ლა ლიგის 24-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ლას-პალმასთან“ 0:2 დამარცხდა.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ და თამაში ლამაზი სანახავი არ იყო. შედეგად პირველი ტაიმი მომენტის და კომპენსირებული დროის გარეშე დასრულდა. მძიმე სანახაობა შესვენების შემდეგაც გაგრძელდა, „ლას-პალმასმა“ პირველი მომენტი 67-ე წუთზე შექმნა, როდესაც მამარდაშვილმა პირისპირ გასულ მუნირს არ გაატანინა, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. სტუმრები მხოლოდ ამის მერე გააქტიურდნენ და მეკარე ვალესმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. თითქოს მატჩი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერ მცველმა სუარესმა თავურით „ღამურების“ კარი დალაშქრა, ბოლოს კი საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მამარდაშვილს ხელიდან გაუვარდა და კარდონამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიორგიმ ანალიტიკური საიტებისგან დაბალი შეფასება მიიღო: sofascore 5.6, flashscore 5.1, whoscored 4.6.

„ვალენსია“ 35 ქულით მეცხრე ადგილზეა და 18 თებერვალს „სევილიას“ უმასპინძლებს.

ლას-პალმას-დე-გრან-კანარია. „გრან-კანარია“

ლას-პალმასი - ვალენსია 2:0

გოლები: 1:0 სუარესი (89), 2:0 კარდონა (90+5)

დავით 67-ს
ოჯახს რატო ეხება შე მართლა ქლიავო, ჩვენ ბიჭებზე ვინც იტყვის ჭამაო ყველაზე ასეთი რეაქცია მექნება, მართლაც რომ ჭამოს მაინც, მით უმეტეს მამარდას კი არაფერი უჭამია. შე ჩასაფრებულო ვითომ ბალეშიკო.
დავით 67
ხომ იცი სად უნდა ილაპარაკო მასე? ოჯახში!! თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ ოჯახი გაქვს.
berg
ბუფონი,კანი,კასილასი,ჩეხი მაგარ მეკარეებს რო ვიხსენებ როგორ მტკიცედ იდგნენ ფაფხურის გარეშე..გიორგის ბევრი სამუშაო აქვს თითქმის ყველაფერში ,კარგია რო ვალენსიაშია ესპანელებს მაგარი სკოლა აქვთ, ბევრს ისწავლის.. ვალენსია 50 მილიონს ფიქრობსო,20 ზე მეტს დღეს არავინ არ გადაიხდის და ძაან მაგარი ფასია...
არგუტი
ვალენსიას აკლია თავდაჯერება ,რაც გამომდინარეობს კლასის არქონიდან.დარწმუნებული ვიყავი ბოლო წუთებში გოლს გაუშვებდნენ.ასე უკვე რამოდენიმეჯერ მოხდა.განსაკუთრებით ვარდება ხოლმე დაცვის მარჯვენა ფრთა.საინტერესოა მწვრთნელი ამ პრობლემას ვერ ხედავს თუ ხედავს და ჯერ-ჯერობით არაფერი გამოსდის? რაც შეეხება მამარდაშვილს ,პირველ ბურთში მას ბრალი არ მიუძღვის,მეორეში კი შეცდა.(აქ წერენ ,რომ ბურთი ახტა ,მცველმა შეუშალა და ა.შ.).არა უშავს ,შცდომები გამოცდილ ,ძლიერ მეკარეებსაც მოსდით,მთავარია ამ შეცდომებზე ისწავლოს და გაიზარდოს.
სიმენონი
ცუდად ახტა ბურთი, ცოტა მცველმაც შეუშალა ხელი
Walter White
ვალენსიას თამაშის ყურება შეუძლებელია.ასეთი მახინჯ ფეხბურთს ალბათ ვერსად ვერ ნახავ. ისევ რუსული ტელეარხი, ისევ რუსული კომენტატორები.... სპორტალ.ჯის ადმინისტრატორს - თუ ასე გიჭირთ ფინანსურად,მე გადაგიხდით რომელიმე ევროპული სპორტული არხის აბონამენტის საფასურს.თუ ენა არ გესმით, ისწავლეთ, გამოგადგებათ ცხოვრებაში.

ამასაც ქებამ აწყინა!
დავით 67-ს
რა ჭამა შე ქლიავო, თავისივე მცველი შეასკდა და გააგდებინა.
SOS!!!
როდესაც მსოფლიოში ტოტალიზატორები არსებობს, ყველაფერს უნდა ელოდე !
SOS!!!
როდესაც მსოფლიოში ტოტალიზატორები არსებობს, ყველაფერს უნდა ელოდე !
SOS!!!
როდესაც მსოფლიოში ტოტალიზატორები არსებობს, ყველაფერს უნდა ელოდე !
Posted
Roca 20 Kaci win gidgas kutxurze unda gadaegdo,am dros avtogolic ar aris gamoricxuli
რერო
აი რასნიშნავს პაულისტას წასვლა , აირია მონასტერი დაცვაში!
კახა
პირველ გოლზეც შეეძლო გამოსვლა და მოგერიება. ამაზე კიდევ ბევრი სამუშაო აქვს
კაკულია ეთერი
ეს ხაზზეც ვერ არი მაგარი. ტყუილად აგვყავს ცაში, ერთი საშუალო დონის მეკარეა. ან ეს ფურთხება რა ამბავია, ხვიჩა ბევრს დარბის და იმიტომ იფურთხებაო. გიორგიც 10 კმ-ს დარბის? საშინელი საყურებელია ახლო კადრით.
სოსო
მთელი თამაში,ვალენსია ფრეზე თამაშობდა და დამატებულ წუთებში გოლის გაშვებამ,ემოციური შოკი გამოიწვია.მატჩის დამთავრებამდე წამები რჩებოდა და ვალენსია,ისევ დაცვაში იდგა.ეტყობა,გიორგიც გატყდა.მის შეცდომას,ოდნავ ამსუბუქებს ის,რომ ბურთი მის წინ შეხტა.
ვასო67
პირველი აუღებელი იყო, გამოსვლაზეც ვერ გამოვიდოდა, ვერ მოასწრებდა… ბოლოს შეცდა, მარა უკვე წაგებული იყო… ოდესმე ყველას მოსდის შეცდომ, წარმატებები გიორგის…
დავით 67
მაგარი ჭამა მეორე გოლი. შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ასეთს არ ველოდი.
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
პეპელუს გაძევება და სამი გოლი მამარდაშვილის კარში - "ვალენსია" სახლში აუტსაიდერთან დამარცხდა [VIDEO]
"რეალმა" "ლას-პალმასს" სძლია და გალიდერდა [VIDEO]
გიუნდოგანმა "ბარსელონას" გამარჯვება 90+3-ე წუთზე მოუპოვა
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
"ბარსელონამ" კაცნაკლული "ლას-პალმასი" დაამარცხა
როდრის "ვალენსიაზე" გაჟღერებული ფრაზის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
[VIDEO] როდრი "ვალენსიას" სისუსტით შოკირებული დარჩა
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
"ლას-პალმასის" 17 წლის ფეხბურთელი არხში დაიხრჩო
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა