"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის აზრით, მომავალ სეზონი მისი გუნდისთვის უფრო რთული იქნება
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ L’Equipe-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მის გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი აუცილებლად სჭირდება. კატალონიელთა თავკაცმა მადრიდის "რეალთან" ესპანეთის სუპერთასზე მომავალ დაპირისპირებაზეც ისუაბრა. გვარდიოლა შიშობს, რომ მისი გუნდისთვის მომავალი სეზონი კიდევ უფრო რთული იქნება.

- სეზონის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. როგორ ემზადებით?

- გეგმის თანახმად ვემზადებით, თუმცა გუნდი სეზონისთვის სრულად ჯერ კიდევ ერაა ფორმირებული.

სეზონისწინა მატჩებში ყველა ჩვენი შესაძლებლობის წარმოჩენას ვცდილობთ და შედეგი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. ამასთან, შეკრება დუბლებში მოთამაშე ზოგიერთ ფეხბურთელს ძირითად გუნდთან მუშაობის რითმის გათავისებაში ეხმარება. ამას კი უდიდეს მნიშნველობას ვანიჭებ.

- ამბობთ, რომ გუნდის ფორმირება ჯერაც არ დასრულებულა. შესაძლოა გუნდმა ახალი შენაძენი გააკეთოს?

- წერტილის დასმა ნაადრევია. ვფიქრობ, ერთი მოთამაშე კიდევ გვჭირდება. ოღონდაც ვინაობა არ მკითხოთ. თავადაც კარგად ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ.

ამასთან, ჩვენ სკოლაში უამრავი ტალანტი გვყავს და მათი იმედი უნდა გვქონდეს. არასდროს გვმართებს იმის დავიწყება, რომ ჩვენი ახალგაზრდობა - კლუბის მომავალია.

- სეზონის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება. მანამდე "რეალთან" ქვეყნის სუპერთასზე გიწევთ ორი მატჩის გამართვა. უკვე განსაზღვრეთ, როგორ ათამაშებთ "ბარსელონას"?

- ჯერ არა. მანამდე სამუშაო კიდევ გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სუპერთასისთვის ორივე გუნდი იბრძოლებს. ერთადერთი, რაც ახლა მაფიქრებს - გუნდის სეზონისთვის მაქსიმალურად მომზადებაა, რათა ფეხბურთელები ოფიციალურ მატჩებს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდნენ.

ამ დროისთვის ყველა ფეხბურთელი არ დაბრუნებულა შვებულებიდან. ზოგიერთები ტრავმებს იშუშებენ. სწორედ ამიტომ, მათ ფიზიკურ მზადყოფნაზე რაიმეს თქმა მიჭირს. მიუხედავად ამისა, არ ვნერვიულობ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

- "ბარსელონა" ევროპულ არენაზე აგერ უკვე სამი წელია დომინირებს. მომავალი სეზონი როგორ გესახებათ?

- სეზონის მიზნებით თავს არ ვიტვირთავ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშოს, გაიმარჯვოს და ტიტულები მოიგოს. "ბარსელონა" დღეს მოწინავე პოზიციებზეა, თუმცა ვერავინ გეტყვით, რამდენ ხანს გასტანს ეს. კლუბში ყველა ვმუშაობთ, რათა გუნდმა მომავალშიც გააგრძელოს გამარჯვებებით სვლა.

მომავალი სეზონი კიდევ უფრო რთული იქნება, რადგან ყველას სურს ლიდერის დამარცხება. ასე რომ, მოდუნების უფლება არ გვექნება.

- მითუმეტეს, "რეალთან" ჭიდილი მთელი სეზონის განმავლობაში მოგიწევთ...

- "რეალთან" თამაშები მთელი სეზონის ბედს არ წყვეტს. ყველაზე მეტად რაც მაღელვებს, ტიტულების მოპოვებაა.

მომზადებულია L’Equipe-ს მიხედვით

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა