აურელიო დელაურენტისი გაბანკროტებული და C1-ში დაქვეითებული „ნაპოლის“ მფლობელი და პრეზიდენტი 2004 წელს გახდა, გასულ სეზონში კი მისმა გუნდმა სკუდეტო მოიპოვა. მისი დამსახურება მართლაც დიდია, თუმცა ოქროს მედლების მოპოვებისას გარემოებათა დამთხვევას და გამართლებას ჰქონდა ადგილი. პირველ რიგში, ეს ხვიჩა კვარაცხელიას მოულოდნელობის ეფექტი გახლდათ, რომელთან ტანდემში ვიქტორ ოსიმენი გაბრწყინდა, თანაც ნეაპოლელთა ყველა მეტოქეს ჩავარდნა დაეწყო და 33 წლის ლოდინის შემდეგ „ნაპოლიმ“ ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა, რასაც, ალბათ, კლუბის მფლობელი 2022 წლის ზაფხულში ვერც კი წარმოიდგენდა.
და შეიფერა დე ლაურენტისმა დიდება, გაიბღინძა, მაგრამ მათ, ვინც კლუბს ეს დიდება მოუტანა, ღვაწლი არ დაუფასა. მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ შეატყო რა, რომ უკვე მეორე წრეში გუნდი ინერციითღა მოძრაობდა, დროულად გაცლა ამჯობინა, ისევე, როგორც სპორტულმა დირექტორმა კრისტიან ჯუნტოლიმ, რომლის შესახებ აურელიომ თქვა, რომ კვარაცხელია მან კი არა, არამედ თავისმა შვილმა ედოარდომ აღმოაჩინა, ხოლო სპალეტის დასცინა - ბოსტანში სამუშაოდ გავუშვი, ის კი იტალიის ნაკრებში წავიდაო. დონ აურელიოს საერთოდ ახასიათებს ასეთი ირონიული და დამცინავი გამონათქვამები ყოფილი თანამშრომლების მიმართ. თითქოს დაეუფლა განცდა, რომ ფეხბურთშიც ისეთივე წარმატებული გახდებოდა, როგორც კინოინდუსტრიაში. ევროპის სუპერლიგის მხარდაჭერით ფიფასა და უეფას ხელმძღვანელობა გადაიკიდა, ხოლო სპალეტის „სკუადრა აძურას“ თავკაცად დანიშვნისას საკომპენსაციო თანხის მოთხოვნის გამო - იტალიის ფეხბურთის ფედერაცია და რა გასაკვირია, რომ ხანდახან მსაჯები საკამათო სიტუაციაში გადაწყვეტილებებს „ნაპოლის“ საწინააღმდეგოდ იღებენ.
ვერ ვიტყვით, რომ დე ლაურენტისის მმართველობის სტილი დიქტატორულია, უფრო ავტორიტარულია. ეს მეტადრე უკანასკნელ ხანს გახდა თვალშისაცემი, როდესაც სპალეტის და ჯუნტოლის ნაცვლად რუდი გარსია (შემდეგ ვალტერ მაცარი) და მაურო მელუსო დანიშნა, რომლებიც დირექტივებს უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ და პირადი ინიციატივის გამოვლინება არ სჭირდებათ. მარიონეტი ხელქვეითები მორჩილები არიან და მითითებებს ასრულებენ, მაგრამ ამან რა შედეგიც გამოიღო, ყველამ დაინახა. სათამაშო შემადგენლობას, ტაქტიკას, ცვლილებებს და ყველაფერს, სავარაუდოდ, თავად პატრონი წყვეტს. თუმცა მიხვდა, რომ რაღაც უნდა მოიმოქმედოს და ისევ დაუკავშირდა ანტონიო კონტეს, რომელიც სიტუაციის შესაფასებლად „ტორინოსთან“ მატჩს დაესწრო და ნეაპოლური გუნდის საცოდაობას უყურა. ეგაა, წუწურაქი (და არა ხელმომჭირნე) აურელიო ისევ ვერ შეუთანხმდება პირობებზე, ვინაიდან კონტე სრულ კარტ-ბლანშს, მაღალ ხელფასს და ძვირადღირებულ ტრანსფერებს მოსთხოვს.
დე ლაურენტისს სურს მინიმალური ინვესტიციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს, რაც წარმოუდგენელია. შეიძლება ერთხელ გაგიმართლოს, უკეთეს შემთხვევაში - ორჯერაც, მაგრამ მუდამ ასე არ იქნება. სტაბილურად წარმატებული კლუბის ასაშენებლად სერიოზული თანხების დახარჯვაა აუცილებელი, აგრეთვე - სწორი მენეჯმენტი და არა წამყვანი ფეხბურთელების გასხვისება. ვინ იცის, რამდენი ქულა დაიკარგა იმის გამო, რომ კიმ მინ ჯე „ბაიერნს“ 30 მილიონ ევროდ მიჰყიდა და მის ნაცვლად ნათანი 5 მილიონად შეიძინა. იტალიის ჩემპიონატის მოგებისას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ სუპერლიგაში შესვლით ელიტარულ საფეხბურთო საზოგადოებაში დამკვიდრდება, თუმცა ის დიდი „მოთამაშე“ ვერასოდეს გახდება, რამეთუ ნეაპოლური კლუბი არასოდეს ყოფილა იმ ელიტის წარმომადგენელი და თვითონ მისი პრობლემური და ამპარტავანი პერსონაც ბევრისათვის, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია.
თავისთავად, სკუდეტოს მომგებ ფეხბურთელებსაც გაუჩნდათ ამბიცია, უკვე სხვა სტატუსის მქონედ იგრძნეს თავი და ბუნებრივია, ანაზღაურების სრულიად სამართლიანად მომატებაც უნდათ. სახელფასო განაკვეთი რომ გადახედვას საჭიროებს, ეს ცხადზე ცხადია. მაგალითად, გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელია იმაზე ორჯერ ნაკლებს იღებს, ვიდრე დიეგო დემე, რომელიც წინა წელს მოედანზე საერთოდ არ გასულა, რაც ნონსენსია. ოსიმენს კონტრაქტი კი გაუგრძელა და გასამრჯელოც 10 მილიონამდე გაუზარდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა (130 მილიონი) ჩაუწერა, მგონია, ისე წავა გუნდიდან, იმ გაზრდილ ხელფასს ვერც აიღებს.
ბუნებრივია, ასეთ პირობებში ფეხბურთელებს ენთუზიაზმი გაუნელდათ, ძველებურად აღარ ირჯებიან, მატჩებისას ნაკლებს მოძრაობენ, არ იხსნებიან, ბურთს სტატიკურ მდგომარეობაში იღებენ და ა.შ. ასეთ სიტუაციაში კვარაცხელიასაც უჭირს თავის წარმოჩენა. შესაძლოა, ხანდახან თავსაც უფრთხილდება (ან რატომ არ უნდა გაუფრთხილდეს), თითქოს ხალისიც დაკარგა, სისწრაფეც, სისხარტეც, ჩვეული ბრძოლის ჟინიც არ ეტყობა. ხვიჩასთვის ახლა მთავარია, ფსიქოლოგიურად არ გატყდეს და ხვალინდელი დღის იმედი ჰქონდეს. არაა გამორიცხული, რაც ხდება, „კვარასთვის“ უკეთესიც იყოს, რადგან სანამ მისი სატრანსფერო ფასი დაეცემა, დე ლაურენტისმა გაყიდოს კიდეც. ვინ იცის, მაგისას რას გაიგებ...
მიმომხილველი
გელა
სრული ჭეშმარიტებაა, ესეთ დაუდევარ და ღორმუცელა კაცთან ლაპარაკიც არ ღირს, ხვიჩამ პირველ თვეშივე დაიმსახურა ხელფასის მომატება, როცა თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მაგან კი ბრმა იარაღად გამოიყენა და სხვებსაც დააკლო ხელფასი,პასებს აღარ აძლევდნენ რომ თავი ვეღარ გამოეჩინა, ფეხბურთელები ერთმანეთს გადაკიდა და მაგიტო მიდიოდა გუნდი ინერციით მეორე წრეში, კიმი რამდენჯერაც შეცვალეს იმდენი გოლი გაუშვა ნაპოლიმ, როგორ შეიძლებოდა მისი გაყიდვა, ფული ამჯობინა და ვხედავთ რას დემგვანა საათივით აწყობილი გუნდი, ეხლა ხვიჩასაც იყიდის ვინმე და მაგათ წყალიც აღარ წაიღებს, სპალეტიმაც მაგიტო დატოვა გუნდი, იცოდა რაც მოხდებოდა და რატო უნდა შეერცხვინა თავი?
ხათუნა
კარგი ანალიზია, საბსებით ვეთანხმები, დე ლაურენტისმა იწუწკა ყველაფერში და ძვირადაც დაუჯდა, გუნდს თითქოს სურვილი გაუქრა თამაშის, მინდორზე დადიან განწყობის გარეშე და უმოტივაციოდ. დე ლაურენტისთან გაჩერება აღარ ღირს, ხვიჩამ უნდა დატოვოს ნაპოლი, სანამ როგორც ფეხბურთელი ჩაკვდება, როგორც კი შანსი მიეცემა
თენგო
სტატია მომეწონა გეთანხმები აბსოლუტურად
lekso
როცა გუნდი ჩემპიონი ხდება, რაღაც-რაღაცეები უნდა გადაფასდეს, რადგან რეგრესს ხშირად ზედმეტი თავდაჯერებულობაც იწვევს. ახალი ძალა ისეთი ვერ მივიდა, როგორიც საჭირო იყო, წინა წლის ხერხემალი ანგისა ლობოტკა, ვერ თამაშობს ჩვეულად, კვარას ორ-სამ მცველთან მჭიდრო დაცვით, ფიზიკურად უწევს ბრძოლა. ყველა აღნიშნავს - ბევრს დარბისო, იმიტომ რომ მთლიანად გუდი არაა სინქრონული, კონტრზე საერთოდ იშვიათად აქვს შანსი, მაგრამ ვფიქრობ რომ ის რაღაც ახალს იპოვის და დაბრუნდება უკეთესი... რატომღაც ასე მგონია...
ზაზა გ.
კარგად დაწერილი სტატიაა. ნაპოლს (ღრმა) დაღმასვლა აქვს სამწუხაროდ, ხვიჩამ ჯობია (ჩემი აზრით) თავი დააღწიოს და სხვა კაი კლუბში გადავიდეს!
zura222
და ამ დროს გამოგეღვიძაა DD მართლა გჯერა რომ ამ ყველაფერს გააკეთებს ის ფულის ღორი ? DD
ჟორა გაბრიჭიძე
ლავრენტიმ რა თქმა უნდა ნაპოლი არაფრიდან შექმნა და ჩემპიონობამდე მივიდნენ,მაგრამ მიღწეულს, რომ განმტკიცება უნდა და ამისთვის დაღლილ გუნდს გაძლიერება უნდოდა და არა დაცვის ცენტრის მოშლა, ეს დაავიწყდა. ასევე დაავიწყდა, რომ საშუალო გუნდის ფეხბურთელს და ქვეყნის ჩემპიონს, სხვადასხვა ანაზღაურება უნდა ჰქონდეს და ძირითადის ყველა ფეხბურთელის ხელფასი უნდა გადახედილიყო. ეს იქნებოდა ამ ბიჭებისთვის დოპინგი და უფრო სერიოზულად მიუდგებოდენ სეზონისთვის მზადებას. მაგან კი ბიჭებს ზემოდან დაუწყო ყურება, თითქოს ჩემპიონობა მაგის მარდი ფეხების დამსახურებაა და არა ბიჭების. რაც შეეხება ხვიჩას, ის 10 მილიონიანი ფეხბურთელიდან 115 მილიონიანი ერთ წელში გახდა, ამიტომ უნდა აგრძნობინოს ლავრენტის, რომ ძნელი აღმასვლაა თუ არა დაღმართში დაშვებას დიდი შრომა არ სჭირდება და გახდეს ისევ 10 მილიონიანი ფეხბურთელი ორჯერ-ორია.
Vito
კონტე უდაოდ დიდი მწვრთნელია და ხვიჩასთვის კარგი შესაძლებლობა იქნება მასთან ერთად თუ მოუწევს მუშაობა.. დე ლაურენტისი ხვდება თავის შეცდომებს.. დაიწყებს გამოსწორებას.. ხვიჩას კონტრაქტს გააუმჯობესებს,მოიყვანს ახალ ტრენერს და ორ კარგ ფეხბურთელს მინიმუმ.. თუ არა და მოუწევთ დაღმა სვლა..
zura222
კონტე არ წავა ნაპოლიში ვარიანტი არ არსებობს ! გარსია და მაცარი არაა ადვილად რო მოითმინოს მის საქმეებში წამდაუწუმ ჩარევა და თუ წავა მაშინ კონტრაქტში ისეთ მუხლებს ჩააწერინებს როგორიც იმას აწყობს და ამაზე კი ის სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი არ დათანხმდება ! კონტე გარსია და მაცარი არაა და გაცილებით უკეთეს გუნდში შეუძლია წავიდეს მწვრთნელად !
გოგია
ეგრეა, ,,უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია". მაგრამ აბონ ციციაშვილისა არ იყოს, ალბათ დაავიწყდა ლავრენტას რუსთაველის აფორიზმები. :)))
თემური
პროფესიონალურად დაწერილი სტატია!
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
"ბედნიერი ვარ, რომ "ნაპოლის" კონტე აღარ გაწვრთნის" - კევინ დე ბრუინი
[VIDEO] "მე ასე გეუბნები!" - დე ლაურენტისისა და კონტეს გიჟური პრესკონფერენცია
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
რა შარში გაყო თავი - "ნაპოლის" ალეგრი ჩაიბარებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"ეს რა დაბრკოლება იქნება?!" - დე ლაურენტისმა დე ბრუინისა და ლუკაკუს მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთა
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
"ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება. ვნახოთ, რამდენად შეასრულებს ჩემს მოთხოვნას" - დე ლაურენტისმა ალეგრიზე ისაუბრა