პორტუგალიის ნაკრები თბილისში 10 აგვისტოს, ღამით, 3 საათზე ჩამოფრინდა. 19-კაციან დელეგაციას ესპანელი მწვრთნელი მონჩო ლოპესი მოუძღოდა. პორტუგალიელები სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში~ დაბინავდნენ. მათ დილას დაისვენეს და გუშინვე, 16 საათზე სპორტის სასახლეში ივარჯიშეს...

პორტუგალიის ნაკრები თბილისში 10 აგვისტოს, ღამით, 3 საათზე ჩამოფრინდა. 19-კაციან დელეგაციას ესპანელი მწვრთნელი მონჩო ლოპესი მოუძღოდა. პორტუგალიელები სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში~ დაბინავდნენ. მათ დილას დაისვენეს და გუშინვე, 16 საათზე სპორტის სასახლეში ივარჯიშეს.

მონჩო ლოპესი ქართველი კალათბურთელებიდან ყველაზე კარგად ნიკა ცქიტიშვილს იცნობს - 2007 წელს ერთად მუშაობდნენ. სწორედ 2007 წლის ზამთარში გადაწყვიტა სკიტამ ევროპაში დაბრუნება - ესპანურ "კახასოლში" ჩაირიცხა. მარტის დასაწყისში სევილიურ გუნდში მწვრთნელთა ცვლილება განხორციელდა: მანელ კომასი მონჩო ლოპესმა შეცვალა. ახალმა დამრიგებელმა თამაში გამოასწორა და "კახასოლი" პლეი ოფის ზონასაც დაუახლოვა, თუმცა მეოთხედფინალში გასასვლელად ერთადერთი მოგება დააკლდა.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ბატონ მონჩოს დღესაც კარგად ახსოვს:

- სკიტა კარგი მოთამაშეა. მას მოედანზე დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულება შეუძლია. სწორედ საქართველოში გამომგზავრებამდე გავიგე, რომ მან კონტრაქტი ესპანურ კლუბ `ლაგუნ აროსთან~ გააფორმა. ის ფაქტი, რომ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ლიგაში ოთხი მოთამაშე გყავთ, თქვენი ნაკრების კლასზე მეტყველებს. ესპანეთში ცქიტიშვილის გარდა ხომ თორნიკე შენგელია, ტორინ გრინი, ვიქტორ სანიკიძე ასპარეზობენ...

- სანიკიძემ გასული სეზონი იტალიურ სერია A-ში გაატარა...

- მე რომ ესპანეთში ვმუაობდი, სანიკიძე `ესტუდიანტესში~ იყო, თუმცა არანაკლებ ძლიერ ლიგაში გადასულა. მოკლედ, ჩვენგან განსხვავებით, მოთამაშეთა კლასს არ უნდა უჩიოდეთ.

- ეს ფაქტორი მატჩებისას რამდენად მნიშვნელოვანია?

- სასურველია, რომ ნაკრებში ძლიერი ლიგის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა ჩემი აზრით, მთავარი გუნდის შეთამაშება და მებრძოლი ხასიათია.

- ამის გათვალისწინებით ვის მიიჩნევთ ჩვენი ჯგუფის ფავორიტად?

- ბულგარეთს, რომელიც მებრძოლი გუნდია და შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს. ბულგარელები შესანიშნავად თამაშობენ დაცვაში, რაც განაპირობებს შეტევაში წარმატებას. შემდეგ, ალბათ, საქართველოს ჰყავს ყველაზე ძლიერი გუნდი. ბელგიელების თამაშმა გამაკვირვა, არ ველოდი თუ ასე შეკრული ნაკრები ეყოლებოდათ. პოლონელებს ძალისმიერი გუნდი ჰყავთ, თუმცა არასტაბილურები არიან და ეს მათი მინუსია.

- ალბათ ბულგარეთთან წაგებულ მატჩს გულისხმობთ...

- სამწუხაროდ, ბულგარეთისა და პოლონეთის მატჩს ვერ ვუცქირე, ბელგიასთან ჩვენს თამაშს დაემთხვა. ვიცი, რომ პოლონეთი ბოლო მეოთხედამდე დამაჯერებლად უგებდა და საბოლოოდ დამარცხდა. დაახლოებით ასეთი თამაში მოგვიგო ბულგარეთმა - ბოლო 5 წუთში ისეთი დაცვა გვეთამაშა, სამქულიანი არ გვასროლინა.

- რას იტყვით, თვენი ნაკრების დებიუტანტ ნატურალიზებულ ამერიკელ ჰაშიმუ ევანსზე?

- ევანსის კმაყოფილები ვართ. მან ყველა მატჩში თავი გამოჩინა. თუმცა, თუნდაც ერთი გამარჯვების მოპოვებას მხოლოდ მისი ძალისხმევა არ ეყო.

- აქამდე რატომ არ შეიმატეთ ევანსი?

- პორტუგალია, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც მოქალაქეობას ვერ მიიღებ თუ 6 წელი მაინც არ იცხოვრებ და იმუშავებ. სხვა ქვეყნებში მოქალაქეობის მინიჭება პრეზიდენტის განკარგულებით შეიძლება, ჩვენთან ასე არაა. ამიტომ, საქართველომ და ჩვენი ჯგუფის ყველა წევრმა უკვე რამდენიმე ამერიკელს ნატურალიზაცება მოასწრო. ევანსმა 6 წლის წინ პორტუგალიელი ცოლი მოიყვანა, რის შემდეგაც პორტუგალიის მოქალაქეობას ელოდებოდა და ახლაღა მიიღო.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა:

4 მიგელ მინავა

უკანახაზელი

დაიბადა: 1983

სიმაღლე: 197 სმ

გუნდი: "ბენფიკა"

5 ჰეშიმუ ევანსი

ფორვარდი

დაიბადა: 1975

სიმაღლე: 198 სმ

გუნდი: "ბენფიკა"

6 ხაიმე სილვა

უკანახაზელი

დაიბადა: 1980

სიმაღლე: 187 სმ

გუნდი: "გიმარაეში"

7 დავიდ გომესი

უკანახაზელი

დაიბადა: 1986

სიმაღლე: 200 სმ

გუნდი: "პორტუ"

8 ფრანცისკო ჟორდაო

ცენტრი

დაიბადა: 1979

სიმაღლე: 203 სმ

გუნდი: "ბენფიკა"

9 მარიო ფერნანდესი

უკანახაზელი

დაიბადა: 1982

სიმაღლე: 176 სმ

გუნდი: "კაბი"

10 კარლოს ანდრადე

ფორვარდი

დაიბადა: 1978

სიმაღლე: 197 სმ

გუნდი: "პორტუ"

11 პედრო პინტუ

უკანახაზელი

დაიბადა: 1988

სიმაღლე: 186 სმ

გუნდი: "ბარეირენსე"

12 ანდრე პინტუ

ფორვარდი

დაიბადა: 1980

სიმაღლე: 200 სმ

გუნდი: "ოვარენსე"

13 ნუნუ კორტესი

ცენტრი

დაიბადა: 1982

სიმაღლე: 205 სმ

გუნდი: "ოვარენსე"

14 მიგელ მირანდა

ფორვარდი

დაიბადა: 1978

სიმაღლე: 205 სმ

გუნდი: "პორტუ"

15 ჟოაო სანტუში

ფორვარდი

დაიბადა: 1979

სიმაღლე: 205 სმ

გუნდი: "პორტუ"

მთვარი მწვრთნელი: მონჩო ლოპესი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს