უკვე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, ვინ მოხვდება ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიოს თასზე და ვინ არა
ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე 35 დღე დარჩა. გუნდები გამალებით ემზადებიან და უკვე, ფაქტობრივად, შესაძლებელია ვივარაუდოთ, ვინ მოხვდება მსოფლიოს თასზე და ვინ არა. ვინ უკვე საკმაოდ ცხელია, მოედანზე ცეცხლს ანთებს და ვინ კიდევ გაცივდა.

ისინი მოედანზე ცეცხლს ანთებენ

ქუადე კუპერი და ვილი გენია: ბრისბენის "რედსისა" და ავსტრალიის ნაკრების წამყვანი დუეტი შეტევით პოტენციალში პირდაპირ იწვებიან. კუპერის და გენიას დიდი დამსხურებაა ბრისბენულმა კლუბმა ზე რაგბის გათამაშება რომ მოიგო. გამორიცხული არ არის ამ ბიჭებმა "ვოლაბებს" წლეულს სამი ერიც მოაგებინონ. მათ "ბოკე" უკვე ბეჭბზე დასცეს, ახლა "ოლ ბლექსის" ჯერია და მერე, წინ მსოფლიოს თასია....

მანუ ტუილაგი - საყოველთაოდ ცნობილი სამოელი ხუთი ძმიდან ის ყველაზე უმცროსია. დიდი ხანი არ გავიდა მას შემდეგ, რაც მანუმ ინგლისელ ვარსკვლავ, გარემარბ კრის ეშტონს ყბაში უთავაზა. ამას ხელი არ შეუძლია ლესტერელი შუამარბისთვის შესანიშნავი სეზონი ჩაეტარებინა. ეშტონი და ტუილაგი შერიგდნენ და "პომების" თავკაცი მარტინ ჯონსონი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ისე გაუხარდა 20 წლის ამომავალი ვარსკვლავის ნაკრებში მიწვევის საშუალება რომ მიეცა.

კულუარული ინფორმაციით, მანუ ტუილაგი 13 აგვისტოს უელსთან მატჩში ძირთად შემადგენლობაში იქნება.

ქორი ჯეინი - სამი კვირის წინათ მას ნაკრების 30-კაციან შემადგენლობაში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა. ჯეინმა ხელზე თითი დაიშავა და სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა. ახლა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. მან "ბოკესთან" ბრწყინვალედ ითამაშა, ორი ლელო გაიტანა და "ოლ ბლექსის" მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ ხოტბა შეასხა. სავარაუდოდ, ქორი ჯეინს თავის გამოჩენის საშუალება ამ უქმეებზე ავსტრალიასთან მატჩშიც ექნება. ვნახოთ, როგორ ითამაშებს ბიჭი.

არგენტინა და იტალია - მსოფლიო თასზე მოასპარეზე ყველა გუნდის ეკიპირება უკვე ვნახეთ. ყველაზე "სტილნები" არგენტინისა და იტალიის ნაკრებები იქნებიან. ამ საქმეში იტალიელებს ბადალი არ ჰყავთ, "პუმებმაც" ფეხი აუწყვეს. კარგად უმუშეავიათ ფერებზე სამოას ნაკრების დიზაინერებსაც.

ნატალ შარქსის გოგონები - აი, ესენი კი მართლა ცეცხლს ანთებენ. "ქარის თასის" გათამაშების მატჩების მსვლელობისას ისინი საცვლების ამარა ცეკვავენ და ... მგონი საკმარისია.

ისინი დანიდინის ზამთრის საღამოებზე უფრო ცივები არიან

მეთ გიტო - განგაშის ზარი მის კარიერაში მაშინ დაირეკა, როცა სამი კვირის წინ, ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელმა, რობი დინსმა გუნდის შემადგენლობაში არ შეიყვანა. გიტოს ამ მატჩიდან ერთი კვირის თავზე არც სამხრეთაფრიკელებთან უთამაშია. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "ვოლაბების" კვართით მას ვერც ოქლენდში ვიხილავთ "ოლ ბლექსთან" დაპირისპირებაში. ცხადია, მწვრთნელის გადასაწყვეტია, წაიყვანოს თუ არა მეთი მსოფლიოს თასზე, მაგრამ თუ ბოლო ხანს მის მიერ ნაკრებში ჩატარებულ უფერულ მატჩებს და "ბრამბიზში" გატარებულ წარუმატებელ სეზონს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თავის ახალ გუნდს, ფრანგულ "ტულონს" დაგეგმილზე ადრე შეუერთდება.

მორნი სტეინი- შესაძლოა მის მიმართ ზედმეტად მკაცრნი ვართ. ძნელია გუნდს იმ მდგომარეობაში, რომელშიც ამჟამად სამხრეთ აფრიკის ნაკრები იმყოფება, რაიმე ხეირიანი შესძინო. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მორნი სტეინი ძალიან შორსაა თავისი საუკეთესო სათამაშო ფორმიდან.

ბოროტი ენები ამბიბენ, რომ "ბოკეს" თავკაცი პიტერ დე ფილიერსი მის შემცვლელს ეძებს. ამ შემთხვევაში მას არჩევანის გაკეთება პატრიკ ლამბიესა და ბუჩ ჯეიმზის შორის მოუწევს.

ფიჯის ნაკრები - ოთხი წლის წინ ამ ქვეყნის ნაკრები მსოფლიო თასის მშვენება იყო. ფიჯელებმა უელსელები გააწბილეს და მეოთხედფინალში ლამის სამხრეთ აფრიკის ნაკრებსაც სძლიეს. ამჟამად მდგომარეობა სულ სხვაგავარად იქნება. ფიჯური რაგბის მამები დღემდე სპონსორებს ეძებენ და ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. ამას ისიც დაუმატეთ, რომ საკმაოდ ბევრ მოთამაშეს ახალ ზელანდიაში შესვლის უფლება არ მისცეს, ამ ქვეყნის დიქტატორულ რეჟიმთან კავშირის გამო.

ასეა, ფიჯელებითვის ახალ ზელანდიაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები არ მოიძებნება.

ყველა კივი, ვისაც მსოფლიოს თასი არ აღაფრთოვანებს - ახალი ზელანდიიდან ონლაინ გამოკითხვის გამაოგნებელი შედეგები მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს თასის გათამაშებას მოუთმენლად მოსახლეობის მხოლოდ 37 პროცენტი ელოდება, არ ელოდება 35 პროცენტი, ხოლო დანარჩენისთვის სულ ერთია ჩატარდება თუ არა. რა?! წარმოუდგენელია! რაღაც აქ ისე არ არის. იმედი გავქვს რაღაც შეცდომაა, თუ არა და როგორც კი შეჯიბრება დაიწყება, ეს მონაცემები რადიკალურად შეიცვლება.

ინგლსის რაგბის კავშირი - ეს ისტორია დიდი ხანია გრძელდება. არადა აღარ დასრულდა ამ ორგანიზაციაში ფინანსური თუ პოლიტიკური დავა-კამათი. ინგლისის რაგბის კავშირს აღმასრულებელ დირექტორ პიტერ ტომასს ბოლოს ყოველივემ თავი ისე მოაბეზრა, რომ გუდა-ნაბადი აიკრა და წავიდა.

ინგლისურ რაგბის დღემდე არ ჰყავს ხელმძღვანელი, აღმასრულებელი დირექტორი, ფინანსური დირექტორი, ადამიანიური რესურსის მმართველი და ასე შემდეგ. როგორც მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, ამას კიდევ დიდხანს არ ეშველება. არადა მატარებელი მიქრიიის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა