სერია A-ს მე-18 ტურში, "ნაპოლიმ" "მონცას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. "პარტენოპეის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. იტალიური მედია ქართველის თამაშს დადებითად გამოეხმაურა, გთავაზობთ მათ შეფასებებს:

"პერეირა აიძულა, რომ უხეშად ეთამაშა და მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაერღვია, რასპადორის პასის შემდეგ დარტყმა არ გამოუვიდა, მაგრამ ერთადერთი იყო, ვინც მეტოქეს ატყუებდა" - Tuttonapoli

"პარტენოპეის" რიგებიდან ყველაზე სახიფათო იყო, "მონცას" მცველები რამდენჯერმე პანიკაში ჩააგდო, თანაგუნდელებიც შესანიშნავი პასებით მოამარაგა, სამწუხაროა, რომ მომენტები გამოუყენებელი დარჩა" - Calcionapoli1926

"აი, ასე თამაშობდა ძველი კვარაცხელია, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში მკვლელის ინსტინტქი აკლია. ქართველმა სწორედ ამ კომპონენტში უნდა მოუმატოს, თუ წარმატების მიღწევა სურს. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ყველაზე მონდომებული იყო და ძალიან ბევრი ირბინა" - Eurosport-ი

"ძალიან ბევრს ეცადა, რათა მეტოქესთან განსხვავება შეექმნა. თუმცა ამჯერად არ გამოვიდა..." - Tuttomercatoweb-ი

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" მორიგ მატჩს 7 იანვარს, "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს.

გია
ვერ გავიგე რატომ ვწირავთ ქართველები ასე ადვილად კვარას.თქვენ იცით სიმეონეს ხელფასი 2.5 მეტია კვარას ხელფასზე? და მეკარეც ჯი 2 ჯერ მეტ ხელფას იღებს. სულ იმაზე წუწუნებდით საქართველოს ნაკრებს დაეხმაროს და ნაპოლი არ მაინტერესებსო ხოდა დაწყნარდით ეხლა. თავისი ხელფასის შესაბამისად თამაშობს.
მირო
როგორც კი მოუმატებს ხელფასს ის წუწურაქი ლაურენტისი,ნახავთ როგორ ათამაშდება კვარა.ყველაზე დაბალი ხელფასით ყველაზე კარგად ითამაშოს?????რობოტი ხომ არაა,ადამიანია,გრძნობები აქვს და და გულში იკლავს უსამართლობას. ამიტომაც ნუ ელით მისგან განსაკუთრებულ თამაშს და ნუ აკრიტიკებთ.ძლიერი აგენტი რომ ჰყოლოდა აქამდე ასჯერ მოუგვარებდა,მაგრამ ამაში არ გაუმართლა,თვეობით ვერ ახერხებს ჯუღელი ლაურენტისთან შეხვედრას.რაიოლას ვინ გაუბედავდა ასეთს?
Messi
მალე დაგვიბრუნდება ძველი კვარა. თებეევლიდან დაიწყებს გაბრწყინებას. 2022 წლის დიდებამ ცოტა ეიფორიაში ჩააგდო, გუნდიც არეულია და ყველაფერს კარგად გადააფასებს ჩვენი კვარადინა. დარწმუნებული ვარ წინ ბევრი ლამაზი თამაში გველოდება
ვაჰმე
კომბალი გჭირდება.
ამაშია საქმე
ადრე ვნერვიულობდი,ახლა შევეგუე იმას რომ კვარადონა აღარ არსებობს.არის საშუალო დონის კვარაცხელია.გირჩევთ კამათს შეეშვათ ნერვიულ სისტემას გაუფრთხილდით.
გოგა
არაკაცი ბრძანდებით. დაიმახსოვრეთ
ირმისა
აი ეგ არის კომბალი _ ერთხელ აგდებ, დატრიალდება, დაიჭერ. მეორედ ააგდებ, დაიჭერ. მესამედ კი ვეღარ დაიჭერ, თავში მოგხვდება და მერე ათას სისულელეს გათქმევინებს და დაგაწერინებს...
კ ო მ ბ ლ ე
რა დარტყმა, რის მოჭრილი? ცალ ფეხზე შეხტი და მეორე ფეხით ყურის უკნიდან დაცხე! განა არ იცის, მარა ჯუღელმა ოფლს ნუ გამოიდენ, ახლა ზამთარია და არ გაცივდე, არ დამღუპოო. ფაქტიურად როგორც მამობილი ისე ყავს და ესეც უჯერებს აი სულ ესაა კუნტრუშა ხვიჩა. ახტი ახტი ხვიჩა! მერე დახტი და გადაკოტრიალდი! აი მასტე სიმონ.. თქვენ რავა ფიქრობთ, ნუთუ მე არ მინდა რომ პელეს აჯობოს? მარადონასაც. ააა?
berg
ფეხი გაეჭედა ერთი სტილის დარტყმაზე გეგგონება სხვანაირად ვერ დაარტყამსო.. სულ ბურთის მოჭრილად დარტყმა არ გამოდის და არც არი საჭირო.. მარტო ამაზე უნდა ივარჯიშოს!
ხათუნა
ნამდვილად, კრიტიკულ მომენტებში კარში დარტყმაზე უნდა ივარჯიშოს, ბევრი გამოუყენებელი მომენტი დაუგროვდა. დრიბლინგს შარშანდელივით ვეღარ განახორციელებს, რადგან შარშან არ იცნობდნენ და ასე ბინძურად არ ნადირობდნენ, თუ გატის თავში დარტყმას არ ჩავთვლით. ხანდახან ცოტა ზედმეტად ატარებს ბურთს და კარგავს. ზოგადად, ნაპოლის კარში გატანა უჭირს, ეს სპალეტის დროს დაეწყოთ, ბოლოსკენ, პირდაპირ მეკარეს აძლევდნენ ხელებში.
სოსო
ძლივბს,ობიექტური შეფასებები გამოჩნდა.
Gia
Xelfasze weret.shedegianoba gindat kapikebshi.gamoichires da daugrzelebiat enebi.garbis maqedan yvela da ra gulit unda itamasho.dabali xelfasi,uvargisi partniorebi da midi shen moige tamashebio.patara bichi araa, profesionalia da moqmedebs nervebze daufasebloba.
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
გოგლიჩიძე ისევ ყოჩაღობს - "მონცამ" "კალიარი" გაანადგურა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
[VIDEO] ათამაშეს და თავიც გამოიჩინა - გოგლიჩიძემ "მონცაში" პირველივე მატჩში გაიტანა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა