სერია A-ს 24-ე ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „მილანთან“ 0:1 დამარცხდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მწვრთნელმა მაცარიმ 3-5-1-1 ტაქტიკა აირჩია და კვარაცხელია, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს (23 წლის გახდა), მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე დააყენა. ხვიჩა დებიუტში გაბიას გაექცა, პასი სიმეონეს გაუკეთა, მაგრამ მან მიზანს ვერ უწია. „ნაპოლი“ უკეთ გამოიყურებოდა, მშვიდად და თვითდაჯერებულად მოქმედებდა. გუნდები ფრთხილობდნენ, ტემპი მაღალი არ იყო და მასპინძლებმა პირველივე შანსი გამოიყენეს - ლეაომ ერნანდესი მეკარე გოლინისთან პირისპირ გაიყვანა და თეომ გაიტანა. 45-ე წუთზე "კვარა" ფლანგზე ორ მეურვეს დაუსხლტა, ბურთი კარის წინ ჩააწოდა, მცველმა მოიგერია და პირველი ტაიმი დასრულდა.

ნეაპოლურ გუნდში, ქართველის გარდა, ვერავინ ამწვავებდა თამაშს. მაცარიმ ესტეგორი პოლიტანოთი შეცვალა, კვარაცხელია კი მარცხენა ფრთაზე დაბრუნდა. მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის საშუალება მიეცათ, თუმცა საკუთარი გუნდი გოლინიმ გადაარჩინა. შემდეგ მცველს ბურთი სიმეონემ აართვა, მაგრამ ბურთი კარს ოდნავ ააცილა და მის ნაცვლად მოედანზე რასპადორი შევიდა. „ნაპოლიმ“ შეუტია, კვარაცხელია კიაერს გაექცა, რომელიც ბოლო მომენტში ფლორენციმ დააზღვია. ცოტა ხანში პოლიტანომ ოდნავ არაზუსტად დაარტყა, „კვარას“ შორიდან დარტყმულს მეკარე მანიუ დაეუფლა, ხოლო სწრაფი კონტრიერიშისას ლეაომ ჩინებული შესაძლებლობა ვერ გამოიყენა. თამაში აშკარად გახალისდა, ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ლინდსტრიომის ჩაწოდებული ბურთი მცველისგან ძელს მოხვდა და „მილანმა“ 2014 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად სძლია საკუთარ მოედანზე „ნაპოლის“.

„ნაპოლი“ 35 ქულით მეცხრე ადგილზეა და 17 თებერვალს „ჯენოას“ უმასპინძლებს.

მილანი. „სან სირო“

მილანი - ნაპოლი 1:0

გოლი: ერნანდესი (25)

არგუტი
ნაპოლიმ თამაში დაიწყო 1-3-5-2 სქემით შეტევის დროს,რომელიც თავდაცვის დროს ტრანსფორმირდება როგორც 1-5-3-2.დაიწყო და კარგადაც დაიწყო,მაგრამ ლობოტკას ერთმა ჩაძინებამ ყველაფერი გააფუჭა.გასაგებია,რომ მილანის მარცხენა ფრთა ერნანდეს- ლეაოს შემადგენლობით ძალიან ძლიერი და სახიფათოა.მაცარიმაც თქვა:ამისთვის მთელი კვირა ვემზადებოდითო , მაგრამ დაბალი საშემსრულებლო ოსტატობის გამო დასახულის რეალიზება ვერ მოხერხდა.მეორე ტაიმში ისევ ძველ 1-4-3-3-ზე გადავიდნენ მაგრამ პოლიტანოს და ზელინსკის პატრონი (არც სხვები არიან დიდი ხვითოები) რას მიაღწევ? ეს ორი საზიზღრობა---ეს ორი მარაზმი .თუ ვინმეს უნახავს მაგათ შესრულებულ სტანდარტულს რაიმე,ოდნავ მაინც გამწვავება მოჰყოლოდეს.არადა პირველები მივარდებიან ხოლმე ბურთთან თითქოს საუკეთესოდ გამოსდიოდეთ ეგ საქმე.რაც შეეხება ხვიჩას,აშკარაა,რომ გუნდი სათანადოდ ვერ იყენებს მის შესაძლებლობებს.ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფს ,მას თითქმის არასოდეს არ მიდის პასი პარტნიორებისგან.ასეთ ვითარებაში ის კიდევ ბევრს აკეთებს.
შულაია
გასაგებია ნაპოლი,რომ გრანდების ყალიბრით სოფლის გუნდია,მაგრამ კვარა რის ვასკვლავია თუ ასეთ საკვანძო შეხვედრებში თამაშს გუნდს ვერ ლიდერობს და მის იშვიათი აქტივობა გუნდისთვის შედეგობრივად ნულია. არ გვინდა ვაღიაროდ, მაგრამ ფაქტია მეტოქე მწრთნელებს, სრულად გაშიფრული აქვთ მისი თამაში, წინასწარ იციან რას გააკეთებს-თავისუფალ სივრცეს არ უტოვებენ და თუ გამოჩნდა წვრილი ფოლებით აჩერებენ ან კარისკენ დრიბლინგის საშუალებას არ აძლევენ, აიძულებენ პირით ხაზისკენ წავიდეს და საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთოს, იქ კი დასწრებაზეა, ხოლო მილანის დონის მცველებთან, პირითხაზიდან საჯარიმოში- ფეხზე ზუსტი გადაცემის გაკეთება ძალიან ძნელი. კი ბატონო აქ სტატიაში წერია- კვარა გაბიოს გაექცა და პასი სემიონეს გაუკეთაო, მაგრამ ეს პასი იყო საჯარიმოში და სემიონე დასწრებაზე ცდილობდა დარტყმას-პასი კი ლეაომ რომ გააკეთა ის იყო...45 წუთზე მცველებს კი არ გაექცა, ბურთი პირით ხაზისკენ გაიგდო და უკანასკნელ წამს პირდაპირ მოწინააღმდეგე მცველს უპასა, სხვა გაგრძელება არც ჰქონდა-უბრალოდ ბურთი უკვე, თითქოს გასული იყო მოედნიდან,ყველაშემთხვევაში ეს ორი მომენტი ხვიჩას აქტივშია და კარგია,მაგრამ ძალიან ცოტაა ასეთი ამბიციის მქონე ფეხბურთელისთვის, ასეთ პრინციპულ თამაშში-ასეთ ძლიერ გუნდებთან უნდა დაამტკიცო შენი განსაკუთრებულობა,თორემ ვერონას დონის გუნდებთან რომ ლომია, არც არავინ კამათობს....პრინციპში, ნაპოლსაც და მილანსაც არ გააცივა!!!!...მთავარია ეს ბიჭი ფსიქოლოგიურად იყოს მზად ნაკრების გადამწყვეტი თამაშისთვის, პრინციპში სანერვიულო არც არაფერი აქვს- თამაშობს საშუალო იტალიურ გუნდში,მშვენიერი ქალაქი,ქვეყანა,გულშემატკივრები, შესაბამისი კონტრაქტი ხელფასი გაუნჯობესების პესპექტივით და რაც მთავარია გუნდში ენდობიან და რაც არუნდა თამაშები ჩააგდოს ხელშეუხებელია, ერთი სიტყვით ქერის ორმოშია და ნუ სთხოვთ მესობას და როლადოობას, არის ის რაც არის და შევეგუოთ... დარწმუნებული ვარ საბერძნეთთან გაისვრის ფინალში, კარგი გაგებით, ყარაულის თოფივით...
აკო
ბოღმისმთხეველი გესლიანები ჩქარა
Cleopatra's Lover
საიმონი არ ვიცი მაგრამ პირველი რაც მაგ ფრაზაზე გაახსენდება მსოფლიოში ნებისმიერ ადამიანს ეს რათქმაუნდა კინოშედევრი ფორესტ გამპია სადაც ფილმის მთავარ პროტაგონისტს ეუბნებიან "გაიქეცი ფორესტ გაიქეცი"- ორიგინალში " რან ფოტესტ რან" და ფორესტ გამპი ეს ყველაზე თუ არა ერთერთი ყველაზე უცნობილესი ფრაზაა რაც შეიძლება ადამიანს პირველი გაახსენდეს შენი მოყვანილი მაგალითიდან.
მირო
"გაიქეცი საიმონ,გაიქეცი".იყო ასეთი დასახელების ფილმი,თუ გახსოვთ."გაიქეცი ხვიჩა,გაიქეცი"სასწრაფოდ ამ გუნდიდან.აქ თუ დარჩები დეგრადირებას დაიწყებ,ეს ბუნებრივია,როცა კონკურენტი არ გყავს და ყველას სჯობიხარ. ყოჩაღ სპალეტი ამ საშუალო დონის ფეხბურთელებისგან გუნდური თამაში რომ ააწყო და შეუძლებელი გააკეთებინა.თუმცა,კვარა და ოსიმენი რომ არა,გამორიცხული იყო სკუდეტოს აღება. ეს გუნდი საშუალო დონეზე მაღლა ვერ ავა და ხვიჩა სასწრაფოდ უნდა გაეცალოს,თუ უნდა ვარსკვლავების დონეზე იყოს.
დავით
კვარაზე კი არა ოსიმენზე უნდა ითამაშოს გუნდმა! არაა ოსიმენი, არაა გოლი.მარტივი ლოგიკაა. კვარას გოლებს ვერ მოსთხოვ, მითუმეტეს ასეთ უღიმღამო გუნდში.
დავით 67
რას ჰგავს გუნდი. ეს რა უბედურებაა. ვიცით რომ მდიდარი გუნდი არაა ნაპოლი, მაგრამ ამ საშუალო ფეხბურთელებისგან გუნდის შექმნა შეიძლება ნორმალური მწვრთნელის შემთხვევაში. არ არის აუცილებელი ტოპ მწვრთნელები მაინცადამაინც. აგერ ალონსომ ხომ შექმნა გუნდი ლევერკუზენი. ასევე ჟირონას მწვრთნელი, ასევე შტუტგარტი.მარტო ხვიჩა ცდილობდა რაღაც გაეკეთებინა. ბოლოს მანაც ჩაიქნია ეტყობა ხელი, ასეთი თანაგუნდელების გამო. ოსიმენის გარეშე გოლი ვერ გააქვთ. ეხლა ვერონასთან გოლის გატანა დიდი ვერაფერი შედეგია. მანამდე 3 მატჩში გოლი არ ჰქონდათ გატანილი
Charley
ნუ მთლიანობაში არ იყო წასაგები თამაში მაგრამ ნაპოლის ყავს უმოყვარულესი ცენტრი ლობოტკა-ანგისა-კაიუსტეს სახით და დღესაც ამ ტრიომ "მაღარიჩი" უკისრეს და დააჯილდოვეს მილანი 3 ქულით. ეს ტრიო ვერონა სასუოლოს დონეც არაა თავს დავდებ და ფეხბურთის "ხერხემალი" ცენტრალური საყრდენი ზონა ასეთი ბალასტებით რომარის დაკომპლექტებული ჩათვალეთ გუნდი მინუს ნულით ერთით გადის ყოველთვის ძლიერ მოწინააღმდეგებთან შეხვედრებში. ხომ იყიდეს აგერ სამი ცენტრ/ნახევარმცველი მე პირადად ამათ მომდევნო შეხვედრაშივე მათით ჩავანაცვლებდი. ტიპები მთელი თამაში აქეთ-იქით აგორავებენ ბურთს, დილორენცოც მოყვარულს ემსგავსება უკვე ეს სეზონია ტიპი მარჯვენა ლატერალია და პასს ვეღარ კიდებს საჯარიმოში უკვე მერამდენე თამაშია თან დაცვაში ესეც მაგარი "დირკა". ცენტრალურ მცველებს ტაქტიკური განათლება და შესაბამისად პოზიციის შერჩევა აქვთ ზერო. საჯარიმოში შეტევაშიც იმის მაგივრად რომ კვარა ეძებონ პასის მისაცემად, სადღაც ..... აძლევენ პასებს ან აწოდებენ ხოლმე. პოლიტანო რასპადორი რო იტალიის ნაკრების მთავარი მოიერიშეებია ვიზიარებ "სკუადრა აძურას" გულშემატკივართა მდგომარეობას. პატარა ბავშვები ეზოს ფეხბურთში რო "ღორობენ" აი ეს ორი ზუსტად ისენია. ნაპოლის მთელი გუნდი კვარაზე არ თამაშის გამო ვერაფერს ვერ ქმნის და აგერ რამდენი თამაშია ჩანს. რეალურად მთელი შეტევა კვარაზე უნდა იყოს, ისევე როგორც დარტყმები. როგორც ბარსელონაში იყო მესიზე გუნდი აწყობილი, აქაც მასე უნდა იყოს თუ უნდათ რომ რამე ქნან.
OsimheN1
ადვოკატები, ადვოკატები ჩქარა ))
ლაშა
მე ესეთი არაფერი მინახავს. რამდენჯერ გაეხსნა ხვიჩა და ერთი პასი არ მისცეს. ეს არის სოფლის გუნდი. მწვრთნელის ბრალია ფეხბურთელები გაბლატავებულები რომ არიან...
Რაგბის ფანი
ნაპოლის ავტორიტეტი მწვრთნელი ჭირდება, რომელიც ეგოისტ ფეხბურთელებს თავში წამოარტყამს და პასის გაცემას აიძულებს. პოლიტანოს თამადობით.
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
[VIDEO] 5-გოლიანი თრილერი "სან სიროზე" და "ნაპოლის" ზედიზედ მეორე მარცხი
ოპერაცია გულის არითმიის გამო - "ნაპოლის" სკოტ მაკტომინი გამოაკლდა
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
[VIDEO] "არსენალმა" სტუმრად "ნაპოლის" მოუგო - "სპორტინგმა" "გალათასარაის" თამაში შემოუტრიალა
ლეაო "მილანიდან" "გალათასარაიში" გადავიდა
დი ლორენცო, რომელიც 2024 წელს კონტემ დარჩენაზე ძლივს დაიყოლია, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს
ლანგს ურთიერთობა ალეგრისთანაც აერია და ბოდიშის მოხდა მოუწია
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
ვისთან ითამაშებენ ქართველები ნაკრებამდე: ხვიჩა "მარსელთან", "ბარსელონა" და ჩვენებურების დუელი
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?