მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ამერიკის ნაკრებს 400 მეტრზე მორბენალი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჯერემი უორინერი გამოაკლდა
მსოფლიოს მოახლოებული ჩემპიონატის წინ სერიოზული დანაკლისი განიცადა ამერიკის ნაკრებმა - ამ გუნდს ტრავმის გამო გამოაკლდა 400 მეტრზე მორბენალი ჯერემი უორინერი, რომელიც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ. უორინერმა ივლისში მარცხენა ტერფზე მყესი გაიწვიტა და სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს სარბენ ბილიკზე გასვლას. უორინერის თქმით, ახლა ის მთლიანად ლონდონის ოლიმპიადისთვის მზადებაზე გადაერთვება.

უორინერს ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ ამ კვირას დაუსვეს. 27 წლის მორბენამლა აღიარა, რომ ეს მისთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია იყო, რადგან სერიოზულად ფიქრობდა 400 მეტრზე ტიტულის შენარჩუნებას.

ჯერემიმ 2004 წელს ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ორი ოქრო მოიგო - გაიმარჯვა 400 მეტრზე და 4ხ400 მეტრზე ესტაფეტაში. 2008 წელს პეკინში მან გაიმეორა ესტაფეტაზე წარმატება, 400 მეტრზე კი მეორე დაიკავა - მასზე წინ აღმოჩნდა მეორე ამერიკელი ლაშონ მერიტი.

მსოფლიოს 2011 წლის ჩემპიონატი სამხრეთ კორეის ქალაქ ტეგუში 27 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. ამერიკის ნაკრების შემადგენლობა 9 აგვისტოს გამოცხადდება. შეგახსენებთ, რომ ასევე ტრავმის გამო ტეგუში არ გაემგზავრება გუნდის საუკეთესო სპრინტერი ტაისონ გაი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ პლანეტის პირველობას გამოტოვებს ცნობილი სპრინტერი ფრენსის ობიკველუ. 100 მეტრზე ათენის თამაშების ვერცხლის პრიზიორმა ერთ-ერთი ბოლო ტურნირისას დაიზიანა ფეხი, რის გამოც ოქტომბრამდე ვერ შეძლებს ტურნირებში მონაწილეობის მიღებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა