იტალიის ჩემპიონი "ნაპოლი" ქვეყნის სუპერთასისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. აქ ყველაფერი ახლა ისევეა, როგორც ესპანეთში - ტიტულისთვის 4 გუნდი საუდის არაბეთში, დედაქალაქ რიადში იბრძვის. ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები გასული სეზონის თასის ფინალში დამარცხებულ "ფიორენტინას" დღეს, 18 იანვარს, ჩვენი დროით 23:00 საათზე შეხვდებიან.

სუპერთასის მეორე ნახევარფინალური წყვილი "ინტერი"-"ლაციოა". მილანურ კლუბს სუპერთასის მოპოვება ზედიზედ მესამედ სურს. ნეაპოლელები ამ ტიტულს სულ ორჯერ დაეუფლნენ, პირველად - მარადონას ეპოქაში, ბოლო წარმატება კი 10 წლის წინ იყო. "ფიორენტინამ" Supercoppa Italiana 1996 წელს აღმართა, როცა ლეგენდარულმა გაბრიელ ბატისტუტამ "მილანს" დუბლი შეუსრულა, "იების" მთავარი მწვრთნელი კი კლაუდიო რანიერი იყო.

"ნაპოლი" და "ფიორენტინა" ერთმანეთს 171-ჯერ შეხვდნენ, ბალანსი კი თითქმის თანაბარია - ნეაპოლელების 61 გამარჯვება 50-ის წინააღმდეგ და 60 ფრე. "ფიორენტინა" პირველი იტალიური კლუბი იქნება, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია მეოთხედ (სხვადასხვა ეგიდით) დაუპირისპირდება - 1 მოგება, ამდენივე ფრე და მარცხი - ეს ქართველის მონაგარია. დღეს ჩვენებურის როლი დიდი იქნება!..

"ალ-ავალ პარკზე" ჩასატარებელი მატჩის განაცხადში ვალტერ მაცარის ის ფეხბურთელებიც ჰყავს, რომლებიც ბოლო დროს ტრავმის გამო ვერ თამაშობდნენ (მეკარე მერეტი და ოლივერა), ვისი თამაშიც საეჭვოა (კაიუსტე) ან სატრანსფერო ამბების გამო გაურკვევლობა სუფევს (ზელინსკი).

შეხვედრას 40 წლის ფედერიკო ლა პენა გაუძღვება. საოცარია, მაგრამ ის სულ ცოტა ხნის წინ ამ გუნდების უკანასკნელი დაპირისპირების მთავარი არბიტრი იყო, როცა "ფიორემ" "მარადონაზე" (3:1) მოიგო.

ფინალი 22 იანვარს შედგება. სერია "ა"-ში ნეაპოლელების მორიგი მეტოქე "ლაციოა" და არის შანსი, ეს შეხვედრა სუპერთასის ფინალშიც შედგეს.

ნიკი
რა კომერცია ვერ გავიგე. ნახევრად ცარიელია სტადიონი
ბრაზი
გავიგოთ რა,უაზრობაა ჩვენი მხრიდან მუდმივად ხვიჩას ხელფასზე საუბარი.ვფიქრობ,ეს უწინარესად თავად ხვიჩას შეურაცხყოფაც კია უკვე... როცა ხვიჩას "ნაპოლიში"ტრანსფერი გადაწყდა, ყველა აღფრთოვანებული ვიყავით და არავინ ფიქრობდა მის გასამრჯელოზე... არავიზე ნაკლებად გონიერი არ არის თავად ხვიჩა და როგორმე წარმატებით გადაწყვეტს ამ საკითხსაც, ჯუღელთან ერთად იქნება ეს თუ სხვასთან.ამ ეტაპზე კი ხვიჩას თავისი უზომოდ დიდი საფეხბურთო ტალანრის წარმატებულად გამოვლენა მოეთხოვება,რაც დარწმუნებული ვარ,ყველა ჩვენთაგანზე ერთად აღებული,უკეთ თავად ხვიჩას ესმის და გაეგება. ვინც მოითმენს,ის მეტს მოიგებს!!!
bebe
ხვიჩას ამბავი ვერ არის კარგად ფაქტია, რაც დრო გადის ნელ-ნელა უკლებს და უნდა გაასწროს ნაპოლიდან სანამ დროა
სოსო
ზოგი დემემ მოიგოს!ორივეს ერთნაირი ხელფასი აქვს.
ბრაზი
ხვიჩა,ძმაო,ბოლომდე ირწმუნე,რომ უკვე შენ ხარ ამ გულის სული,გულუ,ძრავი და ლიდერი.ფართპდ გაშალე ფრთები და შენი გასაკეთებელი გაასმაგებული ძალებით აკეთე.თითქმის საზენიტო ასაკში ხარ უკვე და ეს ყოველივე მაქსიმალურად ხელგეწიფება.გაიხარე და გაგვახარე,ახლაც და კიდევ დიდხანს,დიდხანს მომავალში!
კოლხიდელი
ჩვენი საქმეა გულწრფელი გულშემატკივრობა,დანარჩენი კი ხვიჩას ნიჭზე,მონდომებასა და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. წარმატებები ხვიჩასა და მის "ნაპოლის"! უზომოდ გაგვიხარდება ეს!!!
ბმბ
დღეს ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი.
gel-100
tite skolashi tu ar giswavlia matematika telefonshi xo mainc gaqvs karkulatori ro gaamravlo?? 25-milionze tu acdunes Sam weliwadshi 200-milioni rogor gamoiyvane tu kaci xar gagvagebine,
ბესო
მოკლედ, ვისაც არ ეზარება, ყველა ხვიჩას აკისრებს პასუხისმგებლობას. შარშან არაფრით გამორჩეული გუნდიდან კვარამ ჩემპიონი გამოადნო და არ დაიწყოთ ახლა, ოსიმენიო და ასეთები. წლობით თამაშობდნენ ნაპოლში ოსიმენი, ზიელენსკი, ანგისა, სხვებიც, მჟავე პანტა არ მოუგიათ, ახლა ყველას ვარსკვლავობაზე აქვს პრეტენზია. ყველაზე მთავარი პრობლემა მევახშე ლაურენტესია, წუწურაქი და ინტრიგანი. უბრალო გულშემატკივარმა შეიყვარა კვარა, თორემ სხვამ ვინ დაუფასა? აქეთ ლაურენტესი, იქით ჯუღელი, პირდაპირ კიდევ ნაცები. თუ არ მეცოდებოდეს ხვიჩა, უსინდისო ვიყო რა
ქ. გ.
ნაპოლის ვარჯიშის ვიდეო ნახეთ. ხვიჩა კარგ ფიზიკურ ფორმაშია. ძალიან მონდომებული და მოტივირებულია. მისგან კარგ თამაშს ველი.
დონ დიეგო
დღეს მოიგონ და ფინალში იქნება ლაციო გაიჩითოს თუ არადა ინტერია ეგეც არ მყავდეს მონსტრი რა
მურთო
ჩემი აზრით ესეთ ფორმაში მყოფი ნაპოლი ვერც ამ ფიორენტინას გაცდება, მაგრამ თუ მაინც გაცდა და ფინალში გავიდა, იქ ინტერი გადაჯეგავსს!!! მონაგონი იქნება ის ანგარიში რა ანგარიშითაც ბოლოს მოუგო ინტერმა მარადონაზე!
ზურაბ
ჩოხატაურის სტადიონს ეწერა ჩოხატაურის ლუჟნიკი
ტიტე
პოლიტანოს კი შეთავაზეს 18 ლიმონი წელიწადში და კვარაც არ აცდუნონ 25 ლიმონზე ,მე პირადად გამიხარდება სამი წელი 200 ლიმონი და მერე ისევ ევროპა.
77
რატომ ამინუსებთ, რას ერჩით ამ კაცს
xuta
უკან, ჩოხატაურში!
ზვიადის.
ზვიად! მაგრად აზვიადებ!
ზვიადი
ხვიჩა მარადონას და ბატისტუტას გვერდით ამოიტვიფრება
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა