სერია "ა" "ტორინოს" გამარჯვებით დაიწყო, საბა საზონოვს არ უთამაშია. "ნაპოლის" ოთხეულში მოხვედრა ისევ ძალიან გაურთულდა, 25-ე ტურის მატჩში კი "ჯენოას" "დიეგო მარადონაზე" უმასპინძლებს - დღეს, 17 თებერვალს, 18:00 საათზე (ჩვენი დროით).

"ვერონასთან" ხვიჩა კვარაცხელიას "ჯადოქრობამ" გუნდს 3 ქულა მოუპოვა, "მილანთან" წაგების შემდეგ კი ტიტულის დაცვის საქმე კვლავ სავალალო მდგომარეობაში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნეაპოლელებმა შინ ნახევარზე ნაკლებ შეხვედრაში გაიმარჯვეს. იმედია, ეს ასპექტი მაინც გამოსწორდება, რამდენიმე დღეში აქ "ბარსელონაც" ეწვევათ...

შაბათის მეტოქეები ერთმანეთს ბოლოს 16 სექტემბერს დაუპირისპირდნენ და უხვგოლიანი ფრე (2:2) ითამაშეს. ალბერტო ჯილარდინოს ბიჭები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, ჯაკომო რასპადორიმა და მატეო პოლიტანომ კი შეხვედრა გადაარჩინეს. გენუელები მანამდე სერია "ბ"-ში იყვნენ და "კვარა" მათ სულ მეორედ დაუპირისპირდება. გუნდებს შორის სხვაობა ახლა 6 ქულაა.

ვიქტორ ოსიმენი აფრიკის თასიდან ბოლომდე ჯანმრთელად არ დაბრუნებულა და წინა ხაზზე მაინც ჯოვანი სიმეონეს ველით. ნიგერიელს "ნაპოლის" მაისურით 23 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია. დისკვალიფიცირებულ ჟუან ჟესუსს ახლად მომჯობინებული ნათანი შეცვლის. მეკარე ალექს მერეტიც მზადყოფნაშია, მაგრამ გამორიცხული არაა, პიერლუიჯი გოლინი მაინც სასტარტოში ვიხილოთ. დისკვალიფიკაციის შემდეგ მარიო რუი მარცხნივ პასკუალე მაცოკის ჩაანაცვლებს. საინტერესოა, უკვე 23 წლის კვარაცხელია ისევ მეორე ფორვარდის პოზიციაზე იქნება თუ მარცხენა ფლანგს დაუბრუნდება?! მეტი დრო უნდა მიეცეთ ახალწვეულებს...

შეხვედრას 39 წლის ხუან ლუკა საჩი განსჯის. ის ცოტა ხნის წინ "ლაციო" - "ნაპოლის" (0:0) მეოთხე მსაჯი იყო, ისე კი, ქართველი გარემარბის გუნდის მატჩებზე არ ამწესებდნენ.

სხვა ქართველები. საინტერესო იქნება გიორგი კვერნაძის "ფროზინონესა" და დანიელე დე როსის მშვენიერი "რომას" დაპირისპირება (კვირას, 21 საათზე); ესპანეთის "ლა ლიგაში" შაბათის ღამეს (23:59 სთ) გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "სევილიას" უმასპინძლებს და სატურნირო მდგომარეობის გამოსწორებას მოიწადინებს; ინგლისის ჩემპიონშიპში 7-მატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტას ეცდება გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდი", რომელიც დღეს (19:00 სთ) აუტსაიდერ "როტერჰემს" ესტუმრება; გიორგი მიქაუტაძემ ოფიციალურ მატჩში ბოლოს კვიპროსის ნაკრებთან გაიტანა და იმედი გვაქვს, ამ სერიას დაასრულებს, მისი "მეცი" კი "მონპელიეს" კვირას (18:00 სთ) ესტუმრება.

ამატაკი
გაუგებარია ბოლობოლო ნაპოლის ეს გაუთავებელი ექსპერიმენტები. საკმაოდ აშკარაა, რომ ჩემპიონი ნაპოლი აღარ არსებობს და გარდაცვლილის რეამინაცია სადამდე უნდა გაგრძელდეს. დროა აზრზე მოვიდნენ და რამე მოიფიქრონ. სინამდვილეში არც ისე ცუდადაა საქმე, როგორადაც გამოიყურება.საკმაოდ კარგი ფეხბურთელები ჩანან მაძოკიცა და ნგონგეც, ლინდსტრომსაც არა უშავს, თუ სწორად გამოიყენებენ. ყველაფერი მიდის სქემის ცვლილებისკენ. უბრალოდ სიტუაცია მოითხოვს მაგალითად - 4-2-3-1 სქემას. ამისთვის მშვენიერი შემადგენლობა ჩამოყალიბდა. მგონი რომ ლობოტკა ამ ნაპოლის უკვე აღარ გამოადგება. საყრდენები ისეც საკმაოდ ყავს ,მაგ. - ანგისა, მაძოკი ან ტრაორე, კაიუსტე. ლინდსტრიომი, კვარა, ნგონგეს სამეული და ოსიმენი წინ - საკმაოდ პერსპექტიულ შეტევით პოტენციალად გამოიყურება. ან კიდევ კვარა-რასპადორი-ნგონგე წინ ოსიმენით უფრო მრისხანედ მოჩანს. დაცვაში რატომღაც ერთხელაც არ მოსინჯეს ოსტიგარდი-ნათანი ცენტრში, ოლივეირა-დი ლორენცო ფლანგებზე. ახლები აშკარად მეტს ცდილობენ და მეტი აქცენტი მათზე რომ კეთდებოდეს, მგონია რომ შეეძლება ამ ნაპოლისაც ფეხბურთის თამაში
გოგა
გამოსასწორებელი რა აქ ვალენსიას, გავარდნით არ ვარდება და ევროტურნირებზე გასვლა მაგ გუნდით გამორიცხულია.
pablo
რა ტიტულის დაცვა, ღადაობთ?! ოთხეულში თუ შეაღწიეს სულ ხვიჩას უნდა კოცნონ $#@ზე:)
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა