"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავებს ტევესსა და ბალოტელის შეუტია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, ერიკ კანტონამ "მანჩესტერ სიტის" განებივრებულ ვარსკვლავებს კარლოს ტევესსა და მარიო ბალოტელის შეუტია. ფრანგმა თქვა, რომ არ ესმის იმ თავგასული ფეხბურთელებისა, რომლებიც ათას თითიდან გამოწოვილ მიზეზს იგონებენ, რათა ისტლენდიდან წავიდნენ. თუმცა, როგორც მისი ნათქვამის პირველივე წინადადებიდან გაირკვა, ბალოტელის გაგება მაინც კიდევ შეიძლება.

"მანჩესტერი მილანიდან ჩამოსულმა კაცმა რომ დაიწუნოს კიდევ, ჰო... თუმცა, ჯობს ქალაქები არ ჩამოვთვალო, რადგან საუცხოო ქალაქი ბევრია, მე კი მანჩესტერში მაქვს დიდებული დრო გატარებული. პროფესიონალ ფეხბურთელს სხვა რამ უნდა აინტერესებდეს. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში მინდოდა. ჩემთვის "იუნაიტედის" დიდი ვარსკვლავების მხარდამხარ თამაში იყო მთავარი. ფეხბურთელი საუკეთესო დროს მოედანზე ატარებს. მე მიყვარს მანჩესტერი და მანჩესტერელები. აქ გატარებული წლები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია".

კანტონა "ოლდ ტრეფორდზე" ხვალ დაბრუნდება, ამჯერად, როგორც ნიუ-იორკის "კოსმოსის" დირექტორი. "კოსმოსი" პოლ სქოულზის გამოსათხოვარ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ფრანგმა დასძინა:

"მანჩესტერში, განსაკუთრებით "ოლდ ტრეფორდზე" დაბრუნება ძალიან ემოციური იყო. ყოველთვის, როდესაც ამ ქალაქში ჩამოვდივარ, სტადიონზე მივდივარ. ეს ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია".

"იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავმა "სიტისაც" გაჰკრა კბილი. მან თქვა, რომ წარმატების ფულის ყრით მიღწევა კარგი გზა არ არის. კერძოდ, 45 წლისამ ბრძანა:

"საუკეთესო კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედია". "სიტი" რას აკეთებს ზუსტად არც ვიცი, იქნებ ბავშვთა სკოლებსა და აკადემიებს აშენებს კიდეც, მაგრამ გარედან მხოლოდ ის ჩანს, რომ ისტლენდელები ვარსკვლავებს ყიდულობენ და ასე ცდილობენ ძლიერი გუნდის შექმნას. კი ბატონო, მათ ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგეს, მაგრამ ამ წარმატების გამო "იუნაიტედს" ხომ ვერ გავუტოლებ.

"იუნაიტედს" მთელი სისტემა აქვს აწყობილი და ახალგაზრდა ტალანტებს ზრდის. სერ ალექს ფერგიუსონმა ფეხბურთს ბევრი ვარსკვლავი აღუზარდა და ერთ-ერთი მათგანი პოლ სქოულზი იყო. დღეს, იმ ამბიდან 15 წლის შემდეგ ჩამოვდივარ და ვხედავ, რომ მწვრთნელი ისევ თავის ადგილზეა. რასაკვირველია, შეუცვლელი ფეხბურთელი არ არსებობს, მითუმეტეს, როდესაც "იუნაიტედზეა" ლაპარაკი, რომელსაც სათავეში ისეთი ადამიანი უდგას, სერ ალექსი რომ არის. მე წავედი, ჰიუზი წავიდა, რონალდო წავიდა, "მანჩესტერ იუნაიტედი" კი მსოფლიოს საუკეთესო გუნდად რჩება".

შემდეგ კანტონას ჰკითხეს, "კოსმოსში" ისეთი თანამდებობა გაქვთ, რომელსაც ადვილად შეელევით და ფერგიუსონის შემცვლელად "ოლდ ტრეფორდზე" ხომ არ აპირებთ მოსვლასო. ფრანგმა მისთვის ჩვეული სტილით უპასუხა:

"მე ალექს ფერგიუსონზე ადრე მოვკვდები. სერ ალექსი კი ყოველთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი იქნება, რადგან ეს მისი ცხოვრებაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"