გიორგი შერმადინის "ტენერიფესთვის" და მისთვის პირადად ესპანეთის მე-17 ტურის დარჩენილ მატჩებში კარგი ამბები მოხდა. მოგეხსენებათ, შერმადინი ამ ტურის "ხუვენტუდთან" მოგებულ შეხვედრაში გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32-ს უწია და მას ჰქონდა შანსი, თუ მის შედეგს დარჩენილ მატჩებში ვერავინ გადაფარავდა, ტურის MVP გამხდარიყო. გადაფარვით ვერა, მაგრამ გრანკანარიელმა ეი ჯეი სლაგტერმა მისი შედეგი გაიმეორა. სლაგტერის გუნდმა სტუმრად "ვალენსიას" მოუგო, ამერიკელი ლეგიონერის საერთო სტატისტიკური მონაგარი კი შერმადინივით 32 იყო. შესაბამისად, მე-17 ტურის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ამ ორმა კალათბურთელმა – გიორგი შერმადინმა და ეი ჯეი სლაგტერმა გაიყვეს.

მეორე ამბავი კი ესპანეთის სამეფო თასის გათამაშების საგზურია, რომელიც "ტენერიფემ" ბოლო მომენტში მოიპოვა. აღნიშნულ ტურნირზე რომ გასულიყო, "ტენერიფეს" მეტოქეებიდან ერთ-ერთს – ან "ბასკონიას", ანაც "მანრესას" უნდა წაეგო. საქმე ისაა, რომ მე-17 ტურით პირველი წრე სრულდებოდა და შუა რეგულარულ სეზონში რომელი გუნდებიც ცხრილის 8 საუკეთესოს შორის იქნებოდნენ, თასის გათამაშებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. "მანრესამაც" წააგო და "ბასკონიამაც" – შესაბამისად, "ტენერიფემ" ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა და თებერვალში, თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

"ტენერიფესთან" ერთად აღნიშნულ ტურნირში ითამაშებენ – "რეალი", "ბარსელონა", "უნიკახა", "გრან კანარია", "მურსია", "ვალენსია" და "მანრესა".

GBF.GE

BOSS
სლაგტერი არაა,სლოუტერია
ნოდო
ტენერიფეს საუკეტესო მომხსნელი რომ გახდა ამავე სტატიაშიც გეხსენებინათ
Gio
ამხელა შესაძლებლობების ადამიანს ნაკრებში ვერ იყენებენ
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში