ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ბორჯომში ემზადება მსოფლიოს პირველობისთვის, მისი თავკაცი ამირან ტოტიკაშვილი კი თანდათან ასახელებს 9-13 სექტემბერს ტოკიოში წასაყვან შემადგენლობას...

ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ბორჯომში ემზადება მსოფლიოს პირველობისთვის, მისი თავკაცი ამირან ტოტიკაშვილი კი თანდათან ასახელებს 9-13 სექტემბერს ტოკიოში წასაყვან შემადგენლობას. გუშინ მან კიდევ ერთი ფალავანი დაასახელა - შალვა ქარდავა (66). ამ ტურნირისთვის უფრო ადრე მწვრთნელმა დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), მინდია ხომიზური (66), ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური (81), ვალერი ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (100), ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი (+100), იოსებ მსხალაძე (აბსოლუტური) შეიგულა.

როგორ ცნობილია, წლევანდელ მსოფლიოს პირველობიდან ძალაში შედის ახალი წესი, რომლითაც ეროვნულ ფედერაციებს წონაში ორი კაცის გამოყვანა შეუძლიათ. ტოტიკაშვილი ამ კვოტის სრულად ათვისებას აპირებს იმის მიუხედავად, რომ ზემდგომნი არ მიესალმებოდნენ მის ასეთ გადაწყვეტილებას. მათი აზრით, სადღეისოდ ამდენი ძლიერი ფალავანი არ გვყავს, რომ ყველა წონაში მედლისთვის ვიბრძოლოთ. სიმართლე გითხრათ, ტოტიკაშვილის ზოგიერთი გადაწყვეტილება, რბილად რომ ვთქვათ, მართლაც უცნაური ჩანს.

სადღეისოდ ნაკრებში დარჩენილია ერთადერთი ვაკანსია - 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში. აქ სამი პრეტენდენტია - საქართველოს წლევანდელი ჩემპიონი იოსებ წელაური, ბრინჯაოს პრიზიორი ხვიჩა ხუციშვილი და მეხუთეზე გასული გიორგი შინჯიკაშვილი. ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორისა და წლევანდელ მეხუთეადგილოსან ლევან წიკლაურის მეწყვილე დღეს გაირკვევა. სავარაუდოდ, საკონტროლო შეხვედრით.

ნაკრები ბორჯომში კიდევ რამდენიმე დღე ივარჯიშებს, იქით კვირაში თბილისში დაბრუნდება და ხანმოკლე შეკრებას აქ გაივლის, 2 სექტემბერს კი აკლიმატიზაციის მიზნით ტოკიოში გაფრინდება და რამდენიმე დღე იქ ივარჯიშებს.

ახლა კი ამ უქმეებზე ჩატარებულ გერმანიის ტურნირზეც ვთქვათ, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ გიორგი ტაბატაძე (66) მონაწილეობდა. ჩვენებურს არ გაუმართლა - პირველივე წრეში უკრაინელ ქართველს, მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას გადაეყარა. ზანთარაიამ უკვე თითქმის მოიშუშა ფეხის ტრავმა და გამარჯვებებს მოწყურებული ზედიზედ რამდენიმე წაგების შემდეგ შელახული რეპუტაციის აღდგენასაც ლამობს. ის ამ ტურნირსაც კარგ ფორმაში შეხვდა და ჩემპიონიც გახდა. თან, ერთის გარდა, ყველა შეხვედრა იპონით მოიგო. მათ შორის - ჩვენებურთანაც მეორე წრეში. პირველ შეხვედრაში საკმაოდ ძლიერი ჰოლანდიელი იესპერ დე იონგი დასცა ბეჭებზე, ტაბატაძესთან შეხვედრას კი ქულებით მოგებული ერთადერთი შეხვედრა მიაყოლა - უცნობ მასპინძელ სებასტიან საიდთან. ამის შემდეგ ისევ იპონებით გაიკვლია გზა კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ - ესპანელი არეს ჰერერო, ნახევარფინალში მასპინძელთა ლიდერი ადრიან კულიჩი, ფინალში კი გამოცდილი ფრანგი დევიდ ლაროსე დაამარცხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს