"ბორდოს" ბაზა დღეს სულაც არ ჰგავს ასეთ წალკოტს, სადაც მხოლოდ ვარჯიშზე უნდა იფიქრო
"დენ ჰააგის" ყოფილი ბომბარდირი, "ანდერლეხტის" 31 წლის წევრი დმიტრი ბულიკინი შეიძლება "ბორდოში" გადაბარგდეს. "ინოპროსპორტის" ცნობით, ჟირონდელებმა ბელგიელებს შესაფერისი წინადადებით უკვე მიმართეს - 2,5 მილიონი ევრო ვეტერანი თავდამსხმელის სანაცვლოდ.

რუსი შემტევის "აქციები" მას მერე გაძვირდა, რაც მან "დენ ჰააგში" ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, სადაც 30 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. ბელიგიის ჟუპილერლიგის ყველაზე ძვირადანაზღაურებად ფეხბურთელს ("ანდერლეხტი" მას წელიწადში 1 მილიონ ევროს უხდის) იმედი ჰქონდა, რომ კარიერის გაგრძელების შანსი ჰოლანდიაშივე მიეცემოდა, მაგრამ მისით "აიაქსის" დაინტერესების შესახებ გავრცელებული ხმები ფრანკ დე ბურმა ცალკე უარყო და დანი ბლინდმა ცალკე. ჰოლანდიური პრესის ცნობით, ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას.

"ეკიპის" ცნობით, აკვიტანიის რეგიონის დასავლეთ ნაწილში პატარა ქალაქ ლე აიანში "ბორდოს" საწვრთნელი ბაზა ხანძარმა სერიოზულად დააზიანა, თუმცა კიდევ უფრო დიდი ზარალი მეხანძრეების ოპერატიული მოქმედების წყალობით კლუბმა თავიდან აიცილა. მიზეზი რეგიონში არნახული ძალის ქარიშხალი გახდა, რომელსაც ჭექა-ქუხილი მოჰყვა. ბაზას ელვა დაეცა, რამაც ბუნებრივია ხანძარი გამოიწვია. ქარიშხლის გარდა რეგიონში ძალიან ძლიერი წვიმაც იყო, რამაც ბაზაზე სავარჯიშო მოედანი პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახადა.

ამას გარდა წვიმამ შენობებშიც შეაღწია და მაგალითად სატრენაჟორო დარბაზი დატბორა. ყოველივე ამის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობამ გუნდის ვარჯიშები დროებით შეაჩერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა