ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლემპარდი: ცოცხალი ვარ, ცოცხალი...

ლემპარდი: ცოცხალი ვარ, ცოცხალი...

ლემპარდს "ჩელსიში" თამაშის ათი წელიწადი შეუსრულდა და აცხადებს, რომ ასაკის მიუხედავად მისი კარიერა ჯერ არ სრულდება
რენკ ლემპარდს "ჩელსიში" თამაშის ათი წელიწადი შეუსრულდა და აცხადებს, რომ ასაკის მიუხედავად მისი კარიერა ჯერ დასასრულისგან შორს არის.

33 წლის ნახევარმცველი, რომელზეც ამ ბოლო დროს სულ მეტად და მეტად ამბობენ, რომ ძველებურად ვეღარ თამაშობს, საპირისპირო აზრისაა. მას მიაჩნია, რომ უმაღლეს დონეზე გამოსვლის ძალა ჯერ კიდევ შესწევს. რასაკვირველია, პროფესიულ ფეხბურთში წლობით "ნაომარ" ფეხბურთელს ორგანიზმი ახალგაზრდულად აღარ ემორჩილება, მაგრამ მას ისევე სწყურია თამაში და წარმატება, როგორც 2001 წელს, როდესაც "ჩელსიმ" "ვესტ ჰემისგან" 11 მილიონ ფუნტად იყიდა.

"დრო შეიცვალა, -ამბობს ლემპარდი, -ხალხი მეტისმეტად იოლად ამტკიცებს ამას თუ იმას. მე, მაგალითად, ძალიან მარტივად ჩამომწერეს. არადა, დროა ყველამ დაინახოს, რომ გარშემო ძალიან ბევრ ფეხბურთელს კარიერის საუკეთესო წლები სწორედ 30-ის შემდეგ დაეწყო. გაიხსენეთ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი. რაიან გიგზმა ჩვენს წინააღმდეგ დიდებულად ითამაშა. და განა მარტო ჩვენს წინააღმდეგ? გიგზმა ძალიან ბევრი შეხვედრა ჩაატარა შესანიშნავად. არადა, ის 37 წლისაა.

თუ ფეხბურთელი საკუთარ თავს უვლის, ორგანიზმს აკვირდება, სწორ ნაბიჯებს დგამს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოტივაციას ინარჩუნებს, ოცდაათი წლის შემდეგაც შეძლებს კარგად თამაშს. ამ ასაკსი ბევრი რამ იყრის თავს. მე კი ფეხბურთი მიყვარს და მოედანზე გასვლა ყოველ ჯერზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

დიახ, ფეხბურთი ისე მიყვარს, საკვირაო ლიგაშიც რომ ვთამაშობდე მაინც კმაყოფილი ვიქნებოდი, მაგრამ უამღლეს დონეზე გამოსვლას მაინც სხვა გემო აქვს. აქ, იძულებული ხარ ყოველდღიურად საუკეთესო ფორმაში იყო, რადგან, საკმარისია ფეხი დაგიცდეს, რომ ყველაფერი დაღმა წაგივა. უმაღლეს დონეზე შეღავათი არ არსებობს. სწორედ ეს მაძლევს დიდ ენერგიას. მე ტოპ-ფეხბურთის თამაში მინდა და ვიცი, რაც არ უნდა ხდებოდეს, მზად უნდა ვიყო.

განსაკუთრებით რთულია ადგილის შენარჩუნება "ჩელსის" დონის გუნდში. აქ ძალიან დიდი კონკურენციაა. გამუდმებით მოდიან ახალი ფეხბურთელები, იზრდებიან ახალგაზრდები, რომლებიც შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებას ცდილობენ, შენ კი იძულებული ხარ საკუთარ თავს აჯობო".

ლემპარდი უმაღლესი დონის პროფესიონალია. მისი საქმისადმი დამოკიდებულება და წვრთნის რეჟიმი მოედანზე საუცხოოდ იჩენს თავს. ბევრი თვისება მას ჯერ კიდევ "ვესტ ჰემის" დროს ჩამოუყალიბდა. ალბათ, სწორედ პროფესიონალიზმის დამსახურება გახლდათ ის, რომ 33 წლის ასაკშიც კი, ცოტა ხნის წინ გამართულ "აზიის თასზე" "ლემპსი" ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. სწორედ ამიტომ აქვს კონტრაქტის თანახმად ჯერ კიდევ ორი წელიწადი დარჩენილი, არადა მისი ხელფასი არც მეტი არც ნაკლები კვირაში 150 ათასი ფუნტია.

"ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა სეზონისწინა შეკრებაზე ლემპარდი გვარიანად დატვირთა და აქ მხოლოდ ფიზიკური დატვირთვა როდი იგულისხმება, აქ, უპირველეს ყოვლისა მის როლზეა ლაპარაკი. არადა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ვეტერანს გასულ სეზონში საზარდულის ტრავმის გამო ოთხი თვე გაუცდა. თან, ტრავმა ექიმებს იოლად არ დაემორჩილა, ჯიუტობდა და რთულდებოდა.

დღეს ფრენკ ლემპარდი პრემიერლიგის ჩემპიონატის დასაწყებად მზად არის, "ჩელსის" კი, შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში 14 აგვისტოს "სტოკთან" ელის.

გაზეთები წერენ, რომ ამ სეზონში ლემპარდს გვარიანი კონკურენციის გაძლება მოუწევს. აშკარაა, რომ ვილაშ-ბოაში 18 წლის ჯოშ მაკეჩრანს უპირებს თანდათანობით ძირითად შემადგენლობაში შეყვანას. ჟურნალ "ჩელსისთვის" მიცემულ ინტერვიუში "ლემპსმა" თქვა:

"ვფიქრობ, ჩვენს მოტივაციაზე დადებითად იმოქმედებს ის, რომ გასულ სეზონში ვერაფერი მოვიგეთ. მანამდე, ექვსი თუ შვიდი წლის განმავლობაში ჯილდოს ჯილდოზე ვიგებდით, ბოლოს კი გავწბილდით. რას იზამ, ქვეყნად არ არსებობს გუნდი, რომელიც დაუსრულებლად მოიგებს და ხელმოცარული არასდროს დარჩება. მეორე მხრივ კი, როდესაც ამბიციური კაცი ხარ და ხედავ სხვები როგორ ზეიმობენ, იმუხტები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს

ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა

ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს

დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა

რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს

ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა

უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ

"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს

კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ

სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის

მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში

ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ

შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო

"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ

კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია

შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა

მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?

შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო