"არსენალი" სეზონისწინა ფოტოს იღებს და კლუბი ითხოვს, რომ სხვებთან ერთად კადრში სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრიც იყვნენ
დღეს "არსენალი" სეზონისწინა ფოტოს იღებს და კლუბი ითხოვს, რომ სხვებთან ერთად კადრში სესკ ფაბრეგასი და სამირ ნასრიც იყვნენ.

მოგეხსენებათ, რომ ფაბრეგასი და ნასრი ჩრდილოლონდონური კლუბიდან წასვლას ითხოვენ. ორივე ფეხბურთელი 24 წლის არის. ფაბრეგასი მშობლიურ "ბარსელონაში" გადასვლას ცდილობს, ნასრის კი "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" ეპატიჟებიან.

დღეს "არსენალს" "ღია კარის დღე" აქვს - გულშემატკივრები "ემირეით სთედიუმზე" ვარჯიშს დაესწრებიან, ფოტოგრაფებს კი საქმე არ მოაკლდებათ. საინტერესოა, რომ "მეთოფეებმა" შესაძლოა ორი ფოტოც კი გადაიღონ. ერთში ის ფეხბურთელებიც მოხვდებიან, რომელთაც გუნდიდან წასვლა აქვთ გადაწყვეტილი, მეორეში კი არა.

"მეთოფეთა" კაპიტან ფაბრეგასს ამ ზაფხულში ჩრდილოლონდონელთა არც ერთ ამხანაგურ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. მიზეზად ესპანელი ვარსკვლავი თეძოს ტკივილს ასახელებს. დანამდვილებით ძნელია თქმა "ბარსელონას" სკოლის აღზრდილს ტრავმა მართლა აწუხებს თუ ეს მიზეზი გამალებული ვაჭრობის დასაფარავად მოიგონეს. მიმომხილველების ვარაუდით "არსენალი" შიშობს, რომ კატალონიელები სატრანსფერი სეზონის ბოლომდე დაიცდიან და ბოლო იერიშს 31 აგვისტოს განახორციელებენ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს "მეთოფეებმა" უკვე ორი უარი შეუთვალეს. მიზეზი: ორივეჯერ "ბარსა" 40 მილიონ ფუნტზე ნაკლებს სთავაზობდა. 40 მილიონი ფუნტი დღევანდელი კურსით 45,9 მილიონი ევროა.

რაც შეეხება ჩრდილოლონდონელთა 19 წლის ნახევარმცველ ჯეკ უილშირს, მას, მოგეხსენებათ, ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში, "ნიუ იორკ რედ ბულზთან" ფეხი ეტკინა და მოედნიდან გაიყვანეს. ინგლისური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ამბობს, რომ დღეს მას კოჭზე ანთება აქვს და რამდენიმე დღეში კარგად იქნება.

"სკანირებამ ანთებითი პროცესი აჩვენა. იმედი მაქვს, რომ ის, რამდენიმე დღეში ჩაცხრება".

სავარაუდოდ, უილშირი შაბათს, "ბენფიკასთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას ინგლისის ნაკრების ქომაგები არც შემდეგ შაბათს, "უემბლიზე", ჰოლანდიასთან ამხანაგურ შეხვედრაში უნდა ელოდონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს