მარტის უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მატჩ(ებ)ის მოახლოებასთან ერთად, ქართველი ლეგიონერების შესახებ უფრო მეტს ვიფიქრებთ. ფაქტობრივად, გაორებული გრძნობაა - გვინდა, ჩვენს ბიჭებს მაქსიმალურად ბევრი სათამაშო დრო ჰქონდეთ, ამავდროულად კი, მათი ტრავმების ალბათობასა და ზოგიერთ შემთხვევაში, გადაღლილობაზე ვღელავთ. თებერვალი მოკლე თვეა (წელს ნაკიანია), რომლის დროსაც "ბორჯღალოსნებს" "რაგბი ევროპის" გათამაშებაზე ვნახავთ, 12-დან კი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე ჩაერთვებიან...

ევროტურნირები

უკვე მეორე წელია, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჩვენთვისაც "ცხელა" - ეს ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა. "ნაპოლიმ" გასულ სეზონში მერვედფინალური ეტაპი გერმანულ "აინტრახტთან" გადალახა, ახლა კი გაცილებით დიდი და საპასუხისმგებლო გამოცდა აქვს - "ბარსელონასთან". ხავის გუნდი იდეალური ფორმისგან შორსაა, თუმცა წყვილში ფავორიტად მიიჩნევა, "კვარას" მადრიდის "რეალის" შემდეგ, სეზონში კიდევ ერთი დიდი კლუბის წინააღმდეგ თამაშისა და თავის გამოჩენის შესაძლებლობა ექნება. პირველი მატჩი 21 თებერვლის საღამოს, "დიეგო მარადონაზეა".

ევროპა ლიგაზე ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღი" 16 და 22 თებერვალს მერვედფინალში გასასვლელად პორტუგალიურ "ბრაგას" შეხვდება. ამავე დროს ქართველების დაპირისპირება გვაქვს კონფერენს ლიგის 1/16 ფინალში, სადაც ოთარ კიტეიშვილის "შტურმი" კაშია/კანკავა/გვილიას "სლოვანს" გაეჯიბრება. გვახარებს "კიტეს" დროულად მომჯობინება, ის ნაკრებს ძალიან სჭირდება.

იტალია

მოქმედ ჩემპიონ "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად დიდი ჯაფა დაადგება. ვალტერ მაცარის გუნდს, "ბარსელონას" გარდა, საშინაო ფრონტზეც დიდი ბრძოლები ელის. მთავარი მეტოქე "მილანია", რომელსაც 11 თებერვალს (23:45 საათზე) ესტუმრება. გარდა ამისა, კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები 4 შეხვედრას ჩაატარებენ - "ვერონასა" და "ჯენოას" უმასპინძლებენ, ხოლო "კალიარისა" და "სასუოლოს" ესტუმრებიან. თითოეული ქულა მნიშვნელოვანია.

სერია "ა"-ს სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გამოსწორებას ეცდებიან საბა საზონოვის "ტორინო" და გიორგი კვერნაძის "ფროზინონე." ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ბოურჯორნო საკმაოდ დიდი ხნითაა ტრავმირებული, რაც საზონოვის სასტარტოში ყოფნას უნდა ნიშნავდეს.

გაუმჯობესების შანსები

გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას", ქართველი კიპერის შესანიშნავი თამაშის წყალობითაც, ევროტურნირებზე გასვლის შანსი გაუჩნდა. მე-8 ადგილზე მყოფი "ღამურები" თებერვალში 4 შეხევდრას ჩაატარებს - შინ "ალმერიასა" და "სევილიასთან" (3 და 18 თებერვალი), სტუმრად კი "ლას პალმასსა" და "გრანადასთან" (11 და 24).

ფრანგული "ლიგა 1"-ის ცხრილში აღზევება და გავარდნისგან გადარჩენა სურს გიორგი მიქაუტაძის "მეცს". მათ ამ თვეში 4 მატჩი ექნებათ, ყველაზე მნიშვნელოვანი კი 24 თებერვალს, "ლიონის" წინააღმდეგ, ე.წ. ექვსქულიანი დაპირისპირება.

ექვსეულში შესვლისა და პრემიერლიგისთვის ბრძოლის შანსი აქვს გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდს". კარგ ფორმაში მყოფი გუნდი თებერვალში თასზე "საუთჰემპტონსაც" შეხვდება.

წარმატებულ თვეს ველით!..

მამუკა
აქაც ქ ო ც ო ბ ა ზ ე დ ე ბ ტვინით არ სავსე თავს ¡¿ ტელე არხების გარდა ,კიდევ სხვა რაიმეს ხომ არ დ ა გ ვ ი ს ა ხ ე ლ ე ბ. ,,გ ო გ ე ბ ა შ ვ ი ლ ო"...ა ა¡¿ ქ ო ც პ ო ლი წ ი კ..
KVARADONAAA
აბა რაა!!!! ჩემპიონშიპია განსაკუთრებით მაღალი დონის, საზონოვი და კვერნაძე ხომ შტანგებს ღუნავენ, ვინ დარჩა კვარა და მამარდა-სულ ეგ არის... არა და იყო დრო,როდესაც კალა და მჭედლიშვილი სერი ა-ში ხოლო კობიაშვილი,ჩქიტიშვილი იაშვილი ბუნდესლიგაში დაფრინავდნენ,ამათ დაუმატეთ არველაძე და ქეცბაია,ყველა ეს ფეხბურთელები დაახლოებით ერთი თაობისანი არიან და მერე რაა??....ასე რომ ტყუილად ნუ ბაქი-ბუქობთ ქართული ფეხბურთი იმაზე გაცილებით ჭაობშია ვიდრე პირველი არხის,იმედისა და მთავარი ტვ-ს სპორტული გადაცემები წარმოაჩენენ, თუ არა და შეხედეთ ქართულ კლუბების შედეგებს და ნაკრების ჯგუფში ბოლოდან ტრადიციულ მეორე ადგილს... კიდევ 1-7 თბილისში ესპანელებთან ვითომ არ ყოფილა??, რაც არ უნდა საზონოვის,მიქაუტაძის და მარადიშვილის ჭ კლასის დონის ფეხბურთელები დავიმატოთ,რომლებსაც არანაირი ბმა არ აქვთ ქართულ ფეხბურთან არაფერი გამოვა, რეალურად დღეისათვის კვარა და მამარდა გვყავს და 99 პროცენტით მათ იმედათ უნდა ვიყოთ.
პელე
რავი მანჩესტერი 10 წელია ცუდ ფორმაშია, რეალი არასდროს არ არის. გუნდს გააჩნია :)))))
ზაალი
რა დრო დაგვიდგა! ამდენი ქართველი ევროპის მოწინავე ქვეყნების ჩემპიონატებში დიდი ხანია არ გვყოლია ან გვყავდა საერთოდ? სერია ა-ში 4? ლა ლიგა, ჩემპიონშიპი...სიზმარია თუ ნაღდი?
რაბუ
ოთხეულში შესვლა უნდა სცადოს ნაპოლიმ, დაღმართს აღმართი მოსდევს, როდემდე უნდა იყოს გუნდი ცუდ ფორმაში.
dato
წარმატებები ყველა ქართველ ლეგიონერს
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები