საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატში 2 დაუმარცხებელი გუნდია: A ჯგუფში წაგება არ იცის "ქუთაისმა", ხოლო B ჯგუფში წაგება არ უწვნევია "სპორტუნის". დღეს, "თბილისი არენაზე" ქუთაისელები გვარიან წინააღმდეგობას წააწყდნენ, თუმცა მოგებას მაინც მიაღწიეს.

ტურის ცენტრალურ მატჩში ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ (ვსა) "ქუთაისს" უმასპინძლა და პირველი პერიოდი 19:17 მოუგო. ვსა იგებდა დიდი შესვენებისთვისაც, თუმცა მინიმალური ანგარიშით – 39:38. მესამე პერიოდში არაფერი შეცვლილა – გუნდები ერთმანეთს წინ არ უშვებდნენ, უპირატესობას ვერც ერთი მათგანი ვერ აღწევდა. ბოლო ათწუთეულის დაწყებამდე თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა – 52:52.

ქუთაისელებმა, რომელთა რიგებში სუპერლიგაში თამაშის გამოცდილების მქონე რამდენიმე კალათბურთელია, გარდატეხა ბოლო პერიოდში მოახდინეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა, რაც 7-ქულიან ლიდერობაში გამოიხატა. დავით ნოზაძემ რამდენჯერმე წუთშესვენება აიღო, ვსა-ს კალათბურთელები მოსაგებად მომართა, თუმცა ბოლო წუთებზე დაშვებული შეცდომების გამო აკადემიელებმა მოგების შანსი დაკარგეს. "ქუთაისმა" საბოლოოდ 72:66 (სტატისტიკა) იმარჯვა და A ჯგუფში დაუმარცხებლად ლიდერობს.

ქუთაისელთა რიგებში 29 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი სულაბერიძე. ბაქარი ბერეკაშვილის ანგარიშზე 21 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა. 13 ქულა ჰქონდა ქუთაისელთა სუპერლიგის გუნდის კიდევ ერთ წევრ გიორგი ოჩხიკიძეს. ვსა-ში 20 ქულით ბომბარდირი გახდა გაგი მღებრიშვილი. ლევან ფირცხელიანის ანგარიშზე 12 ქულა და 16 მოხსნა დაგროვდა.

დღეს "თბილისი არენაზე" კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. "ჰიუნდაიმ" ბრძოლაში, ბოლო პერიოდში გატეხა "თბილისი ბასკეტი". ბოლო პერიოდის წინ ბასკეტელები 3 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლომდე ვერ შეძლეს შედეგიანად თამაში და მარცხი იწვნიეს. "ჰიუნდაიმ" დასკვნითი პერიოდი 27:10 მოიგო და საბოლოოდ დიდი სხვაობით – 83:69 (სტატისტიკა) გაიმარჯვა.

"ჰიუნდაიში" 21 ქულითა და 16 მოხსნით საუკეთესო იყო გიორგი მესხი. სამმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა გუკა ცხადაძე (19 ქულა, 9 პასი, 8 მოხსნა), რომელიც დღეს 18 წლის გახდა. 13 ქულა მიხეილ ვანაძის ანგარიშზეა. "თბილისი ბასკეტში" 21 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა გეგა ჭაბუკიანმა მიითვალა. ლუკა ზაბახიძის ანგარიშზე კი 17 ქულა, 5 პასი და 4 მოხსნა დაგროვდა.

22-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 1-ელ თებერვალს გაიმართება.

GBF

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა