ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ, წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, მოთამაშეთა პროფკავშირისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა
ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია სასამართლოში უჩივის მოთამაშეთა პროფკავშირს. ეს გადაწყვეტილება ლიგის ხელმძღვანელობამ სამშაბათს გამართული წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ მიიღო.

NBA მოთამაშეებს ადანაშაულებს იმაში, რომ მათ არ სურთ პატიოსნად და ღიად მოლაპარაკებათა წარმართვა. გარდა ამისა, ლიგას არ მოსწონს პროფკავშირის აგრესიულობა, რაც ზეწოლაზე აგებულ ტაქტიკაში გამოიხატება.

როგორც სააგენტო AP წერს, ლიგა ითხოვს იმის აღიარებას, რომ ლოკაუტი არ არღვევს ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას. თუ მოთამაშეთა პროფკავშირი აასრულებს მუქარას და უარს იტყვის საკუთარ სტატუსზე, NBA მოთამაშეებთან მოქმედი კონტრაქტიების გაწყვეტას მოითხოვს.

რამდენიმე საათში ასოციაციის ამ მუქარას უპასუხა მოთამაშეთა პროფკავშირმა. ამ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ბილი ჰანტერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა:

"NBA-ის მსგავსი ტაქტიკა მათი ნეგატიური მიზნების კიდევ ერთი დადასტურებაა. პროფკავშირი არ აპირებს ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებაში თავისი სტატუსის შეცვლას. ორი წლის განმავლობაში ჩვენ პატიოსნად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, ვარწმუნებდით NBA-ს, დაბრუნებოდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას, რათა უმოკლეს დროში მიგვეღო გადაწყვეტილება და ახალი სეზონი საფრთხის ქვეშ არ დაგვეყენებინა".

სერიოზული პრობლემებია ევროპის ჩემპიონატის წინ საბერძნეთის ნაკრებში. კერძოდ, გუნდს გამოაკლდა ძირითადი ცენტრი სოფოკლის შორცანიდისი. ამის მიზეზი კალათბურთელის მეგობარი გოგონას ავადმყოფობაა.

შორცანიდისი არ აპირებდა საწვრთნელი შეკრების მიტოვებას. მან მხოლოდ ორდღიანი შვებულება ითხოვა შეყვარებულის მოსანახულებლად, მაგრამ უარი მიიღო. სწორედ ამის შემდეგ განაცხადა უარი თელ-ავივის "მაკაბის" ცენტრმა ევროპის ჩემპიონატში გამოსვლაზე.

ახლა საბერძნეთის კალათბურთის ფედერაცია შორცანიდისისთვის საჯარიმო სანქციების დაწესებას აპირებს. მანამდე კი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ელიას ცუროსმა სოფოკლისის ნაცვლად გუნდში მიიწვია ესპანეთის "ბილბაოს" ცენტრი დიმიტრის მავროიდისი.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე საბერძნეთის ნაკრებს კიდევ ერთი წამყვანი ცენტრი ლუკას მავროკეფალიდისი გამოაკლდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე