საქართველოს ნაკრები 13 და 19 აგვისტოს საწვრთნელ შეხვედრებს "ორიაკთან" და "ბურგუენთან" გამართავს
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასისთვის მზადებას განაგრძობს. საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანთან ახლოს მდებარე სარაგბო ბაზაზე, დღეს, 5 აგვისტოს ჩვენი გუნდი მზადების პირველ ეტაპს დაამთავრებს, რომელშიც "ბორჯღალოსნები" ძირითადად ფიზიკური კონდიციების დახვეწაზე ზრუნავდნენ.

ხვალიდან საქართველოს ნაკრები კლერმონთან ახლოს, ქალაქ ისუარში გადაბარგდება, სადაც მზადების მეორე ეტაპი დაიწყება. აქვე "ბორჯღალოსნები" ორ საწვრთნელ შეხვედრას გამართავენ, 13 აგვისტოს საფრანგეთის ელიტური, მეორე დივიზიონის "ორიაკს" ეთამაშებიან, 19 აგვისტოს კი - ამავე დივიზიონის "ბურგუენს".

როგორც უკვე ცნობილია, ჩვენი გუნდი ახალ ზელანდიაში 5 სექტემბერს საღამოს ჩავა. პირველი პუნქტი, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები გაჩერდება, ამ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქი ქვინზთაუნია. საინტერესოა, რომ აქაური რაგბის ქომაგები აპირებენ ჩვენ გუნდს აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყონ. მეორე დღეს კი ქვინზთაუნის სკაილაინზე "ველქამ ფართი" გაიმართება.

წვრთნისა და დასვენებისთვის ყველა პირობა შეიქმნება ახალი ზელანდიის "პატარა საქართველოში", მასტერტონში, აქაურები დიდი ხანია გულმოდგინეთ ემზადებიან ქართველების დასახვედრად.

საქართველოს ნაკრები მასტერტონში "მემორიალ პარკის" სტადიონზე ივარჯიშებს. 23 და 24 სექტემბერს ჩვენი გუნდი ღია ვარჯიშებს გამართავს, რომელზეც დასწრების უფლება ყველა მსურველს ექნება.

მსოფლიოს თასი

14 სექტემბერი

საქართველო-შოტლანდია

18 სექტემბერი

საქართველო-ინგლისი

28 სექტემბერი

საქართველო-რუმინეთი

2 ოქტომბერი

საქართველო-არგენტინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა