ქალთა ჩოგბურთის პირველი ნომერი ბრიტანელი ჩოგბურთელი ელენა ბალტაჩა აქტიური სპორტიდან წასვლაზე ალაპარაკდა
როჯერ ფედერერი ისევ მწვერვალს უმიზნებს

ბრიტანელი ჩოგბურთელი ელენა ბალტაჩა აქტიური სპორტიდან წასვლაზე ალაპარაკდა. ქვეყნის ქალთა ჩოგბურთის პირველმა ნომერმა გაისად ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ დაგეგმა დიდი სპორტის მიტოვება.

"მინდა მივაღწიო ოლიმპიურ თამაშებამდე და შემდეგ, სავარაუდოდ, სამუდამოდ მივატოვებ ჩოგბურთს. უკვე დიდი ხანია ამ საქმით ვარ დაკავებული", - განაცხადა ინტერვიუში ბალტაჩამ.

"წელს 28 წელი მისრულდება. დილით ვიღვიძებ და ვფიქრობ, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებს ჩემი ორგანიზმი ასეთ დატვირთვებს. ტრავმებიც მაწუხებს, ასე რომ, ხანგრძლივად ასე გაგრძელება არ შემიძლია", - ასკვნის შოტლანდიელი ჩოგბურთელი.

კარიერის დასრულებას არ ფიქრობს მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი. პირიქით, ლეგენდარულ შვეიცარიელს ისევ სჯერა, რომ შეძლებს რეიტინგის პირველ საფეხურზე დაბრუნებას.

"ახლა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვიმყოფები, - განაცხადა ფედერერმა ტენნის.ცომ-თან ინტერვიუში. - და საკუთარ შესაძლებლობებსაც შესანიშნავად ვიცნობ. არ მინდა ზედმეტად თავდაჯერებული მოგეჩვენოთ, მაგრამ ვიცი, რომ კიდევ ბევრი შემიძლია. მე და ჩემს მწვრთნელებს მიგვაჩნია, რომ ყოველდღიურად უკეთ გავაგრძელებ თამაშს".

"ძალიან ბევრი ტიტული მაქვს მოგებული, ამიტომაც დარწმუნებით შემიძლია იმის თქმა, რომ კიდევ შევძლებ "დიდი სლემის" ტურნირებზე გამარჯვებას. მთავარია, ყველაფერი სწორად გავაკეთო, - გვარწმუნებს როჯერი. - ჩემთვის ყოველთვის სამაგალითონი იყვნენ ანდრე აგასი, ჯიმი კონორსი, კენ როზუოლი და როდ ლეივერი, ანუ ის მოთამაშეები, რომლებიც დიდი ხანი შემორჩნენ აქტიურ სპორტს. მეც მრავალწლიანი გეგმა მაქვს და მაინტერესებს, როგორ მოვახერხებ მის განხორციელებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა