ქართველმა მოჭადრაკეებმა კავალას საჭადრაკო ფესტივალის მე-7 ტურშიც მეტოქეებთან დაზავება არჩიეს
ქართველმა მოჭადრაკეებმა - დავით ზარქუამ, გიორგი მარგველაშვილმა და ინგა ჭარხალაშვილმა კავალას (საბერძნეთი) საჭადრაკო ფესტივალის მე-7 ტურშიც მეტოქეებთან დაზავება არჩიეს. ზარქუა მომჩილ ნიკოლოვს (ბულგარეთი) დაუზავდა, მარგველაშვილი-საშა კაპლანს (ისრაელი), ჭარხალაშვილი კი - გეორგიოს ნიკოლაუს (საბერძნეთი).

ფესტივალის მთავარ ტურნირს 5,5-5,5 ქულით ოთხი მოჭდარკე (პოლონელი მათეუშ ბარტელი, სერბი დრაგან შოლაკი, ბერძენი დიმიტრიოს მასტროვასილისი და ბულგარელი ათანას კოლევი) ჩაუდგა სათავეში.

12 მოჭადრაკეს 5-5 ქულა აქვს. ზარქუა და მარგველაშვილი თითო ქულით ჩამორჩებიან ლიდერებს, ჭარხალაშვილმა 4 ქულას მოუყარა თავი. ქალებში იგი ჯერჯერობით მესამე ადგილზეა ევროპის ექსჩემპიონ ეკატერინა ატალიკისა (თურქეთი, 5 ქულა) და მონიკა სოჩკოს (პოლონეთი, 4,5) შემდეგ. მე-8 ტურში ზარქუა სოჩკოს დაუპირისპირდება, მარგველაშვილი იოანის სტატოპულოს (საბერძნეთი) შეხვდება, ჭარხალაშვილი კი ბერძენ ვაფიადის გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა