ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი დროით 23 წლის მაშინ გახდა, როცა "მილანს" უპირისპირდებოდა. ქართველი ფეხბურთელი საკუთარ გუნდში აშკარად გამორჩეული იყო და თანაგუნდელები მხარს ნაკლებად უბამდნენ; "კვარამ" რამდენიმე ეპიზოდში ტექნიკის დემონსტრირება შემოგვთავაზა, ის მუდამ გამწვავებაზე ფიქრობდა. 77-ე ნომერმა წინა დაბადების დღე გოლით აღნიშნა, ახლა ასე არ გამოვიდა, მაგრამ ეს მთავარი არაა. სამწუხაროდ, მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ძლიერ მოწინააღმდეგეებთან არაფერი გამოსდის...

"სან სიროზე" გამართულ მატჩს "მილანის" ექსფეხბურთელი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. გვჯერა, კვარაცხელიას მომავალში კიდევ უფრო დიდი გუნდების წინააღმდეგ და ლეგენდარულ სტადიონებზე ვიხილავთ...

"კვარას" სოციალური ქსელით უამრავი ადამიანი ულოცავს. "ინსტაგრამზე" მისი ფოტოც გავრცელდა, რომელიც ხვიჩას მეუღლემ, ნიცა თავაძემ გამოაქვეყნა...

Sportall.ge ხვიჩა კვარაცხელიას საკუთარი მიზნების ასრულებასა და მილიონობით გულშემატკივრის ასეთი ლაღი თამაშით გახარებას უსურვებს!..

გიზოგ
გილოცავ ხვიჩა და გისურვებ დიდ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და ფეხბურთში. დიდხანს გაგეხარებინოს შენი გულშემატკივრები!
ჯიჯი
ჰო სულ კახას ბრალია,სან სიროზე ნაპოლის მოგება ხო არ ენდომებოდა,დაწყევლა უეჭველი,ვაი თქვენს პატრონს :)
დავით 67
რატი-ს! სად ნახე აქ ხვიჩაზე ნეგატიური კომენტარი? თუ საკუთარ კარში გოლების გამტანი და პასუხისმგებლობების ამღები ხალხისგან ვერ გაგირჩევია. ხვიჩა ყველასია. დაჟე იმისიც ვივამედში რომ არის გამომწყვდეული და ციხეში რომ ვერ გადაჰყავთ.
დავით 67
ნამდვილად. იმიტომაც არიან წვერგაუპარსავები და გაბურძგნულები!
დავით 67
ვულოცავ ხვიჩას დაბადების დღეს.ბევრ წარმატებებს ვუსურვებ. არაუშავს გოლი რომ ვერ გაიტანა. მიზეზი ჰქონია. ასეთი ხალხი რომ დაესწრება მის თამაშს გოლს როგორ შეაგდებ, საკუთარ კარის გარდა?!
fani
ხვიჩა, ყველა ქართველი ფანის სახელით გილოცავ დაბადების დღეს! მჯერა, რომ შეძლებ ის დიდი ტვირთი აწიო, რომელსაც ჩვენი ეროვნული ნაკრების ევრო-24-ის ფინალურ ტურნირზე გაყვანა ჰქვია! გაგიმარჯოს და მუდამ გამარჯვებული იყავი, შენს ოჯახთან და ქვეყანასთან ერთად!
ხვიჩას გულშემატკივარი
ვულოცავ იუბილეს ჩემს საფეხბურთო სიყვარულს. ბედნიერად მახსენდება ის დრო, როცა ფეხბურთის გამო ღამეებს ვათევდი და როცა რამოსი, კასილიასი, რაული თუ რონალდო იყვნენ ჩემი კუმირები. მაგრამ უფრო ბედნიერი დრო თურმე წინ მელოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ საქართველოში ვინმე გამოჩნდებოდა, ვინც მათ მსგავსად მიმაჯაჭვავდა ისევ ფეხბურთს. ბანალურად ქებას არ დავიწყებ, არც გოლის გატანის დროს გამოვდივარ სიტყვით და არც უგოლობის დროს. ყველა ემოცია ჩემთვის მაქვს, რადგან რეალურია და ნამდვილია, ნამდვილ ემოციებს კიდე არ სჭირდება კლავიატურაზე ტყლაშუნი. მხოლოდ ერთს ვიტყვი, თუ ოდესმე უიმედობას, იმედგაცრუებას, წაგების მერე უხასიათობას, უგოლო პერიდოს დროს გაღიზიანებას და რაიმე მსგავსს იგრძნობს, მინდა იცოდეს, რომ ჰყავს ზურგს უკან ისეთი გულშემატკივარი ჩემი სახით, რომელიც, რაცარუნდა მოხდეს, როგორი რთული პერიოდიც არ უნდა დაუდგეს, ყოველთვის მის გვერდით იქნება. ჩემი გულწრფელი სიბრალული იმ ადამიანებს, ვისაც მარტო გოლის დროს ყვირილი შეუძლიათ ასე ზედაპირულად და წაგების დროს მის გვერდით არ არიან, წაგებისას, ან უსამართლობისას ცრემლები არ მოსდგომიათ თვალზე და მარტო ნიშნის მოგებით გადასცქერიან ზემოდან. უკვე იმხელა სიხარული მომანიჭა, იმისთვისაც მზად ვარ, ცუდ პერიოდს (თუ დაუდგება) მასთან ერთად გავუმკლვდე, როგორც გულშემატკივარი. ზუსტად ვიცი, არანაირი კომენტარი მასზე არ მოქმედებს, არც ცუდი, არც კარგი, პროფესიონალურად უდგება ყველაფერს და ამიტომაც არ ვთვლი საჭიროდ მისით აღფრთოვანებულმა ადამიანებმა თავი შეიკაონ. ფეხხბურთს უხდება აღტაცება და გაღმერთება. ვინც გავაღმერთე ფეხბურთში, არასოდეს ძირს არ ჩამომიგდია და ყოველთვის იქ დავტოვე, სადაც ავიყვანე, რადგან ზუსტად მესმის, რამხელა სირთულეს წარმოადგენს ეგ სფერო, ზუსტად მესმის, რომ ყოველთვის ერთნაირად ვერ იქნება. მთავარია რისი გაკეთება შეუძლია და რის გამო შევიყვარე ასე, დანარჩენი კი პირადი, გულშემატკივარული დამოკიდებულებაა. მინდა ძალიან დიდი მომავალი და ძალიან ბევრი ბედნიერი საფეხბურთო ზეიმი ჰქონდეს. მინდა იცოდეს, რომ ისეთი ადამიანებიც ვარსებობთ, ვისაც მარტო გოლების გატანის დროს არ გვიყვარს. ბედნიერი დაბადების დღე ხვიჩა!❤️
ტყაშმაფა
ხვიჩა გილოცავ, ბედნიერად იყავი ოჯახთან ერთად, ყველა ჩანაფიქრი და გულისნადები აგსრულებოდეს და გაგეხარებინოს შენი ქვეყანა და ოდაბადე. სურათზე რომ არიან იმათგან, და მაგათნაირ მაზაკვალებისაგან, თავი შორს დაიჭირე, ძნელია მარა, ეცადე, თუ გინდა რომ ქართველი ხალხის, დიიიდი უმრავლესობის სიყვარული გქონდეს.
ლადო
მრავალს დაესწარი ხვიჩა,შენ ლამაზ ქართულ ოჯახთან ერთად!!!
Gio
უფალი გფარავდეს "კვარა"
გია_544
რა საჭრო იყო ამ მშვენიერი ბიჭის დაბადების დღის მილოცვა, არჩევნებში მონაწილე პირების პიარით მოგეხდინათ? ეს უკვე ფარული წინასაარჩევნო რეკლამა გამოვიდა((( მოდი, ყველამ პატივი ვცეთ ჩვენს საამაყო ვარსკვლავ-ბიჭუას. გილოც, ხვიჩა!!!
დათო
ალიბაბას 2 ყაჩაღი.
oto
კალაძე ჩამოდი სახლში და მიხედე შენს სამფლობელოს, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს(პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით), ცოტათი დაარეგულირე მოძრაობის, გადაადგილების, მშენებლობის პრობლემები. გაანულებ ოცნებას და მადლიერი ვინ გეყოლება, ვივამედელი?

რატომ ვერ გაიტანა ხვიჩამ გოლი?
სოსო
მთელი გულით ვუერთდები მილოცვას და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ მიღწევებს,გუნდშიც,ნაკრებშიც და დიდ ბედნიერებას,პირად ცხოვრებაში.
ტანზანიელი ტურისტი სამტრედიიდან
ხვიჩა გილოცავ და წარმატებები!!! როგორ გუგულებივით სხედან, როგორ უხდებიან ერთმანეთს, ამათზეა ნათქვამი ფერი ფერსაო. ანაღვლე ეხლა ამათ ქვეყნის ბედ-იღბალი, მეტი არ იყოს ჩემი მტერი.
ბრაზი
კალაძესა და კობიაშვილზე ასე საუბარი უბრალოდ ამაზრზენია.ბუნებრივია,რომ ასეთ რეგვენს კაცობისა არაფერი გაეგება...
დ.დ.
რამხელა (აღუწერელი) ბედნიერებაა, როდესაც შენი თამაშის საყურებლად, ქართული ფეხბურთის ყველა დროის ყველაზე გამორჩეული ორი დაუვიწყარი გიგანტი - ლეგენდა მოიცლის, თან შენი დაბადების დღეს. ისე ჩვენში დარჩეს და წვერი რომც გაიპარსონ კაცების რიგში მაინც ვერ ჩაეწერებიან !
geo
ხვიჩას ვულოცავ დაბადების დღეს და უკეთესს და დიდი გუნდების წინააღმდეგ ვის გულისხმობთ ერთი? მილანზე დიდი გუნდი ბევრი იცით? მ###ან საყვარელი გუნდები
მერაბი
ხვიჩაშვილო და ჩვენი ფეხბურთის იმედო გილოცავ დაბადების დღეს, ღმერთმა შენში თავი მოუყარა ქართული ფეხბურთს ყველა ტალანტების, ფინტი დრიბლინგი ხედვა და პასი, გოლის ალღო, სპორტული ღირსება, სიკეთე და ადამიანობა, ყველაფერი ეს კიდევ უფრო უნდა განავრცო და მაღალ სიმაღლეზე აიყვანა, შენი თამაშით გაალღვე ქართველი ხალხის სულები და მოაბრუნა ფეხბურთისკენ, გაიხარე შენს ულამაზეს მეუღლესთან ერთად, გამრავლდით და კიდევ ბევრჯერ გაგვახარა.
ზურაბი
გილოცავ კვარა! ველოდებით შენი დიდი ნიჭის შემდგომ განვითარებას. გაიხარე და გაგვახარე შენი ულამაზესი თამაშით
llcl
ღმერთმა მრავალს დაგასწროს ჩვენო მარგალიტო! იხარე, იბედნიერე ყველა შენს საყვარელ ადამიანთან ერთად და ჩვენც გაგვახარე!
რატი
მრავალს დაესწარი, ხვიჩა! :) ამ ბოღმიანმა ხელმოცარულებმა აქ მაინც შეიკავეთ თავი ღვარძლის ნთხევისგან. საცოდაობაა.
ბრაზი
გილოცავთ,ძმაო! ჯანმრთელობა,მუხლჩაუხრელობა,გამართლება და დიდი წარმატებები შენ!!!
Miqautadze
გილოცავ და გისურვებ კიდევ ცოტა უფრო მეტად მაინც დაჭკვიანებას.. )
ფანტომასი
ჯანმრთელობა და წინსვლა კვარას ცხოვრებაში,კალას და კობის ეტყობა ჩიხრიხივით აქვთ საქმე აწყობილი და ისვენებენ,ეტყობა მილანში დალაქთან ჩაწერილები იყვნენ,საქმეს მიხედეთ საქმეს თქვე უქნარებო.
ვასო67
სიკეთე და ბედნიერება ჰქონებოდეს უფლისგან
საბურთალო
უზომო პირად ბედნიერებას გისურვებ, ძალიან წარმატებულ კარიერას და საქართველოს მოსახლეობის სისტემატიურ გახარებას შენი თამაშითა და გოლებით
ქუთაისი
სიხარული... ბედნიერება... და ყველაფერი საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელიას !
ნიკა
ბედნიერი და წარმატებული წელი გქონოდეს კვარაააა
Რერო
კვარას ვულოცავ და ჯანმრთელობას ვუსურვებ პირველ რიგში. ამ კაცმა ცხოვრება გაგვილამაზა თავისი თამაშით. ყოველ უქმეებზე ველოდები ნაპოლის თამაშს.
beqa
გილოცვ კვარა მეტი წარმატება გქონდეს ცხოვრებაში! ევროპაზე და მსოფლიოზე გეთამაშოს! ჩემიონთა ლიგაც მოგეგოს
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შესაძლებელია თუ არა ამ ზაფხულს კვარაცხელიას "არსენალში" გადასვლა - ფაბრიციო რომანომ ამ საკითხზე ისაუბრა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
რა უშლის კვარაცხელიასა და ოსიმენის ტანდემის პსჟ-ში აღდგენას ხელს?
[VIDEO] "ნაპოლიმ" "ტორინო" დაამარცხა და სამმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
კარში კურტუა, შეტევაში კვარაცხელია ალვარესთან და ოლისესთან ერთად - უეფას სიმბოლური
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"საქართველოში მივდივარ... ხვიჩა თავის სამშობლოზე ამას ყოველდღიურად მეუბნება" - ნგონგემ კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა
"ნაპოლის" "ლეჩესთან" გამარჯვება პოლიტანომ მოუპოვა
[VIDEO] "კვარაააააა" - ხვიჩას ბრწყინვალე თამაშით აღფრთოვანებული დემბელე, "ჩელსისთან" მატჩის მერე ემოციების ვერ მალავდა
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა