"ნაპოლი" მეორე წრეს იწყებს, 2024 წლის პირველ საშინაო შეხვედრაში "სალერნიტანას" უმასპინძლებს - დღეს, 13 იანვარს, ჩვენი დროით 18:00 საათზე და მიმდინარე სეზონში საშინელი საშინაო სტატისტიკის დადებითად შეცვლას ეცდება. გუნდს საკუთარი "მარადონა" წყევლად ექცა.

ვალტერ მაცარის გუნდი შოკიდან გამოსვლას ლამობს, ფილიპო ინძაგის ბიჭები კი "იუვენტუსთან" (1:2) ბოლო წუთებზე დრამატული მარცხის ემოციების ქვეშ არიან. არადა, ცოტა ხნის წინ იმავე ტურინელებთან ისინი თასზე (1:6) განადგურდნენ. სალერნოელები ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან და დასაკარგი არაფერი აქვთ.

წაგებები, გოლის გაუტანლობა - ეს ნეაპოლელთა ბოლოდროინდელი ამბებია. გუნდი აფრიკის თასის გამო გვარიანად დასუსტებულია (ოსიმენის და ანგისას არყოფნა). ამას ტრავმები და დისკვალიფიკაციები ემატება. იტალიის მოქმედი ჩემპიონები მე-9 ადგილზე არიან, თუმცა ტურს ხსნიან და გამარჯვების შემთხვევაში, მიმდინარე ცხრილში მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლებენ. აფრიკის თასზე ფეხბურთელები ინძაგისაც ჰყავს, მათ შორის, ბულაე დია. ტრავმირებულია თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების წევრი გრიგორის კასტანოსი.

ამ გუნდებმა პირველ წრეში 2023 წლის 4 ნოემბერს ითამაშეს და "ნაპოლიმ" რასპადორისა და ელმასის გოლებით (2:0) გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიასთვის პირველი შანსი იყო, რომელიმე იტალიურ კლუბს მეოთხედ დაპირისპირებოდა, თუმცა სალერნოელებთან გასული წლის იანვრის შეხვედრა მან გაციების გამო გამოტოვა. იმედია, ქართველი გარემარბი "პიპოს" გუნდთან "მშრალ" სერიას შეწყვეტს და შედეგიანი მოქმედება ექნება. 5 გოლი, 3 საგოლე პასი, 2 მოპოვებული პენალტი - ეს ჩვენებურის მიმდინარე მონაპოვარია.

შეხვედრას ლივიო მარტინელი განსჯის. ბოლოს ნეაპოლელების მატჩის მთავარი მსაჯი ის 2023 წლის 21 მაისს იყო, როცა მათ საკუთარ მოედანზე "ინტერი" (3:1) დაამარცხეს; ხოლო მეოთხე არბიტრი - ცოტა ხნის წინ "ფროზინონესთან" თასზე (0:4) განადგურებისას.

ამ მატჩის პარალელურად, საბა საზონოვის "ტორინო" "ჯენოას" ესტუმრება, გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" კი "ატალანტას" ორშაბათს (23:45 სთ) ეწვევა.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს -

კვირას, 14 იანვარს, ჩვენი დროით 19:15 საათზე, გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "კადისს" ესტუმრება; ამავე დღეს, 18:00 საათზე, გიორგი მიქაუტაძე "მეცს" "ტულუზასთან" საშინაო მატჩში დაუბრუნდება; უფრო ადრე, 16:00 საათზე, გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი" ქპრ-ს გასვლაზე შეხვდება.

NAPOLI!
შენ გაგახარებს ღმერთი, მაგას ვამტკიცებ ერთი წელია, როგორც კი დაინახა ოსიმენმა კვარა, ეგრევე მიხვდა რა ტუზი დაეცა!!!! არც ელმასი, არც ზიელენსკი, არც რასპადორი და არც ოსიმენი მისი მეგობრები არ არიან და არც ყოფილან! დი ლორენცო და ოსტიგორი აი კაცები!!!!!
სოსო
კვარას ნაპოლიში ყავს ერთადერთი და ნამდვილი მეგობარი, დი ლორენცო!!!ოსიმენი მისი მეგობარი არასოდეს ყოფილა!!!!
იმერელ-ს
ერთა ლიგა, რომ მოგვაგებინა იმასაც პატიობ?,ან ესპანეთეთთან გოლებს?ან შოტლანდიასთან?ან შვედეთთან რომ მოგვაგებინა?ან ნაკრებში ყველაზე მეტი გოლი, რომ აქვს გატანილი მოქმედ ფეხბურთელებს შორის??!! ვერ ვიტან დაუნახავებს,შენნაირები არაფერს არ იმსახურებენ!!!
ქ. გ.
თამაშის წინ მოთელვის ვიდეო აქ დაიწყება 5 საათზე თბილისის დროით https://www.youtube.com/live/YLIrRsFR2yc?si=PFzU7lU42fq7pR9G
მეგრელი
ხვიჩას წარმატებები, მაგრამ ამათ ჯახირს ვეღარ ვუყურებ დიდი ბოდიში
გიორგი-ს
არ ექვემდებარება მკურნალობას
გენა-ს
დანარჩენი ხომ ყველაფერი ადექვატური დაწერა, მარტო ბოლო სიტყვები რომ გაიკვირვე. :)))
მამუკას
გასაგებად წერია, რომ მიმდინარე ცხრილია და ვინმეს წარმოუდგენია, რომ მაგ ადგილს ტურის ბოლომდე შეინარჩუნებს?
გიორგი
იმკურნალე
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
3-1
ჯარჯი
არ აპატიო, გაფიცებ ყველაფერს
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
და რო წააგონ ევროკავშირის კანდიდატობას ვკარგავთ ხო? აუუუ რა ტეხავს ! არადა კანდიდატ ნაუკ! მაგრა ასწორებს ხო? ბურთი კი მრგვალიაო როგორც ამბობენ. ღმერთმა იცის საით გაგორდება.
ქედო საკოხია
ნაპოლი განადგურდება. დროა, სხვარადონა რუსთავში დაბრუნდეს!
ხვიჩა
აქამდე გეპატიებინა შე კაცო, ხვიჩა განიცდიდა და დათრგუნული თამაშობდა. აწი ნახე მისი ათამაშება რომ გაიგებს შენს სულგრძელობას ))
ხვიჩა
აქამდე გეპატიებინა შე კაცო, ხვიჩა განიცდიდა და დათრგუნული თამაშობდა. აწი ნახე მისი ათამაშება რომ გაიგებს შენს სულგრძელობას ))
მამუკა
ესე იგი თუ მოიგებს მე-6 ადგილზე გადავა? სხვა გუნდები ბუმბულს წეწავენ თუ ჩრდილში ზიან და ერთობიან.
იმერელი
მიუხედავად იმისა რომ საჯაროდ ბოდიში არ მოიხადე, მე გპატიობ, რომ ახალგაზრდულზე სიხარული მოგვპარე, უაზროდ მიიღე ყვითლები და რისკის ქვეშ დადგა ჩვენი გასვლა ევროპაზე. ღმერთი იყოს შენი მფარველი! წარმატებები!!!
რობი
მისი მფლობელის წყალობით, ნაპოლიში მდგომარეობა ახლა ტოქსიკურია, უმაღლესი დონის მწვრთნელებს, თუნდაც დიდი ფულისთვის, არ სურთ არაადეკვატურ ლაურენტისთან ურთიერთობა, კარგ ფეხბურთელებს არ უნდათ ნაპოლიში გადასვლა. გუნდში ქაოსია, უკმაყოფილოა კლუბით ხვიჩა, დი ლორენცო, ზილინსკი, მარიო რუი, ოსტეგაარდი, სემეონე. ბევრს სურს კლუბის დატოვება. და თუ ნაპოლი, ასეთ დაშლილ მდგომარეობაში, ფრეს ითამაშებს, კარგი იქნება.

დღეს უეჭველი გაიტანს ხვიჩა
გენა
რა შუაშია სომხები.
ჯუᲦა
კი კი ჯუღაევი უკვე პერეგავორებ შია, ისე კი ჩვენ "აიაქსს" ჭაობი ვუწოდეთ და "ტოპ" მარტო "რეალია"?
კ ო მ ბ ლ ე
ნახეთ რაფრა აკუნტრუშდეს! მიდი ხვიჩა! ახტი ბიჭოოო! ახტი და მერე კიდო სამჯერ მონდომებით ჩაბუქნე სომხების ჯინაზე.
L.J .
erti sheagdos da 3 quliani!!!magari rtuli tamshi elit...imedia moigeben da supertasis win xasiats mainc gamoisworeben!!!
ქ. გ.
ხვიჩა! გაბრაზდი და 3 გოლი გაიტანე ამ თამაშში.
beqa
2025 წლის ზაფხულში იმედიმაქ ტოპ გუნდი წაიყვანს მანამდე ეს სეზონი 10გოლზე ავიდეს და ასისტებს მოუმატოს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"უნივერსიტატეამ" მექვაბიშვილის MLS-ში ტრანსფერი დაბლოკა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ
[VIDEO] "იბერია 1999"-მა "ფლორას" ბარიერი გადალახა - ასეთი თამაშით "სლოვანის" ძლევა ძალიან გაუჭირდებათ
ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
დაბრუნება მშობლიურ გუნდში - აზარი ლიგა 1-ში ითამაშებს
"ბარსელონამ" შესაძლოა, საშინაო მატჩები ოლიმპიურ სტადიონზე კვლავ გამართოს
"პერესს ვურჩიე, თუ ერთ ფეხბურთელზეა ფული დასახარჯი, ის შეიძინოს" - მაკელელემ ფავორიტი დაასახელა
დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW
ფერანის მორიგი გაშორება - ტორესმა ქალებთან ურთიერთობა ვერაფრით დაალაგა
იტალიის ნაკრებს სავარაუდოდ, პირლოს ჩააბარებენ
ალისონის წასვლა მაინც შესაძლებელია? - "ლივერპული" ბრაზილიელის გაშვებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დათანხმდება
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
შედგება თუ არა თოფურიასა და გეიჯის რემატჩი - ამერიკელი მებრძოლის აგენტმა ყველაფერი განმარტა
ეს ხუმრობა როდია - სენეგალის ნაკრების ექიმი გინეკოლოგი ყოფილა
მოურინიომ "ნაპოლის" ნახევარმცველის დამატება მოისურვა
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია
"ამ ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი ვარ, "ბაიერნს" მოუხდებოდა" - სანიოლმა ყოფილ გუნდს რჩევა მისცა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
"ოქროს ბურთი 2026" - ცნობილი გახდა რომელ პოზიციაზეა კვარაცხელია
[PHOTO] კვარაცხელია ბრაზილიის მუნდიალიდან გავარდნასა და ნეიმარის სანაკრებო კარიერის დასრულებას გამოეხმაურა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
ალეგრის კოვზი ნაცარში ჩაუვარდა - ხილა "მილანში" გადავიდა და მასიმილიანო უკმაყოფილო დარჩა
კვარაცხელიას მნიშვნელოვანი თანაგუნდელი შეიძლება "რეალში" გადავიდეს
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
ჩინებული ამბავი: საზონოვმა და კვარაცხელიამ შეიძლება ისევ ერთ ჩემპიონატში ითამაშონ
მსგავსი რამ კვარაცხელიასთან რატომ არ გააკეთეს? - "ნაპოლი" მაკტომინეის თავის საზომით ბრწყინვალე პირობებს სთავაზობს, მაგრამ...