საბერძნეთის ქალაქი კავალა მოჭადრაკეთა მე-20 საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს, რომელშიც სამი ქართველი მოჭადრაკე იბრძვის
კავალა (საბერძნეთი) მოჭადრაკეთა მე-20 საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. A ტურნირში საპრიზო ადგილებისთვის 18 ქვეყნის 109 მონაწილეს (29 დიდოსტატი) შორის სამი ჩვენებურიც იბრძვის. მე-5 ტურში სამქულიანი გიორგი მარგველაშვილი მასპინძელ სტელიოს ჰალკიასს დაუზავდა. ასევე, ყაიმზე შეთანხმდნენ ინგა ჭარხალაშვილი და გეორგიოს ძინძიოსი, ხოლო საქართველოს ჩემპიონმა დავით ზარქუამ შავი ფიგურებით იოანის სიმეონიდისს (საბერძნეთი) აჯობა.

რაც შეეხებათ ლიდერებს, მე-5 ტურში ყაიმზე შეთანხმდნენ დმიტრი სვეტუშკინი (მოლდოვა) და დრაგან შოლაკი (სერბეთი), რომლებმაც 4,5-4,5 ქულით მეწინავეობა შეინარჩუნეს. ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით 10 მოჭადრაკე ჩამორჩებოდა.

გუშინ მე-6 ტურში ქართველებს მეტოქეებად მასპინძლები ჰყავდათ და სამივე შეხვედრა ყაიმით დამთავრდა. დაზავდნენ გიორგი მარგველაშვილი-ანტონიოს პავლიდისი, დავით ზარქუა-სტელიოს ჰალკიასი, გეორგიოს კეძეძისი-ინგა ჭარხალაშვილი. საერთოდაც, გუშინდელი ტური საკმაოდ მშვიდობიანი აღმოჩნდა. ლიდერთა რვა პარტია ყაიმით დამთავრდა.

დრაგან შოლაკი (სერბეთი)-ჩანდა სანდიპანი (ინდოეთი), აფჯით გუფთა (ინდოეთი)-დმიტრი სვეტუშკინი (მოლდოვა), დიმიტრიოს მასტროვასილისი (საბერძნეთი)- გოპალი (ინდოეთი), ვლადიმირ ბურმაკინი (რუსეთი)-ალექსანდრ ზუბარევი (უკრაინა), ათანას კოლევი (ბულგარეთი)-ნიკიტა მაიოროვი (ბელარუსი) ყაიმზე შეთანხმდნენ. მათეულ ბარტელმა (პოლონეთი) შავი ფიგურებით მომჩილ ნიკოლოვს (ბულგარეთი) სძლია და 5 ქულით ლიდერებს - შოლაკსა და სვეტუშკინს წამოეწია. ზარქუას და მაღალაშვილს 4-4, ჭარხალაშვილს კი 3,5 ქულა აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს