ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლუის ენრიკე თავს იზღვევს

ლუის ენრიკე თავს იზღვევს

"რომას" მესვეურებმა უკვე არაერთი საინტერესო ტრანსფერი გაჩარხეს, თუმცა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს შეელიენ
"რომას" მესვეურებმა უკვე არაერთი საინტერესო ტრანსფერი გაჩარხეს, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წამყვან ფეხბურთელს შეელიენ.

მაგალითად, ფილიპ მექსეს, რომელმაც დიდი ხნის სურვილი აისრულა და"მილანში" გადავიდა და სულ ინფორმაცია მირკო ვუჩინიჩის შესახებ, რომელიც მომდევნო სეზონიდან"იუვენტუსის" ღირსებას დაიცავს. მიუხედავად ასეთი დანაკარგისა, "რომას" გულშემატკივრები ოპტიმიზმით არიან აღსავსე და ლუის ენრიკეზე დიდ იმედებს ამყარებენ. მისი პერსონისადმი ასეთმა მიდგომამ"რომას" ესპანელი თავკაცი ცოტა არ იყოს შეაფიქრიანა, რაზეც მისი კომენტარი ნათლად მეტყველებს:

"მინდა აქედანვე აღვნიშნო, რომ ჯადოქარი არ ვარ და ხელის ერთი აღებით უძლეველ გუნდს ნამდვილად ვერ ჩამოვაყალიბებ. ერთი ვიცი, რომ ცდას არ დავაკლებთ და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. სიმართლე გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს როგორი გუნდი გვეყოლება მომდევნო სეზონში, ამის პროგნოზირება ურთულესი საქმეა, რადგან გუნდში ახალი მოსული ვარ და გვინდა თუ არ გვინდა, ადაპტაციისთვის გარკვეული პერიოდი მაინც საჭიროა. ისე კი, სამწვრთნელი პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს და ფეხბურთელთა მონდომება თვალშისაცემია".

ლუის ენრიკეს მაარტენ სტეკელენბურგზეც ჰკითხეს აზრი, კიპერზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ამსტერდამის"აიაქსიდან" სწორედ"ჯალოროსიში" გადავიდა - აქვე, ესპანელი სპეციალისტის მოსაზრება:

"ჩემი აზრით, სტეკელენბურგი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო კიპერია და ამაში მსოფლიოს ჩემპიონატისას ნათლად დავრწმუნდი, ის, რომ ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები მუნდიალის ფინალში გავიდა, დიდწილად სწორედ მარტენის დამსახურება გახლდათ. ამიტომ, როდესაც მისი გადაბირების შანსი მოგვეცა, ერთი წუთითაც არ გვიფიქრია და გადავდგით ეს ნაბიჯი. ეჭვი არ მეპარება, რომ სტეკელენბურგი გაამართლებს ჩვენ იმედებს და თავის საქმეს უმაღლეს დონეზე შეასრულებს. რაც შეეხება მირკო ვუჩინიჩის ტრანსფერს, ეს ამბავი არ გამკვირვებია, რადგან ჩამოვედი თუ არა რომში, მაცნობეს, რომ ჩერნოგორიელს კლუბის გამოცვლა სურდა. სიამოვნებით დავიტოვებდი, მაგრამ როდესაც ფეხბურთელს შენთან თამაში არ სურს, ან უნდა გაყიდო, ან საერთოდ გაუშვა - ძალიან კარგია, რომ ამ შემთხვევაში გასხვისება მოხდა და ამით ჩვენმა კლუბმაც იხეირა. ვუჩინიჩს წარმატებებს ვუსურვებ, ჩვენ კი ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი".

ამასობაში, ლუის ენრიკეს უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები და ეს მაშინ, როდესაც სეზონი ჯერ კიდევ არ დაწყებულა. ესპანელის წინააღმდეგ ხმა გუნდის ცოცხალმა ლეგენდამ ბრუნო კონტიმ აღიმაღლა, რომელიც სულ ახლახანს გაათავისუფლეს კლუბის სპორტული დირექტორის პოსტიდან და მის ადგილზე ვალტერ საბატინი დანიშნეს. შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია კონტეში ასეთი აგრესია - დიახ, აგრესია და თუ არ გჯერათ, შეგიძლია მის კომენტარს გაეცნოთ:

"სიმართლე გითხრათ, "რომას" ახალი სამწვრთნელო შტაბის მუშაობით იმედგაცრუებული ვარ, რადგან ჯერჯერობით, აშკარად წამგებიან ნაბიჯებს დგამენ. მარტო ის რად ღირს, რომ გუნდის სამი ლიდერი: ფილიპ მექსე, მირკო ვუჩინიჩი და არნე რიისე გაასხვისეს. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ამ სამ მოითამაშეს არაფრისდიდებით არ გავუშვებდი. სიმართლე გითხრათ,"რომას" პერსპექტივებს ეჭვის თვალით ვუყურებ და საკმაოდ სკეპტიკურად ვარ განწყობილი - იმედია ვცდები და ჩემი ვარაუდი არ გამართლდება".

საინტერესოა, კიდევ რა გეგმები აქვთ სატრანსფერო ბაზარზე"რომას" მესვეურებს? -"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, ვალტერ საბატინი ჯუზეპე როსის მიმართულებით გააქტიურდეს."ვილიარეალის" 22 წლის ფორვარდის მიმართ ჯერ"ბარსელონა" იჩენდა ინტერესს, შემდეგ კი"იუვენტუსი", თუმცა საქმე საქმეზე რომ მიდგა, კატალონიელებმა ალექსის სანჩესზე შეაჩერეს არჩევანი, ტურინელებმა კი მირკო ვუჩიუნიჩზე. შესაბამისად, როსი კვლავ გასაყიდ ფეხბურთელთა რიცხვშია და საინტერესო წინადადებებს ელოდება. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, რომაელები მზად არიან, რომ ჯუზეპეს სანაცვლოდ ესპანური კლუბის ბიუჯეტში 20 მილიონი ევრო გადარიცხონ - ამ ამბავს კლუბის სპორტული დორექტორი ბვალტერ საბატინი პრაქტიკულად ადასტურებს:

"დასამალი არაფერია, ჯუზეპე როსის მიმართ მართლაც გვაქვს ინტერესი და უახლოეს პერიოდში კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადავდგამთ. ჯერ ვერ გეტყვით, როგორ წარიმართება მოლაპარაკების პროცესი, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ წარმატებით დასრულდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ლუის ენრიკეს ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, რათა ისეთი შედეგი მივიღოთ, როგორსაც ველოდებით".

ვერ გეტყვით რა შედეგს ელოდება ვალტერ საბატინი, მაგრამ ერთი კი ნათელია, ლუის ენრიკეს ახალი "ბარსელონასა" ჩამოყალიბება სურს, შეტევის ხაზში აქცენტს აშკარად ტანმორჩილ, მოძრავ და ტექნიკურ ფეხბურთელებზე აკეთებს - ბოიან კრკიჩი უკვე გადაიბარა და უკვე ჯუზეპე როსის მიმართულებით აპირებს გააქტიურებას, რომელიც სწორედ ასეთ ფეხბურთელთა კატეგორიას შეგვიძლია მივაკუთვნოთ.

პრესასთან "რომას" გამოცდილმა უკანახაზელმა ნიკოლას ბურდისომაც გააკეთა კომენტარი და შემდეგი განაცხადა:

"მირკო ვუჩინიჩი და ფილიპ მექსე კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათი წასვლით გუნდი ნამდვილად არ დასუსტდება. ჯერ ერთი, ახალი ფეხბურთელები დაგვემატენ და მეორე,"რომაში" შეუცვლელი არც ერთი ფეხბურთელი არ არის. ასე რომ, უკან მოხედვის დრო ნა,მდვილად არ არის და იმაზე უნდა ვიფიქროთ, რაც შეიძლება კარგად მომზადებულნი შევხვდეთ ახალ სეზონს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა

"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება

"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია

გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

მიქაუტაძის 85 წუთი - "ვილიარეალმა" "სელტას" მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო

ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა

თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა

ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება

კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა

[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო

[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში

"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ

"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა