tuttonapoli-მ DataMb-ის ანალიტიკური მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას არავითარი ჩავარდნა არ აქვს. პირიქითაც შეიძლება ითქვას, ის კიდევ უფრო უკეთ თამაშობს და ეს ვინმეს მოსაზრება ან სურვილი კი არა, არამედ ფაქტია, ჯიუტი, რაზეც სტატისტიკა ნათლად მეტყველებს.

კვარაცხელია იმაზე ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში: რას გვეუბნება ციფრები

"ნაპოლის" კრიზისში ყოფნისას კვარაცხელიას სარგებლიანობა ხშირად კამათის საგანია. ზოგიერთისთვის ქართველი ისეთივეა, როგორც გასულ სეზონში, ზოგიერთი კი ამტკიცებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არ არის. აი, სერია A-ში მიმდინარე სეზონში მისი მონაცემები (წყარო DataMb).

- პირველ ადგილზეა დრიბლინგების მიხედვით:

- პირველია მოსალოდნელი გოლების მხრივ;

- პირველ პოზიციაზე იმყოფება კარში დარტყმის მცდელობებით;

- პირველია წარმატებული შეტევითი მოქმედებებით;

- მეორეა მეტოქის საჯარიმოში ბურთის შეხებით;

- მეორეა მასზე თამაშის წესების დარღვევებით;

- მესამეა მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებლით;

- მეხუთეა გადამწყვეტი გარღვევებით.

ამას გარდა, გასულ სეზონში ამ დროისთვის იმაზე მხოლოდ ერთი გოლით მეტი ჰქონდა გატანილი, ვიდრე ამჟამად. "სალერნიტანასთან" მატჩი ქართველის ტალანტის ნათელი დადასტურება გახლდათ - მისი უნარი მოწინააღმდეგის ნახევარი დაცვის მოტყუებისა. ხვიჩა გუნდის ტექნიკური ლიდერი იყო და ეს მიმდინარე სეზონში პირველად როდი მოხდა:

- ბურთზე 75 შეხება;

- 4 დარტყმა;

- 7 საკვანძო მოქმედება;

- 3 გადამწყვეტი დრიბლინგი.

"კვარას" ერთადერთი "შეცდომა" ის იყო, რომ შეხვედრის დასასრულს ოჩოამ მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია. კვარაცხელიას პრობლემა მხოლოდ მომენტების რეალიზაციაა. ფაქტობრივად, ის გამოუყენებელი შანსების მიხედვით (10) ჩემპიონატზე ყველაზე წარუმატებელია. ისე მოჩანს, სამიზნე დაკარგა და კონკრეტიკა დამაგვირგვინებელ სტადიაში ბოლო მეტრებში, რითაც გასულ წელს თავისი ხარისხით გამოირჩეოდა. თუმცა ყოველივე ამაზე უდავოდ მოქმედებს ის ფაქტი, რომ ბურთის მისაღებად უკან ჩასვლა უწევს და შეტევისას 30-40 მეტრის დაფარვის შედეგად მეურვეთა წნეხში ექცევა. "კვარას" დონე გუნდის ტვირთის ზიდვისას ეჭვგარეშეა, მისი ტექნიკური თვისებები იგივეა, როგორიც იყო. უკეთესიც კია".

გიორგი
შენ მაგაზე გული არ გაიტეხო. მავანს თეთრზე შავის თქმა რომ არ უჭირს, პირიქით ეგ ახარებს მარტო, სერიოზულად არ უნდა შეხედო. ამ საიტის მასხარები არიან, და მორჩა.
შოვინიზმი არა და, პროვინციალიზმი კი გვჭირს
აი, ეს არის პროვინციალიზმი და ცოტაც, მაზოხიზმი ! -------------------- ყველაზე მოკლედ : შოვინიზმი= უკიდურესი ნაციონალიზმი + სხვა ერების სიძულვილი და ჩაგვრა ... კვარაცხელიასთან დაკავშირებით, სად დაინახე შოვინიზმი და სხვა ერების ჩაგვრა და სიძულვილი ???...
გომორძგუა მარგალეფც
რა დაუშავა და ბოღმები არიან,შურიანები და ამის დამალვის ნიჭიც არ გააჩნიათ
სოსო
საქართველოდან იმდენი დაუმსახურებელი ნეგატივი მიდის,მისი მიმართულებით,რომ როცა მის ფსიქოლოგს წააკითხებენ, მასაც დასჭირდება,კარგი ფსიქოლოგი.როგორ გინდა აუხსნა,რატომ სძულთ,ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი და რატომ უწამლავენ ასე გეგმაზომიერად,ცხოვრებას?!კიდევ უფრო გაუჭირდება,როცა ეტყვიან,რომ ეს ყველაფერი,მავანმა პოლიტიკიურმა ძალებმა დაიწყეს,რადგან არ სურთ,ქვეყანას წარმატება ჰქონდეს მანამდე,სანამ ისინი არ იქნებიან ხელისუფლებაში!ზოგიერთს,არც აქვს გააზრებული,ან არ იციან,ეს ყველაფერი,მაგრამ საკმაო ნაწილი,ახლაც მიზანმიმართულად აგრძელებს დავალებების შესრულებას და ბილწავს ყოველივე კარგს,რაც ხდება,ჩვენ ქვეყანაში.სხვები კი,უბრალოდ,ბრმად მისდევენ,მათ.
ფილოლოგი
შეცდომაა : ტვა-მ-ვა . სწორია : ტრა-ვ-მა .

შოვინიზმი რა შუაშია ?!
ixvi
მახსოვს, ედენ აზარს არ ჰქონდა ერთი წელი თითქმის გოლი გატანილი, ჩელსიში თამაშის დროს. თვითონ ედენის ბრალი არ იყო ეგ - ის როგორც იყო დიდოსტატი, ისევე დარჩა, იქამდეც იყო პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი და იმის შემდეგაც გახდა, მაგრამ ჩელსი იყო იმ მონაკვეთში იმდანად საშინელი, რომ აზარი მარტო ვერაფერს ვერ შვრებოდა. იგივე სიტუაცია აქვს ნაპოლიში ახლა ხვიჩას.
ირაკლი ქუთაისელი
ფეხბურთი გუნდური სპორტია და ფაქტი ისაა რომ ნაპოლის საქმე ცუდადაა. ხვიჩა ვისაც არ უყვარს ყველა საექიმოა მარა არც უაზრო ფანობაა საჭირო. მე პირადად ამ მოცემულობით ძაან ვნერვიულობ და იმედი მაქვს მალე ძველებურად გაგვახარებს
mamia
გენცვალე კოლხიდელო
კოლხიდელი
ობიექტური,საქმიანი,კეთილმოსურნე კრიტიკა,გაგიხარია,კარგია,მაგრამ ვაი,რომ სანთლით საძებარია. სამაგიეროდ გულღრძო,ბოროტ,უზრდელ,უმადურ ვაიგულშემატკივართა დოღია გამართული აქაურობას რომ გადახედავ.რას ერჩით,რა დაგიშავათ ამ ოქროს ბიჭმა,თქვე უსინდისოებო,ბილწად რომ წაგიგდიათ ავი ენები და ლამის ლოგინში რომ უძვრებით ამ ჩინებულ ახალგაზრდას?! ფუი,რა ამაზრზენად სამარცხვინოები ხართ რომ იცოდეთ?!!!
გიორგი
ფაქტებზე და სტატისტიკაზე ლაპარაკი ამ საიტზე დიდად არ ჭრის. უბრალოდ არ ესმით რას ნიშნავს ეს. გულს რაც ეფონება, მხოლოდ იმაზე აქვთ რეაქცია, და ჟურნალისტისგანაც მაგას ელიან მხოლოდ. ცხადია ამ საიტის ყველა მომხმარებელს არ ეხება ეს, ღმერთმა დაგვიფაროს. გამგები გაიგებს.)))
Ზაზა
მხედველობის პრობლემა აქვს ხვიჩას - ფოკუსი აქვს დაკარგული. აქედანაა მისი უზუსტო დარტყმები. დანარჩენი კომპონენტი წესრიგში აქვს.
rembo
ცალკე ეს სექტანტები ღუპავენ. ამ ბიჭს ჭკვიანი დამრიგებლის ხელი აკლია
ლუკა
ხვიჩიას პრობლემა გუნდია,რომელიც წელს ვერ თამაშობს!თუმცა კარში ზუსტი დარტყმები აშკარად დასახვეწი აქვს,რასაც შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებას ვერ ვხედავ და კიდევ მოედანზე მსაჯთა ბევრს ლაპარაკობს რითაც ძალიან ზარალდება გუნდი
მირო
ყველაფრის გარდა ძალინ დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხბურთში გამართლებას გოლის გატანისას.სწორედ ეს გამართლება აკლია წელს ხვიჩას.შარშან ყველა დარტყმაზე უმართლებდა,თითქმის ყველა კარში დარტყმა გოლი იყო.წელს ცოტა არ უმართლებს,მაგრამ ისევ დაბრუნდება გამართლებების სერია,ოსტატობაც უფრო დაიხვეწება და კიდევ უკეთეს კვარას ვნახვთ,ეს გარდაუვალია.
გიგა
ეს მდაბიო-შოვინისტური კერპთაყვანისმცემლობა რომ არა, დღეს შეიძლება მართლა რეალის რადარზე ყოფილიყო. ცუდად იმოქმედა ამ პროვინციულმა დითირამბებმა.
მაცი ხვიტია
სასო, სასი!
kupra
მეტი შრომა ხვიჩა, მეტი ვარჯიში. დამაგვირგვინებელ ფაზაში ენერგია აღარ ყოფნის ბურთს ზუსტი ტრაექტორია და ძალა მისცეს. ეს იმის ბრალია, რომ დაცვაში ბევრს დარბის და ყველა მცველი მაისურზე ეჯაჯგურება. ნერვები ვერ აქვს მწყობრში. რაც შეიძლება მალე უნდა გაეცალოს მაგ გუნდს, რადგან ასე მგონია ფეხბურთელების უმეტესობამ მოტივაცია დაკარგა. აღარ აქვთ ის დალაგებული სიტუაცია თუნდაც ერთმანეთთან, დე ლაურენტისთან. ეს მწვრთნელიც ვერაფერს ახერხებს და მოკლედ დიდი გაუგებრობაა უკვე ნაპოლიში. ნეტა ლივერპულში გადავიდოდეს. ასე მგონია კლოპი მაგრად მოამატებინებს.
მაცი ხვიტია
სასო, სასი!
ბრაზი
ასეა.უკეთესია და კიდევ უკეთესი გახდება!ნაღდ გულშემატკივართა გასახარად და შურ-ბოღმიან ნაძირალათა გულთა დასახეთქად!!!
zola
კვარას წარმატება სხვაზე ნაკლებად არ მიხარია, მეტად თუ არა, მაგრამ წელს უკეთესია ვიდრე შარშანო…. რა ხდება გვეკაიფებით?
jamleta
ჯონდო , სად დაიკარგე შენა ჰა ? )))
ასეა ეს-ს
ორღობის ჭირიკანა ხარ!!!!
გიორგი
რა ბოღმა გაქვს ასეთი?
ასეა ეს
ყვითლებს შეგნებულად იღებს რათა ცოლთან მეტი დრო ატაროს.
კ ო მ ბ ლ ე
ქვილითაიაზე მაგარია ვითაამ? ვერაფრით ვერ დევიჯერებ, ქვილითამ რომოხია, მას მერე... სადაა აბა თქვით, იპოვნა ვინცხამ? ვერა ხო? ხოდა აი ამაშია საქმე!
saso
სასაცილო ხართ უკვე ეს ხვიჩამადიდებლები. თქვენზე ძალიან მინდა რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელი და საერთოდ სპორტსმენი გვყავდეს, მაგრამ ფაქტია წელს ხვიჩა ერთი საშუალო კლასის ფეხბურთელია.
ჯონდო
მალე იმასაც დაწერთ, რომ ლიგა მოიგო და MVP გახდა. ნუ დაემსგავსებით ჩრდილო კორეას
გიორგი
ფსიქოლოგი კიარ ჭირდება არამედ ტოტალიზატორებმა უნდა ამოიღონ პოზიცია ხვიჩას ბარათები.
მწვრთნელი
სალერნიტანასთან კაიუსტემ ხვიჩას გამო მიიღო ტრამვა! ხვიჩას თამაში ამ სეზონში ძალიან მორიდებულია, შარშანდელთან შედარებით! ყვითელი ბარათები უაზროდ ცვივა მსაჯებთან კამათისთვის! აგერ ლაციოსთან გამოტოვებს სერიოზულ თამაშსს ყვითლების გამო! ერთი სიტყვით ძალიან განერვიულებულია და კარგი ფსიქოლოგია საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად!
ციციკორე
ნეაპოლშიც დაუმუღამებიათ "მესის სტატისტიკა". როცა საფრანგეთში გადავიდა და ძველებურად ვეღარ ბრწყინავდა, გოლების და საგოლე გადაცემების ნაცვლად, key პასებს, აჩქარებებს, დრიბლინგებს და 1000 წვრილმანს უთვლიდნენ. არადა, მარტივია-შემტევის პროდუქტიულობა იზომება გოლი+პასი სისტემით. აჩქარებებს, ადგილიდან აწყვეტებს და მკაცრ გამოხედვებს რომ დაუთვლი, ე.ი ვერაა მთლად კარგად საქმე.
ირაკლი ქუთაისელი
თურმე ტყუილად მიწევს წნევა და გულისცემა წელს. შარშანდელზე უკეთესი ყოფილა ბიჭო. მე კიდე ბრიყვი მაინც ატალანტა სალერნიტანას შარშანდელ გოლებს ვატრიალებ
roma bejanidze
ნამდვილად შარშანდელზე უკეთესია ამ სტატიას 100% ვეთანხმები. უბრალოდ მომენტებს ისე ვერ იყენებს როგორც შარშან. მაგრამ შარშანდელთან შედარებით წელს 1 მეურვე სულ მაიკაზე ყავს მიკერილი მეორე აზღვევს და თუ ბურთი მიიღო მესამეც მზადაა ის ორი დააზღვიოს. წარმატებები ჩვენს ლომს
ადამიანი
ხვიჩას გასულ სეზონში 34 მატჩში მხოლოდ 1 ყვითელი ბარათი ჰქონდა ნაპოლიში,წელს 19 მატში 5 ყვითელი ბარათი აქვს, ნაკრებში მიღებულ ბარათებზე აღარ არის საუბარი. დასკვნა მარტივია-ფსიქოლოგებს აქვთ სამუშაო !!! პ.ს. შარშან თამაშობდა,ანუ მუზა ! წელს იბრძვის,ამტკიცებს
ქ. გ.
ხვიჩას მომენტები "სალერნიტანასთან" მატჩში https://youtu.be/uZxMDqhK51A?si=kwQamJznpw6c02n6
კახა
აბა რა. კვარა მაღალი დონის ფეხბურთელია. უბრალოდ მაღალი დონის გუნდი სჭირდება,სადაც მაღალი დონის ფეხბურთელებია და მაღალი დონის მწვრთნელი და მერე ნახეთ შედეგიანობა
გელა
ზუსტად ფეხბურთის ანალიზი ესაა, გარემარბს ბურთი მცველმა და ნახევარმცველმა უნდა მიაწოდოს და არა დოღის ცხენივით ირბინოს, ეგ კი ნაღდია სიზუსტეს მოუკლო,მაგრამ ჩემის აზრით ესეც ზედმეტი ფიზიკური დატვირთვის და ფუნქციის მიზეზია.
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი" - კვარაცხელიამ დვალიშვილს და ლაზიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მას ხაბიბმა "ინსტაგრამზე" გამოწერა გაუუქმა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა