მიმდინარე სეზონში თუ ვინმე შეიძლება ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტთა შორის აღმოჩენად ჩაითვალოს, ასეთი სწორედ ბექაა
წელიწადნახევრის წინ "ლელოს" რუბრიკაში "დიდი სპორტის კარიბჭესთან" მკითხველს ბექა ღვინიაშვილი წარვუდგინეთ, როგორც ძიუდოისტთა შორის მომავალი თაობის ერთ-ერთი პერსპექტიული ჭაბუკი. სასიხარულოა, რომ სპეციალისტების და ჩვენი ვარაუდი გამართლდა და აი, მიმდინარე სეზონში თუ ვინმე შეიძლება ახალგაზრდა ძიუდოისტთა შორის აღმოჩენად ჩაითვალოს, სწორედ ისაა.

წლევანდელი ბრწყინვალე სეზონი ბექამ საქართველოს პირველობაზე მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო, რასაც ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოაყოლა, მერე ორ საერთაშორისო ტურნირზეც გაიმარჯვა და ახლახან ოლიმპიური ფესტივალიდანაც ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე კიევში, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ერთ-ერთი მთავარ იმედად სწორედ ის მიიჩნევა.

საჭიდაო არენაზე პირველი ნათლობა ბექას მშობლიური რუისის (ქარელი რ-ნი) ნახერხზე, ქართული ჭიდაობის შეჯიბრებაზე აქვს მიღებული. მალევე მამამისმა, რომელიც წარსულში ასევე მოჭიდავე იყო, გორის ძიუდოს დარბაზში ანზორ თენაძეს და ნიკო ბიბილაშვილს მიუყვანა დასაოსტატებლად.

"ბექამ პირველი დღიდანვე მიიქცია ყურადღება თავისი შესაშური ფიზიკური აღნაგობით და შრომისმოყვარეობით. ასეთი მონაცემების ფალავანს ხომ წარმატების მეტი შანსი აქვს და სასიამოვნოა, რომ ჩვენც სწორი მიმართულება ავიღეთ მის ძლიერ მოჭიდავედ ჩამოსაყლიბებლად. ამასთან, ბევრი ვიმუშავეთ ტექნიკის დახვეწაზე, ფიზიკური შესაძლებლობებით მას არასოდეს უჭირდა. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე, რომ უმცროს ასაკშივე ხშირად დაგვყავდა საერთაშორისო შეჯიბრებებზე, რამაც საერთაშორისო არენაზეც შესძინა გვარიანი გამოცდილება", - გვიყვება ნიკო ბიბილაშვილი.

ერთხანს ღვინიაშვილს მონდომება ზღვარსაც გაცდა და თვითშემოქმედებამ კინაღამ საბოლოოდ ჩამოაშორა იგი არენას.

"ზედმეტი ვარჯიშით "გადამწვარი" ვიყავი, ცოტა ხანს გულზეც კი შემექმნა პრობლემები. ამ მდგომარებიდან გამოყვანაში კი ჩვენი ნაკრების თავკაცის გიორგი ვაზაგაშვილის დამსხურებაა.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნათლად გამარკვია სწორად მეცადინეობის ნიუანსებში, არადა იქამდე ვარჯიშზე იგი თუ რამეს ერთხელ გაკეთებას მავალებდა მე ჯიუტად სამი-ოთხჯერ ვაკეთებდი. როგორც იტყვიან თავს არ ვზოგავდი. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ბაკურიანის შეკრებისას მწვრთნელი ორჯერ გუნდიდან გაშვებითაც დამემუქრა. საბოლოოდ ამ გადამეტებულ დატვირთვას შევეშვი, ნორმალურ რიტმში ჩავჯექი და შედეგი სახეზეა", - ამბობს ბექა ღვინიაშვილი.

ამ ნიჭიერ ჭაბუკს გორის დარბაზსა თუ ჭაბუკთა ნაკრებში ყველა მეტსახელ "ტაისონით" მიმართავს, მაგრამ მსოფლიოში პოპულარულ მოკრივესთვის მიბაძვა თავად არც უცდია. "ცნობილი მოკრივის მეტსახელი ფიზიკური მონაცემების გამო ბავშვობაში შემარქვეს თანატოლებმა. მართალია, მოკრივის კარიერაზე არასოდეს მიოცნებია და ჩემი ერთადერთი გატაცება ძიუდო იყო, მაგრამ ნაცნობებმაც არ დაიშლეს და ასე დავრჩი ყველასათვის "ტაისონად", ოღონდ კიმანოში" - გვეუბნება ჩვენი წერილის გმირი.

ნიშნადობლივია, რომ ღვინიაშვილმა ნებისმიერ წლევანდელ შეჯიბრებაზე მუდამ დამაჯერებლად (იპონით, ან ქულათა დიდი უპირატესობით) აჯობა მეტოქეებს. თანაც როგორც თავად გვითხრა ყოველ მომდევნო შეჯიბრებაზე თავდაჯერება ემატება, თუმცა იქვე ცდილობს ემოციებს არ აჰყვეს და გამარჯვებებმა მასზე თავბრუდამხვევად არ იმოქმედოს. თავს იკავებს მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პროგნოზებისგანაც.

ბოლოს კი ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოსაზრებასაც გაგაცნობთ:

"გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ბექა ღვინიაშვილი ძალიან კარგი პიროვნება და უაღრესად პერსპექტიული ახალგაზრდაა. ძალიან კმაყოფილი ვარ ვარ ამ ბიჭის შრომისმოყვარეობით, თავმდაბალობით და რაც მთავარია, ტალანტით! თუ მან მწვრთნელებს მომავალშიც დაგვიჯერა და ასეთივე კალაპოტში განაგრძო მუშაობა, დარწმუნებული ვარ, რომ დინამიურად განაგრძობს ზრდას და საბოლოოდ ძალიან დიდ შედეგებსაც მიაღწევს" - იმედიანადაა გიორგი ვაზაგაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა