ჟურნალისტებმა "ალ ნასრის" ფეხბურთელს, კრიშტიანო რონალდოს, "მანჩესტერ სიტის" ფორვარდის, ერლინ ჰოლანისა და "პარი სენ ჟერმენის" შემტევის, კილიან მბაპეს შედარება სთხოვეს.

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის თქმით, მბაპე ჰოლანზე უკეთესი ფეხბურთელია.

"ერლინი ძალიან სწრაფია, გოლების გატანაც შეუძლია, თუმცა, როდესაც დე ბრუინი კარიერას დაასრულებს, მისი შედეგიანობაც მოიკლებს. არ გეგონოთ, რომ ერლინს ვაკრიტიკებ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ფიზიკურადაც მონსტრია, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მე გოლების გატანას შემქმნელის გარეშეც ვახერხებდი ჰოლანმა ეს უნდა ისწავლოს.

რაც შეეხება მბაპეს, ის დიდებული ფეხბურთელია, მაგრამ საფრანგეთში ძვირფას დროს კარგავს. ვფიქრობ, მადრიდის "რეალში" აუცილებლად უნდა გადავიდეს. ბელინგემთან და ვინისიუსთან ერთად ბრწყინვალე სამეულს შექმნის. პირადად მე, მბაპე ჰოლანს მირჩევნია, რადგან ფრანგი ბევრად მრავალმხრივი მოთამაშეა", - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ის მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 22 მატჩი გამართა, თავი კი 21 გატანილი გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა.

რაც შეეხება ჰოლანს, ნორვეგიელმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 19 გოლის გატანა და 5 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

გიო
ეგ ხელოვნურმა ინტელექტმა თქვა და არა რონალდუმ
გუსანი
მართალია რონალდო, კრიშტიანო ყველაფერთან ერთად ჭკვიანიც ყოფილა....
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე