"დინამო"-"რეიკიავიკი". ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩის წინ
"დინამოს" თავი თითქმის ქუდში, უფრო ზუსტად კი, ევროპის ლიგის პლეი ოფში აქვს. ამისთვის საჭიროა, ალექს გარსიას გუნდი დღეს, 4 აგვისტოს ეროვნულ სტადიონზე ისლანდიურ "რეიკიავიკთან" სამი ან მეტი ბურთის სხვაობით არ დამარცხდეს, რაც, დაგვეთანხმებით, ფანტასტიკის სფეროს უფრო მიეკუთვნება.

4:1-ის შესანარჩუნებლად კი არა, "დინამო", დარწმუნებულები ვართ, მორიგი შთამბეჭდავი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რაშიც, ცხადია, ქომაგის მხარდაჭერაც სჭირდება. ბილეთის ფასი ხელმისაწვდომია - 3 და 5 ლარი, თამაში კი, შეგახსენებთ, 21 საათზე დაიწყება. შინ დარჩენილებს მისი პირდაპირი ტელერეპორტაჟის ნახვა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით შეეძლებათ. შეხვედრას პოლონელი არბიტრი პაველ გილი განსჯის.

3 აგვისტოს კი "ბორის პაიჭაძეზე" ოთხივე მატჩამდელი ღონისძიება გაიმართა - მედიის წინაშე ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები წარდგნენ, რის შემდეგაც ჟურნალისტებმა და გულშემატკივრებმა "დინამოსა" და "რეიკიავიკის" ღია ვარჯიშები იხილეს.

ყველაზე უხერხული მეტოქე მოედანია

პრესკონფერენციაზე მედიისა და ფეხბურთელების საერთო სატკივარზეც ითქვა - ვგულისხმობთ ეროვნული სტადიონის მოედნის საფრის საგანგაშო მდგომარეობას. გაზონი, თემურ ქეცბაიას თქმისა არ იყოს, ყანას უფრო ჰგავს, ვიდრე საფეხბურთო სარბიელს, არადა, უახლოეს პერიოდში "დინამო" და "ზესტაფონი" აქ საერთაშორისო მატჩებს ჩაატარებენ და, თუ საქმე ჯგუფურ ეტაპზე მიდგა, ევროპული მასშტაბითაც შევრცხვებით. ამას გარდა, წინაა ეროვნული ნაკრების შესარჩევი მატჩები და საქართველოს ჩემპიონატი...

მოკლედ, უახლოეს თვეებში ახალი საფრის დასაგებად დრო საერთოდ არ იქნება და საკითხავია, რატომ არავინ იზრუნა ამ პრობლემის მოგვარებაზე ივნისში, როცა "ბორის პაიჭაძეზე" არავინ თამაშობდა?

გარსიამ თქვა, რომ ამ საკითხს "დინამო" აუცილებლად დააყენებს.

პრესკონფერენციაზე მას გიორგი კახელიშვილი ახლდა, რომელსაც დარბაზმა შვილის შეძენა მიულოცა.

გარსია: იმის მიუხედავად, რომ საგარეო მატჩი სამბურთიანი უპირატესობით მოვიგეთ, სულაც არ მიმაჩნია, რომ პლეი ოფი უკვე განაღდებული გვაქვს. ვალდებულები ვართ, აქაც ბოლომდე ვიბრძოლოთ და გულშემატკივრები გავახაროთ. მოედანი კი მართლაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რაც, უპირველესად, ჩვენნაირ ტექნიკურ გუნდებს უშლის ხელს.

- კაკუბავა და ხმალაძე გუნდს როდის დაუბრუნდებიან?

- ხმალაძე ჯერაც არ მომჯობინებულა, კაკუბავა კი უკვე დაგვიბრუნდა და "რეიკიავიკთან" 18-კაციან განაცხადშიც იქნება. არც ის არის გამორიცხული, ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს. როგორც იცით, ტრავმირებულია შოთა კაშიაც.

- "რეიკიავიკთან" შთამბეჭდავი გამარჯვების მიუხედავად, "დინამომ" დაცვაში კვლავ დაუშვა უხეში შეცდომები. ამ რგოლის გაძლიერებას არ აპირებთ?

- ახლა მთლიანად ამ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი, როცა პლეი ოფში გავალთ, მერე ვიმსჯელებთ, გვჭირდება თუ არა ახალი ფეხბურთელები.

- გადმოდის თუ არა "დინამოში" გოგიტა გოგუა?

- ამ ფეხბურთელთან კლუბი მოლაპარაკებებს ნამდვილად აწარმოებდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია.

კახელიშვილი: ისლანდიაში გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აქაც ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. მეტოქე ხელწამოსაკრავი სულაც არ არის და მის წინააღმდეგ თბილისშიც სრული მობილიზებით თამაში გვმართებს.

"დინამოს" ვარჯიშში მონაწილეობა 22-მა ფეხბურთელმა მიიღო, რომელთა შორისაც იყვნენ ჩისკო, გიორგი რეხვიაშვილი და ნიკა კვეკვესკირი. შეგახსენებთ, ისლანდიაში მიღებული გაფრთხილებების გამო ისინი ამ შეხვედრას გამოტოვებენ, დღევანდელ 18-კაციან განაცხადს კი გარსია ამ 19 მოთამაშიდან შეარჩევს:

მეკარეები: გიორგი ლორია, სოსო გრიშიკაშვილი, გიორგი ნადირაძე;

მცველები: დავით ოდიკაძე, გულვერდ თომაშვილი, ირჟი ჰომოლა, ლევან კაკუბავა;

ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, ჯამბულ ჯიღაური, გიორგი თექთურმანიძე, ირაკლი ლექვთაძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი კახელიშვილი, გოგა ბერაია, კარლეს კოტო, რობერტინიო;

თავდამსხმელები: ალბერტო იაგუე, ლადო ახალაია, ვახტანგ ფანცხავა.

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "დინამოს" განაცხადში მინდვრის ყველა მოთამაშე მოხვდება, სამი მეკარიდან კი იქ ორი დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zuxusha
ფეხბურთის მოედანზე კარგი გაზონის გაკეთება და მოვლა ხელობა კი არა - ხელოვნებაა. ასეთი სპეციალისტი კი ყველაფერში ნიჭიერ ქართველებს დღემდე არ გვყავს. როდემდე?
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე