ლიგა 1-ის მე-18 ტურში „მეცი“ საკუთარ მოედანზე „ტულუზასთან“ 0:1 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდში „აიაქსიდან“ იჯარით დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძე მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ შეუცვლელად ათამაშა. ის ურიგოდ ნამდვილად არ გაისარჯა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.

ორივე გუნდი ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოვიდა. პირველ ტაიმში სტუმრები ვენსან სერომ თავის მიერვე მოპოვებული პენალტით დააწინაურა. შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ, თუმცა მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო მათი მცველი კრისტოფ ერელი გააძევა. კაცნაკლულმა „მეცმა“ შეტევები გააგრძელა, ისმაელ ტრაორემ თავით ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო დამატებაზე მიქაუტაძეს გატანა მეკარემ არ დაანება. გიორგი ბევრს მოძრაობდა, დაცვასაც ეხმარებოდა და სწრაფი კონტრიერიშისას უორენ კამანსის ყვითელი ბარათი მიაღებინა. ბოლოს "მეტცი" შტურმზე გადავიდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და მარცხი განიცადა.

„მეცი“ 16 ქულით მეთექვსმეტე ადგილზეა და 27 იანვარს გასვლაზე „ნიცას“ დაუპირისპირდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“

მეცი - ტულუზა 0:1

გოლი: სერო (12, პენ)

გაძევება: ერელი (72, მეცი)

სოსო
1977წლის.სსრკ ჩემპიონატის მიწურულს,მოსკოვში,ტორპედოს ვეთამაშებოდით და ჩემპიონობისათვის ვიბრძოდით.ტორპედომ მთელი თამაში,მკაცრი პრესინგი გვეთამაშა და 3-0,სამართლიანად. დაწინაურდა,მაგრამ 75 წუთისათვის,არაქათი გამოეცალათ და ჩვენებმაც ანგარიშის შემცირება დაიწყეს.ანგარიში გახდა 3-1,3-2,მაგრამ ამის მერე.მსაჯი ამუშავდა სრული სიმძლავრით და დარჩენილ 15 წუთში,სამი ნაღდი გოლი არ ჩაგვითვალა და ორიც ნაღდი პენალტი არ დადო.შედეგად წავაგეთ და ჩემპიონობისათვის ბრძოლის შანსი დავკარგეთ.იმ სეზონში,მსაჯებმა,11 ქულა წაგვართვეს,უამრავი ჩვენი ფეხბურთელის დამტვრევა გაატარეს,დაუსჯელად,ან თითქმის დაუსჯელად.იმდენი ტრქავმები გვქონდა,რომ 4 ჯანმრთელი მცველი აღარ დარჩა გუნდში,და ნახევარმცველები გადაიყვანა დაცვაში,ნოდარ ახალკაცმა.გოჩა მაჩაიძე და ალექსანდრე ჩივაძე.მომდევნო,1978 წლის ჩემპიონატში,დინამო უკვე იმდენად ძლიერი იყო,რომ ჩვენი შეჩერება,მსაჯებსაც აღარ შეეძლოთ და ჩემპიონობაც ვადამდე მოვიპოვეთ.ფეინოორდთან მსაჯი,ავსტრიელი ფრანც ვიორერი იყო,რომელმაც 1985 წელს,თასების მფლობელთა თასის ფინალში,კიევის დინამო-მადრიდის ატლეტიკოს მატჩი იმსაჯა და მიუხედავად კიეველთა გამარჯვებისა,3-0,მას ცდა არ დაუკლია,მატჩის მოსატრიალებლად.ესპანელებმა,შეუფერხებლად ჩეხეს,კიეველები და დინამოელებმა,მატჩი,ფაქტობრივად 10 კაცით ჩაამთავრეს,რადგან მაშინ,მხოლოდ ორი შეცვლა შეილებოდა,კიეველებს კი,3 კაცი დაუმტვრიეს და მესამის შეცვლის უფლება,დინამოელებს აღარ ჰქონდათ.ვიორერი,უეფას სპეცდანიშნულების მსაჯი იყო,მათ ბინძურ დავალებებს რომ ასრულებდა და არც არავისი ეშინოდა,მერე კი,სამსაჯო კარიერის დასრულების შემდეგ,უეფას კომისარი იყო.
კ ო მ ბ ლ ე
ითამაშა არა, ნუ ღადაობთ რაა, თამაში იყო აგიიი?
დავით ს
ძალიან მაგრად ითამაშა.მოუხდა სახლში დაბრუნება.
ადამიანი
ყველაზე უარესი მსაჯობა,თუ რამე გვინახავს და გვახსოვს საქართველოში,ამაზრზენი და გინესის წიგნში შესაყვანი უნამუსობით, ეს თბილისის დინამოს ფეინოორდთან გასვლაზე 0:2 ,,წგების" ავტორი მსაჯი იყო,თუ არ ბცდებო მგონი ავსტრიელი. მსგავსიარაფერი გენახოს
სოსო
მიქაუტაძე,აქ გაცილებით შინაურულად გრძნობდა თავს,ვიდრე აიაქსში.მალე დაიწყებს,გოლების გატანას.მეცმა ძალიან უაქზროდ აიკიდა,პენალტი.მეცის ცენტრალური თავდამსხმელი ჩამოვიდა დაცვის დასახმარერბლად და საჯარიმოში შესულ მეტოქესთან გარედან სცადა ბურთის ართმევა,თანაც პირდაპირ ფეხში მიარტყა,უკანიდან.დაცვაში თამაშისას,კარის მხრიდან უნდა ეთამაშო შემტევს,რომ დარტყმის,ან ჩაწოდების საშუალება შეუზღუდო.ამას,სკოლაში გვასწავლიდა,ჩვენი ფიზკულტურის მასწავლებელი.ფაქტია,რომ თანაგუნდელები ენდობიან და ბურთს აწვდიდნენ.მალე სრულად აღიდგენს,მათთან სათამაშო კავშირებს და სრულ ურთიერთგაგებას
Levani
რამ დამადებინა მეცის გოლები. თურმე არავინ არ ყავთ,უკან პასი და წესის დარღვევის გარდა არაფერი არ იციან.მართლა მარტო ჟორჟი ვერ მოიგებს
ქომაგი
სადებიუტო მატჩისთვის არა უშავდა ჟორჟის, მაგრამ მსაჯობა?! ასე აშკარად მოსყიდულ მსაჯს ახლა რუსეთშიც ვერ ნახავთ.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
"ეს პსჟ-ს მიერ "ლივერპულის" ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება!" - ირწმუნება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ქართველების "მეცის" ფრე ექვსი წაგების შემდეგ
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
აბუაშვილის და წიტაიშვილის "მეცმა" მორიგი მარცხი განიცადა
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
მიქაუტაძემ ფრანგულ მედიასთან "ლიონში" და ლიგა 1-ში შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა