შობას გილოცავთ!!!

2024 წელს "ნაპოლის" დიდი შრომა დასჭირდება, ევროტურნირებზე რომ ითამაშოს. ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით, გუნდმა მხოლოდ 3 მატჩში გაიმარჯვა (1 ფრე, 5 წაგება). უახლოესი გამოცდა დღეს, 7 იანვარს, ჩვენი დროით 18:00 საათზეა, როცა ნეაპოლელები 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, საბა საზონოვის "ტორინოს" ტურინის ოლიმპიურ სტადიონზე ესტუმრებიან.

"ტორინოს" გატანა ურთულდება, დაცვაში კი ერთ-ერთი საუკეთესოა. იურიჩის გუნდს სულ 15 შედეგიანი დარტყმა აქვს. სამწუხაროდ, 21 წლის ქართველი მცველი არ თამაშობს. რაც შეეხება "ნაპოლის", ისინი ბევრს უშვებენ (21 გოლი) და არადამაჯერებლები არიან.

ნეაპოლელებმა ტურინელებს 38 მატში 19 მოუგეს, ბოლო დროს კი იტალიის მოქმედ ჩემპიონებს ზედიზედ 5 გამარჯვება აქვთ. ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში იურიჩის გუნდს ორივე შეხვედრაში გაუტანა (ერთხელ პენალტით), ნდომბელეს კი მშვენიერი გოლი გაატანინა. ასე რომ, ქართველს "ტორინოსთან" არ უჭირს. შეგახსენებთ, "კვარას" ახლა 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩამ უკვე 4 გაფრთხილება მიიღო, კიდევ ერთის შემთხვევაში კი დისკვალიფიკაცია ელის. საჩემპიონო სეზონში კვარაცხელიას სულ ერთი ყვითელი ბარათი ჰქონდა. მასზე ხშირად უხეშობენ, ჯარიმდებიან და გაფრთხილებასაც იმსახურებენ. "ნაპოლის" 77-ე ნომერი საფეხბურთო ობსერვატორიამ სერია "ა"-ში ყველაზე ძვირადღირებულად (115.3 მლნ ევრო) დაასახელა.

ახალწვეული მაცოკი

ნეაპოლელებს ტრავმის გამო მეკარე მერეტი, ნათანი და ოლივერა დააკლდებათ. გუნდი ფლანგის მცველ მაცოკით უკვე გაძლიერდა, ახლა ცენტრალურ მცველ დრაგუსინისა და ნახევარმცველ სამარძიჩის შეძენის მოლოდინშია. 13 იანვრიდან აფრიკის თასი იწყება, სადაც ანგისა და ოსიმენი ითამაშებენ. ზელინსკი "ჩემოდნენზე ზის". გარკვეული საკითხებით უკმაყოფილოა კაპიტანი დი ლორენცოც - სიტუაცია იდეალურისგან ძალიან შორსაა. აფრიკელი ფეხბურთელების თემა აქტუალურია. მაგალითად, "მანჩესტერისა" და კამერუნის ნაკრების მეკარე ონანამ განაცხადა, მზადაა 14 იანვარს საკლუბო მატჩი ითამაშოს, 15-ში - სანაკრებო...

რაც შეეხება ტურინულ შეხვედრას, მას 41 წლის მაურიციო მარიანი განსჯის. ბოლოს ნეაპოლელების მატჩის მსაჯი ის მაცარის დაბრუნების დღეს, 25 ნოემბერს იყო, როცა კვარაცხელიას გუნდმა "ატალანტა" (2:1) დაამარცხა, ხვიჩამ კი გაიტანა.

ქ. გ.
გუშინწინ აქ ავხსენი, რატომ არ გადაწყდება ხვიჩას ახალი კონტრაქტის საკითხი მარტამდე. დღეს დადასტურდა, რომ მოლაპარაკება მარტამდე არის გადადებული. პოლიტანოს გაუგრძელეს დღეს კონტრაქტი და მოუმატეს ანაზღაურება.
Charley
პირველ რიგში ხვიჩამ სიმშვიდე უნდა დაიბრუნოს, მაძარიმ სქემა 3-5-2 ან 3-4-2-1-ზე უნდა გადააწყოს და ამ მიღებული კომბინაციით კვარა ისევ აკაშკაშდება. ეს საუკეთესო რეცეპტია ნაპოლის ეხლანდელი "ავადმყოფობის" მოსარჩენად. გაისწორებს კვარა მიზანს ? ეს აუცილებლად გადაედება მთელ გუნდს და ნაპოლის თავდაჯერება ერთი ორად აუმაღლდება.
მაგაშია საქმე-ს
ჰო, გავიგეთ, რომ არ გავიწყდება. ადრეც ხომ თქვი.
დიმიტრი
საზონოვზე დიდი ხანია არაფერი ისმის , ვინ იცით რა ხდება?
სოსო
ვშიშობ,დე ლაურენტისმა,ისე მოშალა შიდა გუნდური ატმოსფერო,რომ მისი გამოსწორება შეუძლებელია.ნაპოლიზე არ ვდარდობ,ხვიჩაც ადრე თუ გვიან,გააღწევს,ხაფანგიდან,მაგრამ ამ ქვეყანას რა ეშველება,ეგ აღარ ვიცი.ამდენი ქვეყნის და კაცის მოძულე რომ განთხევს შხამს,იესო ქრისტეს მოთმინებაც რომ გქონდეს,მაინც აგიცრუებს გულს,კარგი კეთებაზე.
მახო
თაფლობის თვე გადაიზარდა წელში-ეტყობა ძირს ვერ მიაგნო
მამუკა
იცი, იტალიურად რას ნიშნავს ,,კაცო"? ჰოდა ,,კაცო", ,,რუსკი კარაბლს" გაყევი! ))))
ამაშია საქმე
არასოდეს დამავიწყდება საქართველოს რომ არ დაეხმარა ოლიმპიადაზე მოსახვედრად.თანაც ქალის გამო.კაცები ასე არ იქცევიან.
ბრაზი
წარმოუდგენელია,რატომ უნდა აძაგო შენი ქვეყნის ფეხბურთელი,რომელიც,მიუხედავად რთული პერიოდისა,მებრძოლ ხასიათს ამჟღავნებს,მაქსიმალურად იხარჯება და მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს ლიგაში მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა? დარწმუნებული ვარ,მალე ხვიჩა ძველებურად და მეტადაც გაიბრწუინებს,აი ამ ბოღმით აღსავსე ვაიგულშემატკივარ პატარა სულის კაცუნებს კი რა ეშველება?!
ქ. გ.
აურელიო იანვარში გაყიდის ყველას, ვინც გასაყოიდია. მერე ახალ ფეხბურჹელებს შეიძენს იაფად, და მათ მცირე ანაზღაურებას შესთავაზებს: "შენ რატომ გადაგიხდი 5 მილიონს, თუ Serie A- ს საუკეთესო ფეხბურთელს 1 მილიონს ვუხდი?" ამის მერე მოუმატებს ხვიჩას ანაზღაურებას. დაელოდეთ მარტის თვეს.
რიგითი გულშემატკივარი
რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მნიშვნელოვნად იზრდება მასწავლებლების ხელფასი ივლისიდან,რაც შეეხება კვარაცხელიას ხელფასს, მასზე მხოლოდ ვარაუდები არსებობს.
ქ.გ-ს
რატომ უნდა გაეზარდოს უმაქნისია და ძლივს დაგორავს მინდორზე..მალე მოუწევს რუბინში
ქ. გ.
ხვიჩას ანაზღაურება მარტში გაიზრდება მნიშვნელოვნად.
ლაშა
ნაპოლი, წელს ვერ არის ხოდზე! მე მგონი პაზორნად ჩაათავებენ ამ სეზონს. ხვიჩა დროზე მოუსვი და გაასწარი მაგ სოფლის გუნდიდან.
ვაჰმე
ახალ წელს ძველებურად გეთამაშოს,ხვიჩა!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა