ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

GFF Awards 2023. კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხედ გახდა [VIDEO]

GFF Awards 2023. კვარაცხელია საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ მეოთხედ გახდა [VIDEO]

28 დეკემბერს "რესპუბლიკა ივენთ ჰოლში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards 2023 გაიმართა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ეკო ფანგანი და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ბუდუ ზივზივაძე უძღვებოდნენ. საღამო მუსიკალური ნომრებით ნატალია ქუთათელაძემ და დათუნა ალადაშვილმა გააფორმეს.

დაჯილდოების დაწყებამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა 2023 წელს ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბებს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს და პარტნიორებს მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირის, უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაში შეტანილი წვლილისთვის. ლევან კობიაშვილმა საფეხბურთო საზოგადოებას და გულშემატკივარს დამდეგი 2024 წელი მიულოცა და წარმატება უსურვა ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც მარტში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩები ელის.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2023 წლის ზაფხულში საქართველოში ჩატარებულ უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ღონისძიების ორგანიზებაში ჩართულ ორგანიზაციებს სპეციალური პრიზები გადასცა. მადლობის ჯილდო გადაეცა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; ასევე, ტურნირის მასპინძელი ქალაქების - თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიებს. მადლობის ნიშნად, სპეციალური პრიზები გადაეცათ სფფ-ის სპონსორებსა და მხარდამჭერ კომპანიებს - "კრისტალბეთს", "საქართველოს ბანკს", "კოკა-კოლას", "მაკდონალდსს" და "საქართველოს რკინიგზას".

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდი 1/4-ფინალში გავიდა და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. გუნდის სახელით, სპეციალური პრიზი ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს გადაეცა.

GFF Awards 2023-ის რჩეულების გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ქალთა, ვაჟთა და ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელებმა, სპორტული მედიის წარმომადგენლებმა და საქართველოს ვეტერანმა ფეხბურთელებმა.

სპეციალური პრიზი მასობრივი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის - ჯაბა ჭანტურია.

ჯაბა ჭანტურია მშობლიურ ბათუმში 18 წელია ბავშვთა მწვრთნელად მუშაობს. გარდა ამისა, ჯაბა ქვიშის ფეხბურთში ქვეყნის ჩემპიონის, "პორტუს ბათუმის" მთავარი მწვრთნელია. პარალელურად, რეგიონში გასამართი ადგილობრივი თუ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირების ინიციატორი და მონაწილეა.

2023 წლის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშე - გიორგი ღავთაძე

ნომინანტები - გიორგი ღავთაძე, ირაკლი თოდუა, ზვიად კუპატაძე

2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - საბა საზონოვი

2023 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი - ნათია დანელია

ნომინანტები - ნათია დანელია, თეონა ბაქრაძე, მარიამ კალანდაძე

2023 წლის ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი - ნიკოლოზ ჯღარკავა

2023 წლის საუკეთესო მსაჯი - გიორგი ყრუაშვილი

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U17

1. რეზი დანელია (დინამო თბილისი), 2.ლუკა წულაია (დინამო თბილისი), 3. ვახო სალია (დინამო თბილისი)

ალექსანდრე ჩივაძის მედალი - U19

1. ალექსანდრე ნარიმანიძე (საბურთალო), 2. ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), 3. ლუკა შეროზია (დინამო თბილისი)

2023 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი - ხვიჩა კვარაცხელია

ნომინანტები - ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი, გიორგი მიქაუტაძე

GFF.GE

• სოლომონი

კვარას დიდი პატივისცემა ჩემგან მაგრამ წელს ან მამარდა ან მიქაუტაძე იქნებოდა ამ ნომინაციის გამარჯვებული

• ხვიჩა

მესიამოვნა ქალბატონო ძალიან.

• ბათუმელა

კვარამ დაამტკიცა დიდი ხანია რომ საუკეთესოა, თუმცა ჩემი აზრით განვლილი წლის გათვალისწინებით მამარდა იყო საუკეთესო (წარდგენილი ნომინანტებიდან), ყველა თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა!

• სპალეტი

კვარაცხელია არის იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი.

• ირაკლი

ხვიჩა!!წარმატებას გისურვებ საქართველოს ნაკრებთან ერთად!!!

• ლია

გილოცავ ხვიჩა!!შენ ჩემი შვილების კუმირი ხარ,გამძლეობას გისურვებ!!!

• ანდრო

"საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი" არის საქართველოში მოღვაწე ფეხბყრთელი, ხოლო ხვიჩა შეიძლება დასახელდეს "საუკეთესო ქართცელ ფეხბურთელად".

გილოცავთ ხვიჩა! მრავალჯერ მოგველოცოს,წარმატებები❤️ უფალი გფარავდეს,გვეამაყები!

• სამართალს

ამ წელს ხვიჩა იტალიის ჩემპიონი და სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

• ხვიჩა

ამ წელს გახდა იტალიის ჩემპიონი, იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი და ეს წელი კვარასთვის წარმატებული არ იყო?

• სამართალი

ეს წელი მამარდაშვილისთვის წარმატებული იყო, კვარასთვის არა.

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!

კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა

კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა

ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან

"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა

ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია

ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა

ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?

ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?

"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის

"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს

"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა

ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში

18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა

"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა

როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

GFF Awards 2023 | საუკეთესოები 28 დეკემბერს გამოვლინდებიან