"თელავმა" არგენტინის ნაკრების ყოფილი მცველი ჯინო პერუცი დაიმატა.

31 წლის ფეხბურთელი ბოლოს "ალიანცა ლიმას" ღირსებას იცავდა, სხვადასხვა დროს კი "სან ლონენცოს", "ბოკა ხუნიორსის", "ნასიონალის", "ველეს სარსფილდისა" და "კატანიას" ღირსებას იცავდა.

პერუცის არგენტინის ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული.

გარდა ამისა, კახურმა კლუბმა 10 ახალი ფეხბურთელის ტრანსფერი დაადასტურა: ალეკო ანანიძე - დაიბადა: 17.05.2004; ამპლუა: მცელი; კლუბი: "შუქურა 2" და "შუქურა" (ქობულეთი); ნაკრები: საქართველო (U18)

მუხრან ბაგრატიონი - დაიბადა 13.02.2004; ამპლუა: მცველი; კლუბი: "დინამო თბილისის აკადემია" და "დინამო" (ბათუმი); ნაკრები: საქართველო (U17, U18, U19 და U21),

დავით გოგოტიშვილი - დაიბადა: 24.01.2003; ამპლუა: მცველი; კლუბი: "დინამო თბილისის აკადემია" და "დინამო 2" (თბილისი); ნაკრები: საქართველო (U17 და U19)

სტეფან ბუკორაცი - დაიბადა:15.02.1991; ამპლუა: მცველი; კლუბი: "დონჯი სრემი" (სერბეთი), "დინამო" (თბილისი), "მეტალაცი" (სერბეთი), "პარალიმნი" (კვიპროსი), "მლადოსტი" (მონტენეგრო), "პროლეტერი" (სერბეთი), "ტორპედო ჟოდინო" (ბელარუსი), "კასპიი აქტაუ" (ყაზახეთი) და "შახტიორი ყარაგანდა" (ყაზახეთი)

ლადო ოდიშვილი - დაიბადა: 28.05.2003; ამპლუა: მცველი; კლუბი: "ლოკომოტივი 2" (თბილისი) და "ილანკა რჟეპინი" (პოლონეთი); ნაკრები: საქართველო (U19)

რუბენ ოლივეირა - დაიბადა: 14.12.1994; ამპლუა: ნახევარმცველი; კლუბი: "სანჟოანენსე" (პორტუგალია), სპორტინგი (პორტუგალია), "ფეირენსე"

(პორტუგალია), "რიუ ავე" (პორტუგალია), "გიმარაეში" (პორტუგალია), "დეპორტივო ავეში" (პორტუგალია) და "სანტა კლარა" (პორტუგალია); ნაკრები: პორტუგალია (U20)

ფილიპ ლესნიაკი - დაიბადა: 14.05.1996; ამპლუა: ნახევარმცველი; კლუბი: "კოშიცე" (სლოვაკეთი), "ტოტენჰემ ჰოთსპურსი" (ინგლისი), "სლოვანი ლიბერეცი" (ჩეხეთი), "ოლბორგი" (დანია), "სილკებორგი" (დანია) და "ვისლა პლოცკი" (პოლონეთი); ნაკრები: სლოვაკეთი (U15, U16, U17, U19 და U21)

გიორგი ხაბულიანი - დაიბადა: 25.05.2004; ამპლუა: თავდამსხმელი; კლუბი: "მერანი" (თბილისი), "თელავი", "ადანა დემირსფორი" (თურქეთი) და "ლევანტე" (ესპანეთი); ნაკრები: საქართელო (U18 და U19)

თორნიკე ახვლედიანი - დაიბადა: 24.07.1999; ამპლუა: თავდამსხმელი; კლუბი: "გაგრა" ლეგანესი (ესპანეთი), "ზესტაფონი", "დინამო" (თბილისი), "ტორპედო" (ქუთაისი) და "სამტრედია"

მაქსიმ მაიროვიჩი - დაიბადა: 06.02.1996; ამპლუა: თავდასხმელი; კლუბი: "აკადი ჩერტანოვო" (რუსეთი), "ყუბანი კრასნოდარი" (რუსეთი), "აფიცკი აფცკი" (რუსეთი), "ჩერტანოვო" (რუსეთი), "კამაზი ნაბერეჟნიე ჩელნი" (რუსეთი), "ნოა" (სომხეთი), "აკრონი ტოლიატი" (რუსეთი), "ურარტუ" (სომხეთი) და "ჩელიაბინსკი" (რუსეთი); ნაკრები: რუსეთი (U15, U17, U18, U19 და U21)

შეგახსენებთ, "თელავი" ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩს 1-ელ მარტს, ფოთის "კოლხეთის" წინააღმდეგ გამართავს.

აი ეს იქნება თუ იქნება რაა. უეჭველი დააბრუნებენ ნაკრებში :-) ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, კაცი ბოლო-ბოლო თელავში ითამაშებს და არგენტინის ნაკრებში გამოძახებაზე ვინ ეტყვის უარს?
კოკა
ეტყობა განვადებით გამოიტანეს:))
Ბათუმს ქათქათას
რას ამბობ ძმაო ბათუმის პატენტი გორის დილა რო ტრანსფერებს აკეთებს მსგავს ტრანსფერებს ვინ აკეთებს? ჯერ ხო მთელი გორის დილა ბათუმში წაიყვანა და ეხლა ფინეთის მე-4 ლიგიდან ხოკეისტი დაიმატეს... ისე თელაველებო ყურადღებით იყავით ბათუმის გორის დილასთან თამაში როცა გექნებათ-მსხლის ფორმის ტანიანი ბერიძე და დვალიშვილი ახლო არ მიუშვათ თქვენ ლეგიონერებთან! განსაკუთრებით იმის მერე იყავით ყურადღებით რაც ევრო ტურნირებზე გაფარჩაკდებიან.
თელავს
წარმატებები თელავს და თელავის გუნდს.ერთი იმ მწვრთნელის გუნდს გადაახიეთ ბურთი და თავად იმ მწვრთნელს კახურად დააფარეთ ჩვენ რო ვიცით ის,ვინც გასულ წელს ყველაზე კრიტიკულ მომენტში რო გიღალატათ. აქ ბევრი ღადაობდა და ღადაობს თელავის მეპატრონის ეროვნებაზე,მაგრამ ის მწვრთნელი ხო ქართველი იყო რატო უღალატა გუნდს? ეხლა თქვენ იცით თელვო-მოწინააღმდეგე გუნდსაც უნდა აჯობოთ ეხლა,მსაჯსაც და ფედერაციასაც რომელიც ჩემპიონატის დაწყებამდე ადგენს ვინ რომელ ადგილზე უნდა გავიდეს,ვინ უნდა გავარდეს,ვინ უნდა გადმოვარდეს და ა.შ.

Imedia gvar-saxelis shesabamisad itamashebs.
L.J .
12is gashveba da 11s moyvana kargi ggonia????(motamasheebs vgulisxmob)
თელავი
ბათუმის დინამო ისწავლე როგორ კეთდება ტრანსფერები. გორის დილას იქით რო ვერ იყურები და თუ იყურები ან ფინეთის მეოთხე ლიგიდან მოგყავს ფეხბურთელი ან თურქეთის მესამე ლიგიდან.
SRT
ახლა უკვე დააბრუნებენ არგენტინის ნაკრებში
ვანჩოპე
მე პირადად მუხრან ბაგრატიონს ვგულშემატკივრობ. საკაიფოდ ჟღერს.
კოლა
მეთქი საიდან თელავს ამდენი ფული. მერე გამახსენდა, რომ სომხებმა იყიდეს გუნდი.
გივი
თელავი ჩემპიონ
მწვრთნელი
ჩემპიონები თუ არა მეორე ადგილას დაიკავებენ ამ შემადგენლობით! ბათუმი და თბილისი შევსებას არ აპირებენ და ჩემპიონატს ან ტორპედო ან თელავი მოიგებს!
Levani
ნანახი მაქვს ამ პერუცის თამაში,სან ლორენცოს 2,5+ მქონდა დადებული და მაგრა დამევასა იმიტომ რომ ფლანგის მცველი იყო და მაგრა უტევდა(ჩემს ბილეთს ვგულშემატკივრობდი) მერე ბოკაში კატანიაში და ნაკრებში უთამაშია და ასე რატო ჩამოქვეითდა,თუ ჩვენ ავიწიეთ?
kesha
ძალიან კარგი ტრანსფერებია მალადეც თელავი. წარმატებები საბურთალოს მერე:)
მოცლილი
ჩემი თელავი:-) :-) თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ،წარმატებები.
ნიკა
დინამო თბილისმა ტაჯიკეთის ნაკრების ფეხბურთელი:D ბათუმის და თბილისის დინამო ფეხბურთელს ვერ იმატებს არ უნდათ საქართველოს ჩემპიონატში თამაშიო. ტორპედოს მოუხდებოდა ეს კაცი.
Givi
აი სელექცია! 11-ვე ჯობია იმ ალბანელს ბათუმმა რომ დაიმატა გუშინ...
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...