ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA

"გალიაში იყო გამომწყვდეული, მატჩის მოგებას ყოველთვის ვერ მოახერხებს" - რა თქვა მაცარიმ კვარაცხელიაზე

"გალიაში იყო გამომწყვდეული, მატჩის მოგებას ყოველთვის ვერ მოახერხებს" - რა თქვა მაცარიმ კვარაცხელიაზე

<p>სერია A-ს 24-ე ტურში "მილანმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" თავკაცმა ვალტერ მაცარიმ Dazn-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა.</p><p>"წინასწარ ვიცოდით, რომ ტეო ერნანდესი შეტევაში ხშირად ჩაერთვებოდა. ამისთვის მთელი კვირა ვემზადებოდით. ამიტომ შეცდომა არ უნდა დაგვეშვა. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით და მეტოქეს ვაჯობეთ. ვფიქრობ, წაგებას არ ვიმსახურებდით.</p><p>იმედი მაქვს, ოსიმენი კარგი განწყობით დაგვიბრუნდება. ანგისამ შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ოპტიმალურ ფორმაში დასაბრუნებლად გარკვეული დრო სჭირდება. ოსიმენი ძალიან გვაკლია.</p><p>რაც შეეხება კვარაცხელიას, ვიცოდი, რომ მეტოქე ქართველზე სამმაგ მეურვეობას დააწესებდა. ამიტომ ხვიჩა მოედნის სხვადასხვა მონაკვეთში სივრცეების პოვნას ცდილობდა. საჭიროა, რომ მეტად დავეხმაროთ, რადგან გალიაში გამომწყვდეულივით იყო, მისმა თანაგუნდელებმა უფრო ხშირად უნდა შეძლონ, რომ სწორ პოზიციაზე მონახონ.</p><p>"კვარას" პოზიცია? გასულ კვირასაც იგივე გავაკეთე და საქართველოს ნაკრებშიც ამ პოზიციაზე თამაშობს. ასე ხვიჩა უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. მისი თამაშით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა მაცარიმ.</p><p>შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 30 მატჩი გამართა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 5 საგოლე პასით გამოიჩინა. "პარტენოპეი" 35 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.</p><p><p><p><br></p>

  • გიო

    ეგრეა!ყოველ თამაშში აშკარად ჩანს გუნდის წევრების შური ხვჩასადმი და მისი იზოლაციის კოლეკტიური სურვილი…ამიტომაც ისევ მიექანება “ნაპოლი” დიდ სანაგვე ყუთში, რომლიდანაც ხვიჩამ ამოიყვანა გუნდი გასულ სეზონში…

  • ელგუჯა-ს

    მოჩვენებები გაქვს? შურთ არა ტოროლა

  • L.J .

    Napolis mwvrtneli ar hyavs es mazzari jigari tipia 10 wlis win kargi gundi daayena,magram...dges chveulebrivi pizkulturis maswavlebelia da ara mwvrtneli...

  • ელგუჯა

    თავს ვიკავებ პროფესიონალური კრიტიკისგან და ვცდილობ გულშემატკივრის კოზიციიდან გავაკეთო კომენტარი, მაგრამ რას გავდა ეს?! ნებისმიერი დილეტანტი მიხვდებოდა რომ მთელი გუნდი იგნორს უკეთებდა უპირობო ლიდერს, ჯერ პირველ ტაიმში იგრძნობოდა ჟელინსკისა და სხვებისაგან ცივი დამოკიდებულება მაგრამ მეორე ტაიმში პოლიტანომ ყველაფერს ფარდა ახადა. არ ვიცი სადამდე უნდა გაგრრძელდეს ეს მაგრამ ისე ჩანს მთელ გუნდს შურს ხვიჩასი და ღირს კი ასეთ კოლექტივთან ერთად საერთოდ მინდორზე გამოსვლა?! ხვიჩა ვაჟკაცია და ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ როგორ შეიძლება თანამედროვე ფეხბურთში ერთმა კაცმა გადაწყვიტოს თამაშის ბედი? PS. შარშანაც იგრძნობოდა, განსაკუთრებით მეორე წრეში ეს დამოკიდებულება და რა ვიცი როგორ უნდა გააგრძელოს?!....

  • leqso

    ნკ-ს... ვერაფერი გავიგე ამ თქვენი ვითომდა ანალიზისგან, ჯერ რა შეფასებაა!!??-ხვიჩამ ძალიან კარგად ითამაშა..მართლა მაინტერესებ რას ეძახი კარგ თამაშს კი არა -ძალიან კარგ თამაშს, ორი ტაიმის განმავლობაში ამბიციური შემტევი გოლს ვერ გაიტან,ასისტს ვერ გააკეთებს, კარში და კარისკენ ვერ დაარტყავს, თანაგუნდელებს თავისუფალ ზონაში ვერ გაეხსნება და მაღალი პრესინგისას არა საიმედოა,ამასთან შენი გუნდი სატურნირო თვალსაზრისით პრინციპულ მეტოქესთან დამარცხდება- იქნებ უფრო დააკონკრეტოთ როგორ ითამაშა ძალიან კარგად. რაც კარგები ვართ ქართველები ვართ ამ პრინციპით და ხვიჩა რომ ქართველია გასაგებია, მაგრამ ერთი პატივსაცემი ფრინველის არ იყოს იძახო ხვიჩა მაგარია...რა გამოვა??!! ჩემთვის უფრო გასაკვირი ის 45 მოწონებაა რაც ამ დროისათვის აქვს ამ მოსაზრებას. გამოდის თავს ვიტყუებთ ნაკრების გადამწყვეტი თამაშის წინ და ღმერთმა არ ქნას იგივე დაგვემართოს-გავიძახით კვარა მაგარია,ყველას სჯობნის, მაგრამ პრინციპულ თამაშებში ვერც ნაპოლში და ვერც ნაკრებში ძლიერ გუნდებთან ფაქტია ვერ ქაჩავს, თითქმის სეზონის ბოლოა და არც ერთ სერია ა-ს ძლიერ გუნდებთან-ინტერი,მილანი,იუვე,რომა,ლაციო გოლი არ გაუტანია და ყველას ამოკეტილი ყავდა გუშინდელივით...ნაკრებშიც იგივე, შესარჩევში, ჯგუფში ტრადიციულად ისევ ბოლოდან მე-2 ადგილზე გავედით და ვერც ერთი პრინციპული თამაში ვერ მოვიგეთ ნორვეგიასთან და შოტლანდიასთან,ხოლო ესპანეთმა საშვილისშვილოდ შეგვარცხვინა, ჩვენს უძლეველ კვარასთან ერთად, უეფას ჩინოვნიკების მიერს ნაბოძები ოლიმპიადაზე თამაშის შანსიც დიდწილად კვარას და მიქაუტძის ხუშტურებს გავატანეთ,ამას დაუმატეთ ეროვნული ჩემპიონატის დონე და ქართული კლუბების ყოველწლიურ ფიასკო ევროტურნირებზე და მითხარით სად ხედავთ პროგრეს და საფუძველს , რომ ეხლა კვარასაც ვეძახოთ-მადლობა ხვიჩაა!!! მადლობა ხვიჩა!!

  • გოგია

    მერედა წადი შენ ოლიმპიადაზე. გიშლის ვინმე? ა, სხვამ უნდა ღვაროს ოფლი ხომ? შენ ვერ ქაჩავ მაგდენს. ჯერ თავად შექმენით შენ და შენისთანებმა რამე ღირებული და მერე წაუყენეთ სხვებს პრეტენზიები.

  • გიორგი

    ლეაოს როგორ აქვს ხოლმე ე.წ. 'თავისუფალი სივრცეები'? გოლიც ეგრე გავიდა. ვითომ ფეხბურთის ღმერთი აფარებს კალთას, თუ მოედნის მიღმა კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს, და მოედანზე კი კვალიფიციური თანაგუნდელები? ნაპოლის გუნდსაც ვეღარ დაარქმევ, ყველა თავისთვის ფაფხურობს, ისე, გემი რო იძირება ხოლმე. რატომ უნდა ათრიოს ეს გუნდი ხვიჩამ მარტოკამ? უკვე საკარიერო დროის ფლანგვას ჰგავს ხვიჩას მანდ დარჩენა. ეს ლაურენტისიც რო აფაფხურდა და ჯუღელი კი ფეხს ითრევს კონტრაქტზე, იქნებ სიახლის მაუწყებელიც იყოს. ხვიჩას დაბადებუს დღეს ვულოცავ იმ სიხარულისთვის რაც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს მოუტანა, და მომავალში დიდ წარმატებას ვუსურვებ, რომლებიც აუცილებლად მოვა--ხვიჩა თვითონ მოიყვანს, საქმის კაცია, და არა ლაი-ლაის.

  • გიორგი

    მარტოა გუნდში 'თეთრი ყვავივით'. როდემდე ათრიოს და რატომ უნდა ათრიოს მარტოკამ? თან გუნდსაც ვეღარ დაარქმევ ნაპოლის. ყველა თავისთვის ჩალიჩობს და ფაფხურობს. გემი რო იძირება ისეთი სიტუაციაა. დროა წამოვიდეს იქიდან, უკვე დროის კარგვაა ხვიჩას კარიერისთვის ნაპოლიში დარჩენა. ლაურენტისი რო ჩქარობს და ჯუღელი ფეხს ითრევს, იქნებ ამის მაუწყებელიც იყოს.

  • სოსო

    ბურთი ძალიან ნელა მოძრაობს და ამიტომ,სიმწვავე ვერ იქმნება.მილანს მეტი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს და სწორედ ლეაო,თეო ერნანდესის დუეტის ტექნიკურმა უპირატესობამ მიიყვანა გოლამდე,მილანი.მხოლოდ ხვიჩაზე კი არა,სხვა,კარგ პოზიციაში გასულ ფეხბურთელებზეც ვერ კეთდება,დროული და ხარისხიანი პასი.ალბათ ამიტომაცაა,ნაპოლის მიერ განხორციელებული დარტყმებიდან,ძალიან ცოტა რომ მიდის ,კარის ჩარჩოში.ხვიჩა ცენტრში გაამწესა მწვრთნელმა და წესით,ყველაზე ხშირად,მასთან უნდა მიეტანათ ბურთი,მაგრამ თანაგუნდელები,თითქოს არ იმჩნევდნენ მის იქ ყოფნას.შედეგად,კვარა თითქოს უფუნქციოდ დარჩა და გამონაკლისი შემთხვევების გარდა,საერთოდ არ ჩანდა.ასეთ პირობებშიც კი,რაც საფრთხე შექმნა ნაპოლიმ,თითქმის ყველა,მისი მონაწილეობით შეიქმნა.მეტის გაკეთება,მისი მხრიდან,თითქმის შეუძლებელი იყო.კალაბრიას შეცვლის შემდეგ,ხვიჩას თითქოს მარცხენა ფლანგზე უნდა გახსნოდა ხელფეხი,მაგრამ თუ უბურთოდ ხარ,საცად გინდა იქ დადექი,რა მნიშვნელობა აქვს?

  • ხვიჩა მაგარია

    აცალონ ღორმა ზელენსკიმ და პოლიტანომ ჯარიმების დარტყმა და მოახერხებს მოგებას. თუ გუნდი არ ითამაშებს ხვიჩაზე, არაფერი გამოუვა ნაპოლის. ბურთის მისაღებად თავის ნახევარზე უწევს ჩამოსვლა და მერე გოლებს თხოვენ. კარგი რა. მაგას მესი და მარადონაც ვერ ახერხებდნენ ახალგაზრდობაში.

  • nk

    კვეკვესკირს დავეთანხმები. რატო გონია ამ ხალხს რო საერთოდ ჯგუფიდან გავიდოდით კვარა რო ყოფილიყო ? დაამტვრევდნენ ვიღაც პატარა ღლაპები ფეხებს ოღონდ გაეჩერებინათ და დამთავრდებოდა მანდ მთელი ჩვენი გუნდის შემართება. ბევრად მარტივი იქნებოდა კვარას ამოკეტვაზე/დამტვრევაზე თამაში (როცა მთელი ჩვენი გუნდი კვარაზე ააწყობდა თამაშს) - და კვარას გარეშე უფრო სუსტები კი ვიყავით, მარა უფრო არაპროგნოზირებადებიც ვიყავით და რეალურად გავძვერით იქამდე სადამდეც გავედით . .

  • კ ო მ ბ ლ ე

    შეიბრალეთ პატარა და ეეუულიიი, გალლიაშიიი ყავდათ გამომწყვდეეუულიი.

  • Tedo

    ნაპოლი არის დღეს სუსტი გუნდი . კვარას კედელსაც ვერ უთამაშებენ , დრიბლინგზე შორ პასს ვერ აძლევენ , ანუ ვერ ტვირთავენ მაშინ , როცა ეს აუცილებელი და გუნდისთვის სასარგებლოა . ყოვგელგვარი ტაქტიკური მონახაზის გარეშე გადიან მინდორზე , მე ასე მეჩვენება . მარტო ერთი კაცი კიდევ , ვერ მოიგებს თამაშს ყოველთვის . კვარა თამაშობს . დანარჩენები ქაოტურად დარბიან .

  • თენგაბი

    არა ვარ შეთქმულების თეორიის მომხრე, მაგრამ პირველ ტაიმში ბევრი ირბინა, ხშირად იხსნებოდა და პარტნიორებისგან ხელაწეული პასებს ითხოვდა, რომლებიც სამწუხაროდ ან ღორობდნენ, ან ვერ ამჩნევდნენ. განსაკუთრებით პოლიტანო და სიმეონე. იმ უაზრო გადაცემებს ჯობია გუნდმა კვარაზე იმუშაოს, თორემ ენთუზიაზმი და ხალისი ქრება და მთელი გუნდი ზარალდება

  • Kvekeskiri

    მოვა დრო და კვარა ღიად ილაპარაკებს ამ საკითხზე,მერე მუცელში ან მუ ტ ში ჩაგივარდება ენა,ფედერაციის და ლაურენტესას ოინები იყო ეგ და ნუ გაუჩმახეთ კვარას საქმე,აი რო ყოფილიყო დარწმუნებული იყავი ჯგუფიდან ვერ გავიდოდით,თუ რატომ ამას შენი ტვინი ვერ მიხვდება

  • ვაჟა მასწ.

    ზელინსკის რომ არ უყვარს კვარა გუშინ გამოჩნდა ბოლომდე!

  • HK

    ფეხბურთი და არა ფეღბურთი სწორი მითითებაა მადლობა ვაჟა ინსტიქტურად დავწერე ...

  • las

    უმდაბლესი დონის გუნდია. როცა კვარაცხელიას შეჩერაბას მოწინააღმდეგე 3 და 4 მოთამაშით ცდილობს. ეს ნიშნავს რომ სხვა მოწინააღმდეგეები რჩებიან მეურვის გარეშე. და ეს ნაპოლის მოთამაშეები იმასაც ვერ ახერხებენ რომ გაეხსნან და პასის მიცემის სასუალება ქონდეს კვარას. დღეს სხვა ფეხბურთია. მარტო ვერ მოიგებ თამაშს. როცა გრანდები თამაშობენ. ტუნდაც ერთი პოზიციის სისუსტეც კი გადამწყვეტია. აუცილებლად ისარგებლეს ამ სისუსტით რეალის, ინტერის სიტის დონის გუნდი.

  • HK

    კი ეგრეა და სწორედაც რომ როგორც სპორტისთვის საქართველოში დეღბურთისთვის და ასევე ამ სპორტის მიმდევრებისთვის ფეღბურთელებისთვის გააკეთა ძალიან ვებრი კარგი თუნდაც მხოლოდ ასეთმა წარმატებამ ორივეს მოვიაზრებ შინაარსობრივად და გრამატიკაზე ნუ გამომეკიდებით უბრალოდ ჩემი ხედვა ვეცადე მეთქა და საწყენია რომ ხშირად ბევრი ნეგატივი მხვდება ხვიჩას მიმართ და ჩვენგან ნამდვილად არ იმსახურებს

  • ასეა ეს

    საქართველოსთვის ის გააკეთა რომ ოლიმპიადაზე ვერ მივდივართ.

  • Ილია

    100%

  • მინდია

    ანალიზი მაგარი-ყოჩაღ მაცარი!

  • ფეხბურთი

    დანარჩენი ფეხბურთელები რომ ვარგოდენ ვის ეცლება კვარაცხელიას გალიაში გამომწყვდევა ? კვარას დაბადებისდღეს ვულოცავ

  • ვაჟა

    ბატონო HK, მოკრძალებით გეტყვით, რომ ფეხბურთი ჰქვია სპორტის ამ სახეობას, ხოლო სპორტსმენებს - ფეხბურთელები.

  • HK

    ხვიჩა ძალიან კარგი იყო რთულია მილანთან გასვლაზე და თან მარტომ რამე გამოგივიდეს გუნდი ვერ უწყობს ხელს თანაგუნდელები ვერ ამარაგებ საჭირო პასებით თუმცა მაინც გამორჩეული იყო და ზოგადად რომ ვთქვათ მაგალითად ლეაომ საერთოდ ვერ ითამაშა და ბოლო ხანები ვერ თამაშობს მაგრამ არავინ იძახის რომ აწი ვეღარ ითმაშებს და ა.შ იგივეა კვარას შემთხვევაში ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ვერ იქნები ამიტომ როცა კვარას თამაში არ გამოსდის ეგრევე კრიტიკა და ა.შ არასწორია რასაც აქ ხშირად ვხვდებით ... ჩვენი ბიჭია და ყოველთვის მხარი უნდა დავუჭიროთ მითუმეტეს რომ ასეთი გამორჩეული ტალანტი გვყავს რომელსაც არაერთი სპეციალისტი აღნიშნავს მადლობა კვარა !!! დღეის მდგომარეობითაც უკვე ძალიან ბერი გააკეთე საქართველოსთვის საქართველოს სახელისთვის და ქართული ფეღბურთის და მომავალი ფეღბურთელებისთვის მადლობა ყველაფრითვის

თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა

შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია

"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს

[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა

რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?

[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს

ალეგრი "რეალის" მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში თან ორი ფეხბურთელის გადაყვანას მოითხოვს

"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის

სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს

ახალი კონტრაქტი ლეაოს - "მილანში" პორტუგალიელის შენარჩუნება დიდი ხნით სურს

მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?

კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა

"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა

"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა

[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა

"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო

Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა

გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ