10 თებერვალს "ბორჯღალოსნები", ახალი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით, წლის პირველ საშინაო შეხვედრას გამართავს. ნიდერლანდებთან მატჩი „ავჭალაზე“ 14 საათზე დაიწყება.

რიჩარდ კოკერილმა დესაუში გერმანიასთან 28:17 მოგების შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 5, ხოლო მარქაფაში 4 ცვლილება განახორციელა.

ხაზში ორი სიახლეა. მირიან მოდებაძემ ფრთიდან ფულბეკის პოზიციაზე გადაინაცვლა, მის ადგილს კი გამოცდილი სანდრო თოდუა დაიკავებს. 9 ნომრად თამაშს იწყებს თენგიზ პერანიძე, რომელიც ტრავმის შემდეგ მოედანზე პირველად გავა და ლუკა მატკავას შეუწყვილდება. აქამდე პერანიძემ ნაკრების კვართით მხოლოდ ერთხელ, ურუგვაისთან შეცვლაზე ითამაშა.

ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება. მეორე ფრთა "ბორჯღალოსნების" საუკეთესო მელელოვე აკაკი ტაბუცაძეა. აღსანიშნავია, რომ ხაზში ერთდროულად ორი ცენტურიონი გვეყოლება – შარიქაძე 101-ე, ხოლო თოდუა 110-ე კეპს მოიხვეჭს.

უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი – გიორგი ახალაძე, ვანო კარკაძე და ირაკლი აფციაური. მეორე ხაზში ძირითადში დაწინაურდა მიხეილ ბაბუნაშვილი და ის გიორგი ჯავახიას შეუწყვილდება. ორი ცვლილებაა მესამე ხაზში. ილია სპანდერაშვილი ფლანკერად გადაინაცვლებს, მეორე ფლანკერი ბექა გორგაძე იქნება, რომელიც გუნდს ამ კვირაში შეუერთდა, შერკინების შემკვრელი კი თორნიკე ჯალაღონიაა – მას გერმანიასთან მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია.

მარქაფაში არიან ბურჯები ბექა გიგაშვილი და ალექსანდრე ქუნთელია. გორგაძის მსგავსად, ისინი ბორჯღალოსნებს მიმდინარე კვირაში შეუერთდნენ. მარქაფაში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა ლუკა ნიორაძემ და მესამეხაზელმა ბექა შვანგირაძემ, ასევე მგეზავმა თედო აბჟანდაძემ.

შეცვლაზეა მეორეხაზელი გურამ ღანიაშვილი, რომელიც ეროვნულში 20-წლამდელებიდან დაწინაურდა და ნიდერლანდებთან დებიუტი ექნება. გერმანიასთან ძირითადში იყო და ახლა მარქაფაშია 9 ნომერი მიხეილ ალანია. მარქაფაში გამოჩნდა დემურ თაფლაძე, ვისაც ერთი კვირის წინ არ უთამაშია.

2024 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ჯგუფური ეტაპი. "ა" ჯგუფი. მეორე ტური

10 თებერვალი. თბილისი. ავჭალა. 14:00

საქართველო – ნიდერლანდები

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

წყარო: Rugby.ge

ჯავახა
ეფრემიძეს რატომ არ ათამაშებენ?
Rezo
გიორგაძის დიდი რაგბი დამთავრებულია. ისე, მაგ სიას აბრამიშვილი აკლია.
Rezo
დიახ
კოტე
საღინაძეს ტრავმა აქვს?
gio
ამ გუნდს დაუმატეთ ლობჟანიძე, აფრასიძე, ნინიაშვილი, გოგიჩაშვილი, ჯაიანი, გიორგაძე და კარგი ნაკრები იქნება
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"