუმცა, გარისკავს თუ კლუბის პრეზიდენტისთვის სასიამოვნო 4-3-3-ით ითამაშებს?! მწვრთნელმა თქვა, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე რასპადორისა და სიმეონეს ძალები უნდა გადაანაწილოს. საინტერესოა, მარჯვნიდან ვინ შეუტევს...

შეხვედრას 54 726 მაყურებელი (ბოლომდე სავსე "მარადონა") დაესწრება. იმედია, კვარაცხელია და მისი გუნდი ახალ წელს პოზიტიურ განწყობაზე შეხვდებიან!..

თორნიკე
ფეხბურთი ერთ-ერთი სპორტია თუ არა ერდადერთი რომელიც სიგიჯემდე უყვართ და აგიჟებს კაცობრიობას, ხვიჩა ქართული გენია, ქართული თვითმყოფადობა და რატომაც არა პირველი ევროპელი ქართველი იყო-ზეზვა და მზია.დღესაც ვუსურვოთ წარმატება.ხვიჩა ქარგავს უკვე დიდია, დიადია ესეთები იშვიათად იბადებიან.
ოეე
ზუსტად მაგაშია საქმე რომ ოსიმენის გარეშე ვერაფერს აკეთებს :))
L.J .
:)))ara unda dadges da dro gaiyvanos 3.5 weli tavi ar unda sheiwuxos xoo tqveni azrit???ADL-m pulis gamo kontraktebi ar gauxandzliva:hamshiks,mertens,insinies da kulibalic bolos gayida chelshshi
L.J .
Da ra moemateba xvichas ar tamashit???puli mindao da ar vtamashobo??amas seriozulad ambob??konttakti aq da mixedavs mis saqmes!!!!
ვა რა დონეა
10 თვეა ფეხბურთს წესიერად ვაღარ თამაშობს და ხელფასს ვინ მოუმატებს.პირიქით უნდა დააკლონ იქნებ აზრზე მოვიდეს და ვარჯიშს მოუმატოს.
სოსოს
L.ჯ-ს კითხე აბა პროფესინალი უნდა იყოსო და სულაც, რომ არ უხადონ მაინც უნდა ილიდეროსო.დდდდდდდდდდდდ
ხათუნა
გუნდში ქაოსია, ფეხბურთელებს თამაშის მოტივაცია ძალიან ნაკლებად აქვთ, მონცამაც თუ იგივე ბინძური თამაში დაიწყო და ფეხბურთელების მტვრევაზე გადავლენ, ხვიჩამ რა ლიდერობა უნდა ჩაიბაროს. ხვიჩას მარადონას ხასიათი არ აქვს, მას აკადემიურლიგაში ჭირდება თამაში, თუ სადმე არსებობს ამგვარი
გოგია
ჩემთვის ნათელია, რომ შარშან, ეს წუწურაქი ლაურენტისი, მხოლოდ ხვიჩას დაბალი ფასის გამო დათანხმდა მის ყიდვას და ყარაულის თოფივივით გაუვარდა. მისთვის სულერთია, ფეხბურთელს ყიდულობს, თუ ვიდეოკამერას. მთავარია, იაფი იყოს.
სოსო
ხვიჩას ხელფასის მომატების საკითხზე,ლაპარაკიც კი არ გვქონიაო,დე ლაურენტისმა!ღრმა თადარიგის ხელფასის მქონე ფეხბურთელისაგან,რატომ მოითხოვენ ლიდერობას?ვინმეს ლოგიკურად ახსნა,თუ შეუძლია?ძალიან მაინტერესებს.
ქ. გ.
ოსიმენის, პოლიტანოს, ზელენსკის და ელმასის გარეშე ხვიჩა მაგრად ათამაშდებოდა, ისეთივე ფორმაში რომ იყოს, როგორც წინა სეზონში. ლიდერის როლი ძალიან უხდება, და ამოტომ თამაშობს კარგად ნაკრებში.
ბესო
რომ ვამბობ, ნაპოლის მთავარი პრობლემა თავად კლუბის მფლობელი ლაურენტესია მეთქი, გამოხტება ზოგიერთი და ამბრაზურასავით გადაეფარება. რას ნიშნავს " კლუბის პრეზიდენტისთვის სასიამოვნო 4-3-3 -ით ითამაშებს"? ჯერ, ლაურენტესი რატომ ერევა გუნდის სათამაშო სქემაში, მწვრთნელი რისთვის ჰყავს? მეორეც, ეს მწვრთნელია თუ პრეზი, მორგებაზე რომ ფიქრობს? ბარდაგია გუნდში, იმიტომაც გარბიან იქიდან მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც, ნორმალური კიდევ არავინ არ მიდის ლაურენტესთან სამუშაოდ. მოკლედ, მალე გუნდში მარტო ლაურენტესი, მაზარი და ხვიჩა დარჩებიან.
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა