ვეტერანმა მეკარემ და ამჟამად იტალიის საფეხბურთო ნაკრების დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯანლუიჯი ბუფონმა Tuttosport-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფეხბურთის მესვეურებმა კარების ზომის გაზრდაზე უნდა იფიქრონ.

"სხვათა შორის ამ საკითხზე მეუღლესთან და ნათესავებთან ვსაუბრობდი. 1998 წელს, მაშინ როცა სერია A-ში თამაში დავიწყე, ჩემპიონატის ხუთ ყველაზე მაღალ მეკარეს შორის გახლდით. გასულ სეზონში "პარმასთან" ერთად სერია B-ში თამაშისას, ეს არ შეცვლილა და კვლავ ხუთ ყველაზე მაღალ მეკარეს შორის ვიყავი.

თანამედროვე კარის ზომა 1875 წელს შეიქმნა და დღემდე ასეა. დღესდღეობით ფრენბურთელები ბადის ზომის ცვლილებაზე მსჯელობენ, ჩემი და სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეობს, ამიტომ ეს საკითხი ვიცი.

ცხადია, ეს საკითხი ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუმცა როდესაც კარში 2 მეტრიანი მეკარე დგას, მისთვის შორიდან გოლის გატანა ძალიან რთულია", - განაცხადა ლეგენდარულმა მეკარემ.

მამუკა
დიდი მეკარე იყო ბუფონი, მაგრამ რაც შეეხება მენეჯმენტურ და მართვის საკითხებს აშკარად პრობლემები აქვს, გამოდის რომ ყველა სპორტში უნდა შევცვალოთ ზომები, კალათბურთში ფარი ავწიოთ, ჰოკეის კარები ხელბურთის კარით ჩავანაცვლოთ ....
გელა შიუკა
მაგ საკითხზე მეც ბევრი მიფიქრია და ალბათ უამრავი ფიქრობდა და ეხლაც მსჯელობენ, მაგრამ ...ჩემის აზრით თამაშგარე რომ გაუქმდეს, ყველა მოთამაშე მოწინააღმდეგის საჯარიმოში და კარებში დადგება და შეიძლება ბურთის მომწოდებელიც აღარ დარჩეს საკუთარ ნახევარზე...პატარაობისას უაფსაიტოდ ვთამაშობდით და ყველა წინ გავრბოდით, რომ გოლი გაგვეტანა და გაჰქონდა კიდეც, თანაც უამრავი! იქნებ კი აჯობოს უაფსაიტოდ თამაშმა! ამას სპეციალისტები უკეთ შეიმუშავებენ!
ჟორას
თამაშგარე რომ გაუქმდეს მერე ნახეთ მცველები მეკარის საჯარიმოს აღარ მოშორდებიან. პირიქით შედეგიანობას შეამცირებს თამაშგარის არ არსებობა.
ქ.გ.-ს
ღუპავ საქართველოს ჩემპიონატს? ისედაც ძლივს ჩადიან მოედნის ერთი ბოლოდან მეორემდე. :))
Levani
ჟორა გაბრიჭიძეს ვეთანხმები და რასაც დიდი ხანია ვწერ-წამზომზე უნდა დააყენონ,აუტის ჩაწოდებაზე ზოგჯერ ერთი წუთი გადის,ჯარიმაზე 4წუთი, რა თქმა უნდა წინ გასული გუნდის ფეხბურთელები გორაობენ და თამაშს კლავენ. არ შეიძლება კალათბურთივით დრო გააჩერონ?
ჟორა გაბრიჭიძე
დღესდღეობით რაც ფეხბურთის განვითარებას და შედეგიანობას ამუხრუჭებს, ეს თამაშგარეა. რამდენი ბურტი არ ჩაითვალა იმისათვის, რომ ვიღაცის ფეხის ცერი წინ იყო მცველის ფეხის ცერზე. აქ ორი ვარიანტია: ან საერთოდ გაუქმდეს თამაშგარე ან მხოლოდ საჯარიმოს შიგნით დაფიქსირდეს. ეს ერთიორად გაზრდიდა შედეგიანობას. ბოლოსდაბოლოს გულშემატკივარი ფეხბურთში იმიტომ იხდის ფულს და კარგავს დროს სტადილნზე მისვლით, რომ გოლი იხილოს, ამის საშუალებას კი არ აძლევს ყოვლად უგნური გამოგონება, თამაშგარე. გთხოვთ გულშემატკივრებს ხმა ავიმაღლოთ ამაზე. კარგი იქნება თუ რომელიმე ქვეყნის ჭ კლასში გაისინჯება ეს იდეა.
bu
კარის ზომა არ ვიცი მარა ცენტრალური წრე და საჯარიმოს ნახევარრკალი სრულიად უსარგებლოა და მოსაშორებელია
ქ. გ.
1. ამით შედარებით პატარა სიმაღლის მეკარეების კარიერას გაანადგურებ; 2. მოედნის ფეხბურთელები უფრო სწრაფად და უფრო მეტს დარბიან 1875 წელთან შედარებით. მოედნის ზომებიც გაზარდე მაშინ.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა