ჩემპიონთა ლიგა. საპასუხო მატჩი: შეტევა შეგვიძლია, ევროპაში გატანა სასწავლი გვაქვს
3.08. გრაცი. UPC არენა. 12 000 მაყურებელი

შტურმი-ზესტაფონი 1:0

გოლი: 1:0 კინასტი (68)

შტურმი ზესტაფონი

4-4-2 4-4-2

გრატცაი რ. კვასხვაძე

ერენრაიხი ალადაშვილი

დუდიჩი გ. ონიანი

ბურგშტალერი მ. კობახიძე

გ. ფოფხაძე ელიავა

ვოლფი აფციაური

ვებერი დაუშვილი

მურატოვიჩი ძარია

ჰიოლცლი გრიგალაშვილი

კინასტი დვალი

შაბიჩი გელაშვილი

მწვრთნელი მწვრთნელი

ფ. ფოდა გ. გეგუჩაძე

შტურმი

74. შაბიჩი - ბოდული

85. ვოლფი - კაინცი

90. კინასტი - ჰაასი

სათადარიგოები: ჩავლინა, პიურხერი, ნოიჰოლდი

ზესტაფონი

52. დაუშვილი - გორგიაშვილი

76. აფციაური - ბაბუნაშვილი

80. ძარია - წინამძღვრიშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, თ. ღონღაძე, ბენაშვილი, ს. ლომია

გაფრთხილება: ვოლფი (51), გელაშვილი (58), ონიანი (66), გრიგალაშვილი (84)

არბიტრი: ა. გოტიე (საფრანგეთი)

ისევე, როგორც თბილისში, "ზესტაფონმა" გრაცშიც ბევრი იბრძოლა, მაგრამ "შტურმის" კარის დასალაშქრი იარაღი არსენალში არ აღმოაჩნდა. ძალიან მტკივნეულია, როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფამდე და მინიმუმ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის დაბევებამდე ასე ახლოს იყავი, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ჩემპიონს ამ მიზნის მიღწევამდე რაღაც დააკლდა. "ზესტაფონი", რომელიც შემტევი სტილით გამოირჩევა, ავსტრიის ჩემპიონთანაც ძალიან აქტიური იყო, მაგრამ მის კარს გასაღები ვერა და ვერ მოარგო.

იყო უიღბლობის მომენტიც (ოღონდ ეს პირველ მატჩზე უფრო ითქმის), მაგრამ, იმის მიუხედავად, რომ ემოციები არ განელებულა, ვფიქრობთ, "ზესტაფონის" მარცხი გულსატკენთან ერთად, ალბათ, კანონზომიერიც იყო. როგორ არ გავიხსენოთ თბილისში დაშვებული საბედისწერო შეცდომები, მაგრამ ისტორიას ხომ ყველაზე უკეთ შედეგი ამახსოვრდება.

"შტურმი" საშუალო ევროპული დონის გუნდია, მაგრამ მისი დაცვის გასატეხად საკმარისი არ აღმოჩნდა ის მეთოდები, რაც საქართველოს ჩემპიონატში კარგად ჭრის. ფეროელთა სამწვრთნელო შტაბი მარცხის მიზეზებს ჩვენზე უკეთ გააანალიზებს, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ "ზესტაფონს" შეტევის დასაგვირგვინებლად ერთდროულად დააკლდა საშემსრულებლო ოსტატობა, სწრაფი აზროვნება, ზოგადად სისწრაფე, პრაგმატულობა და თავდაჯერება.

ბოლო კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად გვეჩვენება. გუშინ არაერთი იყო ისეთი ეპიზოდი, როცა ამა თუ იმ შემტევს სახიფათოდ დარტყმა შეეძლო, მაგრამ ან უარეს პოზიციაში მდგომი თანაგუნდელი მოძებნა, ანაც მეურვის ჩამოცილება სცადა და ამით ძვირფასი დრო დაკარგა.

"ზესტაფონმა" ვერც 0:1-ის შემდეგ ივარგა, უფრო მეტიც, დაწინაურებული ავსტრიელები გაცილებით მეტი თავდაჯერებით (რაც არც მანამდე აკლდათ) ათამაშდნენ და მატჩის დასკვნით ნაწილში, როცა კოკისპირულად გაწვიმდა, ქართველებს შტურმის მოწყობის საშუალება არ მისცეს და პირიქით, თავად გაანიავეს საგოლე კონტრიერიში.

მატჩს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით ნახავდით და მისი დეტალური განხილვით თავს აღარ შეგაწყენთ, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

პირველი ტაიმი "ზესტაფონის" საგრძნობი უპირატესობით წარიმართა და, მართალია, ასპროცენტიანი საგოლე შანსი არ გვქონია, მაგრამ გელაშვილისა და გრიგალაშვილის დარტყმები გასახსენებლად მაინც ღირს. მეორემ საჯარიმოს გარედან დაარტყა, პირველმა - უფრო ახლოდან და ორივე შემთხვევაში "შტურმის" მეკარე გრატცაიმ იმარჯვა.

მასპინძელთა ტაქტიკა, რომელიც გამიზნულად იყო აწყობილი "მეორე ნომრობაზე", შესვენების შემდეგაც გაგრძელდა, თუმცა, რაც დრო გადიოდა, სტუმართა დაცვაში სიცარიელეები უფრო ხშირად ჩნდებოდა და ავსტრიელები კონტრშეტევებს რიგიანად ახორციელებდნენ. სწორედ ამგვარად გაიტანა "შტურმმა" გამარჯვების გოლი. რომან კინასტმა გამოზომილი გადაცემა მიიღო, მეურვე ეფექტურად ჩამოიცილა და კვასხვაძეს შანსი არ დაუტოვა.

"ზესტაფონი" ამის შემდეგ თითქოს უფრო შებოჭილად ათამაშდა და ყველაზე სუსტად შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი ჩაატარა. ხეირი ვერც გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებულ შეცვლებს მოჰყვა, წინა მატჩის მსგავსად, გათამაშებული კუთხურებიდან შედეგი გუშინაც ნულოვანი იყო და ავსტრიელები მაინცდამაინც ვერც ინდივიდუალური ოსტატობით დავჯაბნეთ...

"შტურმი" უკვე წარსულია, სამწუხაროდ, ავადმოსაგონარი წარსული, ისღა თუ გვანუგეშებს, რომ საქართველოს ჩემპიონს ევროპაში თავი არ შეურცხვენია, წლიდან წლამდე იზრდება და ანგარიშგასაწევ ძალად მიიჩნევენ.

ასეთი მარცხი მეტისმეტად ძნელი გადასატანია, მაგრამ სხვა გზა არ არის, ბიჭები ამ მარცხს მალევე უნდა გაუმკლავდნენ - ორ კვირაში "ზესტაფონს" უკვე ევროპის ლიგის პლეი ოფი ელის და გვჯერა, მისი წევრები "შტურმთან" მარცხისგან, რომელიც მხოლოდ უიღბლობით არ ყოფილა გამოწვეული, სათანადო დასკვნებს გამოიტანენ. ევროსეზონი გრძელდება და, თუ წილისყრამ არ გაგვწირა, ჯგუფური ეტაპის თბილისში ხილვის შანსიც გვექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fau
გეგუჩაძის შეფასებაში გეთნხმებით. იცის. ზესტაფონმა ითამაშა. რა თამაშს აწვებიან, გასაგებია და მისასალმებელია. რო არ გამოსდით, სხვა საქმეა. ეს იმას არ ნიშნავს, რო საქართველოშიც არ გამოუვათ. შტურემს კი ჯობდნენ. უცნაურია, რო ორივე მწვრთნელმა ბოლოს ის თქვა, რო ლოგიკური შედეგი იყო. მგონია, რო შტურმს მააგრა გაუმართლა.
forca juve
დიდი მადლობა ზესტაფონს, მართლა ღირსეულად ითამაშეს, რაც შეეძლო გააკეთეს, მე მგონი შტურმზე ნაკლები გუნდი არ არის, ალბათ ბევრად ნაკლები ბიუჯეტი აქვს, უბრალოდ არ გაუმართლა. ცოტა იღბალიც საჭიროა. თან მწვრთნელი ჰყავთ ნორმალური, რაღაც განათლებული და წესიერი კაცის შთაბეჭდილებას ახდენს და ალბათ ასეც არის.
metro
ლიგა ნაადრევია ზესტაფონისათვის.ბიჭებს რაც შეეძლოთ იბრძოლეს,მაგრამ მეტი ვერ ქნეს.თბილისში რომ გამართლებოდათ კარგი იყო,მაგრამ ამითაც არ იქცევა ქვეყანა.საკუთარი სტადიონი არა აქვთ და ცაში ვარსკვლავების წყვეტას რა პირით უნდა ვთხოვდეთ? ყანაში ნავარჯიშები და გაზრდილი ხალხი მთლად მესიმინდეები რომ არ არიან არ გვიკვირს? მე მათ მადლობას მოვახსენებ და წარმატებებს ვუსურვებ!
ilia
საქმე იცით რაშია?...ჩვენი ფეხბურთელები სასოწარკვეტაში ვარდებიან როცა საგოლე მომენტს გააფუჩებენ და აგარც ბრუნდებიან უკან და მერე ოფსაიდში აღმოჩნდებიან ხოლმე. და ამასობაში ყველაფერი ფუჩდება.
Leo-dzia
Tazo, an shen sxva tamashs uyure,an fexburtis azrze ar xar da marto barcas tamashebs uyureb modas ayolili. Zestam bolomde ibrdzola rac sheedzlo da madloba ekutvnis. Win evropis ligaa!
Tornike
ყველაფერი მართალია, რასაც ამ სტატიის ავტორი წერს. მიხარია კომპეტეტური შეფასება და ხარვეზების არდამალვა. თუმცა მეორეს მხრივ, მეტი რა უნდა მოვთხოვოთ ზესტაფონის ბიჭებს, რომლებიც საქართველოს პირველობაზე ასეთ ცუდ პირობებში თამაშობენ. აი რამდენიმე კარგი მოედანი რომ გვექნება და ცოტა უფრო ძლიერი ჩემპიონატი, მერე უფრო მეტიც შეგვიძლია მოვთხოვოთ
tazo
ტანჯვაი და წამებაი...უსაზიზღრესი მეორე ტაიმი, თან ვისთან, დაჩია გადალახავდა შტურმს დარწმუნებული ვარ. მაყურებლებს ხომ დააწყვიტეს ნერვები
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია