როგორც 2 თვის წინ გახდა ცნობილი, SMH Sports-ი ევრაზიის ქვეყნებსა და

საქართველოში მსოფლიოს ნომერ პირველი სპორტული მედიაპლატფორმის, La

Gazzetta Dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანჩიზის მფლობელი გახდა.

31 ინვარს “რესპუბლიკაში” მსოფლიოს უძველესი და ისტორიული სპორტული მედიის, La Gazzetta Dello Sport-ის ქართული ვერსიის, La Gazzetta Dello Sport Georgia-ს პრეზენტაცია

გაიმართება.

ღონისძიებას ცნობილი სპორტსმენები, მედიის, სპორტის და ბიზნესსექტორის

წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღნიშნულ პარტნიორობას აქვს რეგიონალური მასშტაბი, რომლის ფარგლებშიც შემდეგი

ქვეყანა, სადაც აღნიშნული ბრენდი ოფიციალურად წარდგება, SMH Sports - ის გადაწყვეტილებით, უკრაინა იქნება.

SMH Sports-ის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი აღნიშნავს: "ერთი წლის განმავლობაში ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით, რათა მსოფლიოში წამყვანი სპორტული მედიის, La

Gazzetta dello Sport-ის ქართული ვერსია წარგვედგინა. კონტრაქტში ჩვენთვის

პრიორიტეტული იყო საქართველო და მიუხედავად იმისა, რომ ეს ფართო პარტნიორობა აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის სხვადასხვა ქვეყანასაც მოიცავს,

გადავწყვიტეთ, რომ პირველი ლოკალიზება აუცილებლად საქართველოში უნდა მომხდარიყო. მოგეხსენებათ, რომ SMH Sports-ი არის უკრაინის და უკრაინელი ხალხის

გვერდით ყველა ინიციატივაში, რომლებიც ამ 2 უმძიმესი წლის მანძილზე განუხორციელებია. შესაბამისად, ამ უნიკალურ პროექტშიც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შემდეგი ქვეყანა აუცილებლად იქნება უკრაინა".

La Gazzetta dello Sport-ის დირექტორის, ჯანლუკა ვარანოს თქმით, მედია სპორტის მოყვარულებს ექსკლუზიურ ამბებს, სიღრმისეულ ანალიზებსა და ისტორიებს შესთავაზებს: "მოხარული ვართ, რომ რეგიონში SMH Sports-თან დავპარტნიორდით და

იმით, რომ საქართველოში La Gazzetta dello Sport-ი იოპერირებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის კვლავ მთავარ მისიად რჩება სიღრმისეული სპორტული ჟურნალისტიკის გაშუქება და

მზად ვართ ახალი კავშირების დასამყარებლად. ეს ნამდვილად არის ორმხრივად მომგებიანი პარტნიორობა."

ასევე, ღონისძიებაზე დელეგატების წინაშე სპეციალური მოწვევით წარდგება ლეგენდარული ფეხბურთელი და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჯიანლუკა ძამბროტა, რომელმაც აღნიშნულ თანამშრომლობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

,,აღფრთოვანებული ვარ იმ ამბით, რომ სწორედ საქართველოა ის ქვეყანა, სადაც La Gazzetta dello Sport იქნება ლოკალურად წარდგენილი. ეს ყოველივე ბევრად გაამყარებს

კავშირს იტალიურ სპორტულ საზოგადოებასა და ჩვენს მხარდამჭერებს შორის საქართველოში. მოუთმენლად ველი, რომ გავუზიარო ქართველ ხალხს ჩემი აღტაცება და

ვისაუბრო უნიკალურ პერსპექტივაზე, რომელიც ამ თანამშრომლობამ მოიტანა.’’

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე